მთელი გულით, სულით იმ ხალხთან ვართ, ვინც გლოვობს და პირადად მეც, რასაკვირველია, ვუსამძიმრებ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით განაცხადა. ვოლსკის თქმით, მგლოვიარე ხალხი "სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციებს" უყურებს. "არ მეგულება არავინ არც ხელისუფლებაში, არც მხარდამჭერებში, ვინც განიცდიან ცოტა ისეთი ნათქვამია, მთელი გულით, სულით იმ ხალხთან ვართ, ვინც გლოვობს და პირადად მეც, რასაკვირველია, ვუსამძიმრებ. ამ გლოვის ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციებს, რაც მეც, ჩემს მეგობრებს გვბოჭავს იმისთვის, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი დ...
თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში - დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან, - ასე უპასუხა ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილთან და მის დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. რესპუბლიკელი სენატორის თქმით, ცუდი ლიდერის მმართველობის დასასრულებლად, საჭიროა დემოკრატია. "თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში - დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან. მაგრამ, ამისთვის საჭიროა დემოკრატია, თავისუფალი დემოკრატია, რომელშიც ხალხს ...
სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, არის გარკვეულწილად უკუსვლა [დემოკრატიიდან] ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მიზანია ვნახოთ, რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ისინი წავახალისოთ, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას განაცხადა. დემოკრატი სენატორის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ შეუერთდნენ ნატო-ს და ევროკავშირს, მტკიცედ უჭერს მხარს. "ამერიკას და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომ თვითონ განსაზღვრონ საკუთარი ბედი, ჰქონდეთ დემოკრატია, შეუერთდნენ დანარჩენ ევროპას და ნატოს. მახსოვს, წლები...
პარტიული და პროპაგანდისტული, ანტიუკრაინული მესიჯი ‘მშვიდობის ქალაქი’ არა საახალწლო სიმბოლოა, არამედ შეურაცხყოფის და სიყალბის ადგილი, - ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში საახალწლო სლოგანთან დაკავშირებით წერს. ხოშტარია დღეს, 4 დეკემბერს აქციას აანონსებს და ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქართველი მებრძოლები უკრაინაში იღუპებიან,"ყალბი მშვიდობის" გაპროტესტებას გეგმავს. "შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ იმ ნაძვის ხეს. კვირას, 19:00 ჩვენ წავალთ და ასე გამოვხატავთ გლოვას და პროტესტს ყალბ მშვიდობაზე. ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა ის ხალხი", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ელენე ხოშტარია. შეგა...
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე,ბრატისლავაში,ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის დამტკიცებულ რეზოლუციას აქვეყნებს. ALDE მკაცრად გმობს მმართველი პარტიის თავჯდომარის,ირაკლი კობახიძის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას და ბრალდებებს,რომლის მიხედვითაც,დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს,ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ამ ყველაფერს რუსულ რიტორიკას მიაწერს. რეზოლუციის მიხედვით,ასევე მოუწოდებენ,რომ გადაიდგას მკაფიო ნაბიჯები დეოლიგარქიზაციისკენ და შემცირდეს ბიძინა ივანიშვილის გავლენები საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. "მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას და ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს...
ჩვენ გვახსოვს საზოგადოების პრინციპული პოზიცია,რომ გადაეყვანათ სააკაშვილი კლინიკაში,იმიტომ რომ ყველამ ვიგრძენით ის სუსხი,რაც შეიძლება ქვეყანას პრზიდენტის სიკვდილმა მოუტანოს,ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამ თვალსაზრისით იგივე ალგორითმით განვითარდება ქართული ოცნების რიტორიკაც და მოქმედებაც, - განაცხადა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე. მისივე თქმით,"ქართულ ოცნებას" ეშინია მესამე პრეზიდენტის,როგორც პოლიტიკური ფიგურის,რასაც მოწმობს ირაკლი კობახიძის განცხადება,რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა განთავისუფლების შემდგომ ქვეყანა არიოს,უგულავა ამ ყველაფერს აფასებს როგორც დემაგოგიას და სიმხდალეს. "ჩვენ გვახსოვს საზოგადოების პრინციპული პო...
არის დეტოქსიკაციის საშუალებები,რომელიც საქართველოში არ არსებობს,მაგრამ არის გერმანულ და ამერიკულ კლინიკებში,რისი გადარჩენაც შეგვიძლია იქნებ გადავარჩინოთ,თორემ სააკაშვილი ამ მომენტისთვის არის ღრმად უნარშეზღუდული ადამიანი, - ასე გამოეხმაურა მედიკოსი ლევან ფერაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისივე თქმით,გადაწყვეტილება მისაღებია,რაც შეიძლება მალე და იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს რაიმე დაემართება,საქართველო დიდი ხნით დაივიწყებს ევროპულ მომავალს. "არის დეტოქსიკაციის საშუალებები რომელიც საქართველოში არ არსებობს,მაგრამ არის გერმანულ და ამერიკულ კლინიკებში,რისი გადარჩენაც შეგვიძლია იქნებ გადავარჩინოთ,თორემ სააკაშვილი ამ მომენტისთვის არის ღრმად უნარშეზღუდული ადამიანი უკვ...
ექიმების ეჭვები იყო, უკვე დიდიხანია სხვათაშორის, თვეების წინ გამოითქვა ეს ეჭვი. იმ სიმპტომატიკის მიხედვით, როგორც ვითარდებოდა მისი მდგომარეობა, ბევრმა გამოცდილმა ექიმმმა გამოთვა ეს ვარაუდი, - ასე გამოეხმაურა გიული ალასანია ამერიკელი ექიმის დევიდ სმიტის დასკვნას,რომლის დასკვნის მიხედვითაც სააკაშვილს ორგანიზმში აღმოაჩნდა მძიმე მეტალები. ალასანია ასევე აღნიშნავს,რომ მან მოინახულა მიხეილ სააკაშვილი,რომელსაც ჯდომის შესაძლებლობაც არ ჰქონდა და უსიცოცხლოდ იწვა. "ექიმების ეჭვები იყო, უკვე დიდიხანია სხვათაშორის, თვეების წინ გამოითქვა ეს ეჭვი. იმ სიმპტომატიკის მიხეიდვით, როგორც ვითარდებოდა მისი მდგომარეობა, ბევრმა გამოცდილმა ექიმმმა გამოთვა ეს ვარაუდი, რომ ხომ არ არის მოწამვლა? ძალი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ითხოვს გამოძიებას გაფართოების კომისრის, ბატონი ვარჰეის ქცევის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლანდიელი პარლამენტარი, თეის რეტენი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია,რომ ვარჰეი განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში. "ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ითხოვს გამოძიებას გაფართოების კომისრის, ბატონი ვარჰეის ქცევის შესახებ, იმის გამო, რომ ის განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში" ,- წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ,ვარჰეი 15 ნოემბერს საქართველოშიც იმყოფებოდა.
თქვენთან სასტიკად გულწრფელი უნდა ვიყო, ევროპა არ არის ახლა საკმარისად ძლიერი, - განაცხადა ფინეთის პრემიერმინისტრმა სანა მარინმა. მარინის თქმით,ევროპას არ შესწევს ძალა იმისთვის,რომ რუსეთის უკრაინში შეჭრას დამოუკიდებლად გაუწიოს წინააღმდეგობა და მას სჭირდება აშშ-ს დახმარება. "თქვენთან სასტიკად გულწრფელი უნდა ვიყო, ევროპა არ არის ახლა საკმარისად ძლიერი. შეერთებული შტატების გარეშე საფრთხეში ვიქნებოდით", - განაცხადა სანა მარინმა. შეგახსენებთ,დღესდღეობით აშშ უკრაინის ყველაზე მსხვილი დონორია,ომის დაწყების დღიდან ვაშინგტონმა 18,6 მილიარდი დოლარი გამოუყო.
მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. გერმანიის მხარდაჭერაც მტკიცეა,- ამის შესახებ ბუნდესტაგში ფრაქცია ქრისტიან დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკის სპიკერმა იურგენ ჰარდტმა განაცხადა. მისივე თქმით,საქართველოს აქვს მიცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციები,რომლებზეც საქართველო აქტიურად მუშაობს,რაც ოპტიმისტურ განწყობას უქმნის,რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. „ჯერ კანდიდატის სტატუსი არ აქვს მინიჭებული საქართველოს, რადგან ეს მხოლოდ ბუნდესტაგის გადასაწყვეტი არ არის. ეს მთლიანად ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს. მიცემულია 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, რომლებზეც საქართველო აქტიურად მუშაობს. ვფიქრობ, პარ...
ამერიკელი სენატორები 7 დეკემბერს გამართავენ საიდუმლო ბრიფინგს, რათა განიხილონ უკრაინის გაზრდილი დახმარება. თეთრი სახლის წინადადების მიხედვით,კიევს დამატებით 37 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყოს,ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოქვეყნებულ ბიულეტენში დახმარების განაწილება ასე გამოიყურება : 21,7 მილიარდი დოლარი თავდაცვის სამინისტროსთვის „უკრაინის აღჭურვილობისთვის, თავდაცვის სამინისტროს მომარაგებისთვის, ასევე სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“ 14,5 მილიარდი დოლარი სახელმწიფო დეპარტამენტისთვის "უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის, ომის დროს მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების დახმარებისთვის, გლობალური ს...
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ლატვიაში დარეგისტრირებული ტელეარხ "Дождь"- ზე საინფორმაციო გამოშვებაში გაკეთებული სკანდალური განცხადების გამო, რომელიც საფუძვლიან ეჭვს აჩენს არხის მიერ რუსული ოკუპაციის წახალისებასა და დახმარებაზე. საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაასახელა და რუსეთის არმიას "ჩვენი არმია" უწოდა. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი განაცხადეს,რომ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით,აგრესორი რუსეთისთვის ნებისმიერი სახის დახმარება მიუღებელია. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა Twitter-ზე გამოთ...
ესპანეთმა უკრაინას პირველი საზენიტო-სარაკეტო Hawk სისტემები გადასცა,ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ესპანეთის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებას და უსაფრთხოების მხარდაჭერა გაგრძელდება, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო Telegram-ზე ხელმძღვანელ ოლექსი რეზნიკოვის მითითებით. "ჩვენი მებრძოლები მეტ წვრთნას გაივლიან ესპანეთში,ესპანეთმა უკვე მოგვაწოდა ჩვენი პირველი ქორი", - განაცხადა რეზნიკოვმა.
დღეს ვიყავი სააკაშვილთან. ასე ცუდათ ის არასდროს ყოფილა. მომაკვდავია !, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მესამე პრეზიდენტთან ვიზიტს. ხაჭაპურიძის თქმით,სასწრაფოდ აუცილებელია რაღაც ზომების გატარება,რომელიც უკვე დიდი ალბათობით დაგვიანებულია. "დღეს ვიყავი სააკაშვილთან. ასე ცუდათ ის არასდროს ყოფილა. მომაკვდავია! რაღაც ზომები მიიღეთ! თუ უკვე გვიანი არაა!!!" - წერს შალვა ხაჭაპურიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, - ასე გამოეხუმარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმის თავმჯდომარის ვიზიტს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. განცხადებაში აღნიშნულია,რომ რუსეთი აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკას. "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო ...
ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაყოს, დაანაწევროს და მის პარტიაში აპირებს რამეზე ფარდის ახდას, ეს არის სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს აზიანებს პარტიას, - ასე გამოეხმაურა "ენმ"-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი,პარტიაში შიდა არეულობის საკითხს. მისივე თქმით,რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეს პროცესი,რათა პარტიამ შეძლოს,რომ სტაბილურად დაიწყოს მობილიზება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. „გაჯანჯლებას ჩვენ არ მივესალმებით. კარგია, რომ ჩაინიშნა 11 დეკემბერს. მნიშვნელოვანია, მალე დასრულდეს საარჩევნო პროცესი და ეს უნდა მოხდეს დეკემბრის თვეში. არც ფარდის უკან არ ვეძებთ ვინმეს და არც არავის მხილებას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს ვამხელთ, ეს არის რუსი ოლიგარქი ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულის მიზეზი გახდა ელჩის განცხადება, რომლის მიხედვითაც ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა, თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშ...
მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეც და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია და არა მხოლოდ, მე ვიტყოდი, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც,- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ექსპრეზიდენტის საქმის მოსამართლეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, არანაირი გიორგი არევაძე არ არსებობს, თუმცა არსებობს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება. "მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეც, პროკურორიც არის ბიძინა ივანიშვილი და არა მხოლოდ, მე ვიტყოდი, რომ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც. ჩვენ გვახსოვს მისი დაპირება, მათ შორის, სააკაშვილის წინააღმდეგ. და ზოგადად, მისი დამოკიდებულება რეგიონში მსგავსი პოლიტიკური ფიგურების მიმართ. არანაირი არევაძე არ არსებობს, არსებობს "...
მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, რათა დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნას პოლიტსაბჭოს სხდომა და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბეჟაშვილმა თქვა, რომ პროცესის გაჭიანურება პარტიის ინტერესებისთვის სასარგებლო არ იქნება. „პროცესის გადადება, დაყოვნება პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები. ამი...