გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა გაეროსთან მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ფრანჩესკა გატი, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. მათივე ცნობით, სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს ...
სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იონათამიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს". "სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო. ...
პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ერთიანობის ფლაგმანი. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის უდიდესი პასუხისმგებლობაც სწორედ იმიტომ ავიღე, რომ მტკიცედ მჯერა ერთიანობის იდეისა და ძალის,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, "საპატიო თავმჯდომარე და ამ პარტიის ყველაზე დიდი ელექტორალური ძალა". "ჩვენ ვიზიარებთ მის მოწოდებას ერთიანობისკენ, მათ შორის, ძველი თანამებრძოლების მიმართ. დროა, გვერდზე გადავდოთ წარსულში არსებული ყველა განსხვავება და გავერთიანდეთ ქვეყნის საკეთილდღეო...
"ქართული ოცნება" ცდილობს, ცრუ ნარატივებით საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს. 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერით კი არა, მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული,- ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას. ბოკუჩავას თქმით, 2008 წლის ომის თემაზე ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური შეთანხმება უკვე არსებობს და სამართლებრივი შეკითხვები ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოიხსნა. “ომის საკითხს ერთხელ და სამუდამოდ ...
ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში - მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ს პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ოფიციალური ვიზიტიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პალატის, დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ ტერნერი ავრცელებს. ტერნერის თქმით, აუცილებელია, რომ ოქტომბრის ს...
ავტორიტარული ქვეყნების მხრიდან მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიცაა რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში 16 წლის წინ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლებისადმი, რომ ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს საკუთარი მომავალი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ოფიციალური ვიზიტიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი ავრცელებს. შაჰინის თქმით, “ვითარების გამოსწორების გზაზე, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მათ შემოთავაზებებს“. “ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქ...
პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “რადიო თავისუფლებამ” გამოაქვეყნა ინტერვიუ ჰაიდი ტალიავინთან, რომლის დასკვნა 2008 წლის ომზე, "ნაციონალური მოძრაობისთვის" "განაჩენის ტოლფასია". მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭო მიიჩნევს, რომ "ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ გაიგოს, ვინ ჩაიდინა მოღალატეობრივი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე". “9 აგვისტოს, "რადიო თავისუ...
ოპოზიციის შევიწროებისთვის "ოცნება" თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა,- ამის შესახებ ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. როგორც კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული ქოლ-ცენტრების საქმიანობა უნდა შეაჩეროს. "თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შესავიწროებლად "ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეაჩეროს",- წერს ჰელსინკის კომისია.
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, „ქვეყნის მოსახლეობა ამ რადიკალურ დაჯგუფებას პასუხს საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს". „ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდება. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული. საქართველოში რადიკალიზმი ვერასდროს გაიმარჯვებს. ვერ გაიმარჯვებენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს ეწინ...
კასპის ყოფილმა მერმა, მანუჩარ მერაბაშვილმა “ქართული ოცნება“ დატოვა და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ "კიდევ ბევრ ადამიანს ვიხილავთ, მათ შორის "ოცნების" მაღალჩინოსნებს, რომლებიც სწორ მხარეს გადავლენ". “მე დღეს ვესაუბრე მანუჩარს და ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანები ირჩევენ ისტორიის სწორ მხარეს, იმიტომ, რომ ყველას გვესმის, 26 ოქტომბერს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ერთიანობით, საერთო ძალებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, რომლებიც არჩევნებამდ...
რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე განხორციელებულ თავდასხმას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ივანიშვილის გეგმა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციაა". "რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო, "პოსტვს" თანხლებით, ნიკა მელიაზე. ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე და ასლან აბაშიძე 2003-ში. ივანიშვილი აპირებს, ყველას გადაუჯოკროს. ჩვენ კი მეტად ორგანიზებული და ერთიანი უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია, არ უნდა ...
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სამტრედიაში მასზე განხორციელებულ თავდსხმას "შეშინებული რეჟიმის საქციელს" უწოდებს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა უნდა დაასრულოს ის პრაქტიკა, რაც ქართულ პოლიტიკაში 30 წლის განმავლობაში არსებობს. მისი თქმით, "ყველა ხელისუფლება, ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ასე იქცეოდა". "მილევადი რეჟიმების საქციელია, ყველა მილევადი რეჟიმი ასე იქცევა და ივანიშვილის რეჟიმი არაა განსხვავებული ამ მხრივ. ტრაგედია ის არის, რომ ყველა ხელისუფლება, ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. მაგრამ წელს 26 ოქტომბერს დასრულდება არა მხოლოდ “...
სალომე ზურაბიშვილი არის “ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი, მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებს ხოლმე, ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არის “ნაცმოძრაობის" და "არა საქართველოს პრეზიდენტი და მის არავითარ სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს". “საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს აღიარებული, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და მან თანამ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ კოლეგებს "არაერთგზის განუმარტა, თუ რატომ არ ხვდებოდა". როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავისი ძალიან კონკრეტული საფუძველი". "ბიძინა ივანიშვილმა განმარტა მიზეზები, ეს მიზეზები ძალიან კარგად იციან ამერიკელმა კოლეგებმა. თუ სურთ, თავად შეუძლიათ, გამოიტანონ ეს მიზეზი. მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავის ძალიან კონკრეტული საფუძველი. თუ ამის სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე, ბა...
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ, მოსახლეობას სანახაობა, ძალადობა და თავდასხმა შესთავაზო,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა. ხაბეიშვილის განცხადებით, "სხვა რამის შემოთავაზება არ შეუძლია ხელისუფლებას, რომელმაც მმართველობის 12 წელი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა". “ნიკა მელიას თავს რომ დაესხნენ, ამით სამტრედიელებს ხვალიდან ხელფასი და შემოსავალი მოემატებათ, თუ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება?! რამე გაიაფდება და შეღავათი მიეცემა ხალ...
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ. როგორც გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მელია მედიასთან კომენტარს აკეთებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია "ახალმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება და "ვერანაირი თავდასხმებით ეს გარემოება ვერ შეიცვლება". "სამტრედიაში მიპარვით და ლაჩრულად თავს დაესხნენ ჩვენი კოალიციის ლიდერს, ნიკა მელიას. რაც არ უნდა ეცადოს “ქართული ოცნება”, დაუპირისპირდეს ჩვენი ხალხის ნებას და კვლავ მიიტაცოს ხელისუფლება, ჩვენი კოალიცია სრული ...
ივანიშვილის პროპაგანდის ფონზე, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს, მნიშვნელოვანია, აშშ-ის პრეზიდენტის წერილი, სადაც ის მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, სწორედ 7 აგვისტოთი თარიღდება,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის "პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს ვერც საქართველოს უახლეს ისტორიას რუსულად და ქვეყანას ვერც მომავალს წაართმევს". "ივანიშვილის პროპაგანდის ფონზე, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს უკავშირდება და სინამდვილეში არის მოღალატეობრივი მცდელობა საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულოს, ამ პროპაგა...
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. "სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს. შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში",- ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანაავტორობით ჩატარებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად აღმოჩენილია ივანიშვილების ოჯახის მოსკოვში მდებარე რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები,- ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ინფორმაციაში. TI-ის ცნობით, საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში, სოკოლსა და ოდინცოვოში (დასახლება იზმალკოვო), მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე (795.6 და 614.5 კვ.მ.), რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 გარაჟითა და 9 დამხმარე ნაგებობით. "აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, დიდ...
იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით,- ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილში, რომელსაც ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უგზავნის. როგორც ბაიდენის წერილშია აღნიშნული, "მიუხედავად ამ ნაბიჯებისა" აშშ საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ერთგული რჩება. "მინდა, აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მო...