გიორგი ზვიადაძე - კვლევა ჩაატარა...

კვლევა ჩაატარა ერთმა გარკვეულმა ჯგუფმა და შეიძლება ამ ჯგუფის კვლევა არ ასახავდეს რეალურ მდგომარეობას, - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე, ჩუბინიშვილის კვლევითი ცენტრის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, გელათის ტაძარი მიუხედავად რესტავრაციისა, სავალალო მდგომარეობაშია. მისივე თქმით, ის არ იცნობს კვლევას, აქედან გამომდინარე აუცილებელია შეისწავლონ და გარკვეული მსჯელობის შემდგომ ჩამოაყალიბონ პოზიცია. "კვლევა ჩაატარა ერთმა გარკვეულმა ჯგუფმა და შეიძლება ამ ჯგუფის კვლევა არ ასახავდეს რეალურ მდგომარეობას. მე ამ კვლევას არ ვიცნობ და ამის გამო მოგახსენებთ, რომ აუცილებელია ჩვენ შევისწავლოთ ეს კვლევა და გარკვეული მსჯელობის შედეგად ჩვენი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ", -...

კულება - პირველ ტალღაში უკრაინა1...

პირველ ტალღაში უკრაინის შეიარაღებული ძალები თანამედროვე დასავლური მოდელების 120-დან 140 ერთეულ ტანკს მიიღებენ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, იარაღის შესახებ იანვრის გადაწყვეტილებები მიუთითებს პარტნიორების ახალ ევროატლანტიკურ კონსენსუსზე. მან დასძინა, რომ რაც უფრო ძლიერია უკრაინა, მით უფრო მალე დასრულდება ეს კრიმინალური ომი. "პირველ ტალღაში უკრაინის შეიარაღებული ძალები 120-დან 140-მდე ერთეულ თანამედროვე, დასავლური მოდელის ტანკს მიიღებს - ეს არის Leopard 2, Challenger 2, M1 Abrams", - განაცხადა კულებამ

კირილენკო - რუსმა ოკუპანტებმა ოდ...

რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მომხდარი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის კი ერთი არასრულწლოვანი ბიჭია. მან დასძინა, რომ რუსები კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ. "რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს. ზედიზედ რამდენიმე თვეა, ოკუპანტები  მიზანმიმართულად  კლავენ მის მცხოვრებლებს. რამდენიმე საათის წინ მომხდარი კიდევ ერთი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანი ბიჭია...რუსები მიწასთან ასწორებენ ბახმუტს, კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ", - წერ...

ხაბეიშვილი - სააკაშვილის თავისუფ...

სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, საკრებულოები და ენმ-ის ცენტრალური ოფისი ივანიშვილს გადავუფორმოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, თუ "ქართული ოცნება" აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდება და მესამე პრეზიდენტს გაათავისუფლებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლას მინუსებიდან დაიწყებს". "მიშა სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მე, ლევან ხაბეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულოები მთლიანად 500-ზე მეტმა წევრმა და "ნაციონალური მოძრაობის&qu...

დარწმუნებული ვარ, მალე გააგდებენ...

დარწმუნებული ვარ ლევან ხაბეიშვილს, მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. „ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია. შეუძლებელი იყო, ლევანს არ მოეგო, ისე მოემზადა  ამ არჩევნებისთვის და ფიზიკურადაც დაეტყო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა მოსახლეობას. დღეს, რო...

გოცირიძე ენმ-ის არჩევნებზე - როგ...

როგორ გამოვიდა ამ პროცესიდან პარტია, გაძლიერებული თუ დაზიანებული? რა თქმა უნდა, დაზიანებული, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ენმ-ში ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებს. როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, არჩევნების ჩატარების მიზეზი პარტიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება იყო და არა არსებული პრობლემების მოგვარება. "როგორ გამოვიდა ამ პროცესიდან პარტია, გაძლიერებული თუ დაზიანებული? რა თქმა უნდა, დაზიანებული. ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ გვაქვს სასწორის პინაზე დასადები ათი გირი. პლიუს ნიშანზე დავდებდი ორს, მინუს ნიშანზე რვას. რა არის ეს ორი დადებით მოვლენა, რომელიც აქტივში შეიძლება ჩაიწეროს? თავად მრავალათასიანი არჩევნების ...

ბლინკენი - იერუსალიმთან მომხდარ...

დაძაბულობის განსამუხტად და არა მის კიდევ უფრო გასაღვივებლად ნაბიჯების გადადგმა ყველას პასუხისმგებლობაა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომელიც ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მისივე თქმით, იერუსალიმთან მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ისრაელსა და პალესტინას სიმშვიდისკენ მოუწოდა. "დაძაბულობის განსამუხტად და არა მის კიდევ უფრო გასაღვივებლად ნაბიჯების გადადგმა ყველას პასუხისმგებლობაა. პარასკევს მომხდარ სისასტიკეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს ინდივიდებზე თავდასხმაა. ეს იყო თავდასხმა აღმსარებლობის თავისუფ...

ზურაბიშვილი - ევროკავშირმა რუსეთ...

ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საუბრისას განიხილეს საქართველოს ოკუპაციის საკითხი, რომელიც კვლავ დიდ პრობლემად და გამოწვევად რჩება, ამასთან ერთად საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღინიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის უკრაინაში წარმოებული ომი უდიდესი გამოწვევაა. პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეხვედრის დასასრულს ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მზაობა ავსტრიის მხრი...

კობახიძე - სააკაშვილისნაირი პრეზ...

სააკაშვილი მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში, ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს, რომ არის აგენტი, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას. მისივე თქმით, სააკაშვილისნაირი პრეზიდენტები მომავალში საქართველომ აღარ უნდა იხილოს და ზოგადად მისნაირი ადამიანები პოლიტიკის წინა პლანზე აღარ უნდა იყვნენ. „სააკაშვილს იმასაც კი არ ეუბნებიან თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში საქართველოში. მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში, რაც ასევე სამწუხარო მოვლენაა. ეს ადამიანი პრაქტიკულად აღიარებს, რომ არის აგენტი. ქვეყანას 9 წელი მართავდა და ამის გამო მიიყვანა ქვეყანა...

სტოლტენბერგი - ჩვენ ვხედავთ, რომ...

დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ომი, თუმცა ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ეს არის რეალურად პრეზიდენტ პუტინის არჩევანის ომი. მისივე თქმით, რუსეთი უფრო მასიური ომისთვის ემზადება და ხდება მეტი ჯარისკაცის მობილიზაცია. მან დასძინა, რომ ისინი აქტიურად იძენენ ახალ იარაღს, მეტ საბრძოლო მასალას და აძლიერებენ საკუთარ წარმოებას. „დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ომი, თუმცა ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ეს არის აგრესიის ომი, ეს არის რეალურად პრეზიდენტ პუტინის არჩევანის ომი. მან გადაწყვიტა სხვა ქვეყანაში, ევროპის სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოში შეჭრა. პრეზიდენტ პუტინს შეუძლია ომის დასრულება დღესვე. მაგრამ გამოწვევა ის არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ პრეზიდენ...

დენის შმიგალი - ძალიან ამბიციური...

უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს აქვს მჭიდრო ორწლიანი გრაფიკი ევროკავშირის წევრობისთვის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პოლიტიკური ჟურნალისტური მედია ორგანიზაცია, Politico ავრცელებს. შმიგალის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გასაერთიანებლად ძალიან ამბიციური გეგმა აქვს და იმედს იტოვებს, რომ წელს უკვე უკრაინა შეძლებს გაწევრიანებისწინა მოლაპარაკებების გამართვას. მან დასძინა, რომ უკრაინას კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომა აქვს და დარწმუნებულია, რომ უკრაინაში კორუფციის საკითხი აღმოიფხვრება. „ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ ევროკავშირს ორ წელიწადაში გავწევრიანდეთ. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ წელს უკვე შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანებისწინა მ...

ზარქუა ხაბეიშვილზე - სააკაშვილის...

სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა პარტიას ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი „ხაბე“ ამას იზამს? ეს ხომ აბსურდია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხმათა უმრავლესობით პარტიის ახალ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა კარგად გაიაზრეს, რომ პარტიის წევრების ქმედებები ვიწროპარტიული ინტერესები და მათ არ აინტერესებთ არც საქართველოს ინტერესები, არც მოსახლეობის და არც მხარდამჭერების. მან დასძინა, რომ ლევან ხაბეიშვილი მერაბიშვილს და კეზერაშვილს ეყდრნობა და მათი წარმომადგენელია პარტიაში. „...

სერგეი რიაბკოვი - სამწუხაროდ ბოლ...

ამერიკისა და რუსეთს შორის ბირთვული შეთანხმება, 2026 წლის შემდეგ შეიძლება შეწყდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაშინგტონი გააზრებულად ხელმძღვანელობს მისივე ეგოისტური ინტერესების გათვალისწინებით, სხვა ყველაფერს კი უგულებელყოფენ. მან დასძინა, რომ ვაშინგტონის მიერ აღებულმა კურსმა შეიძლება გამოიწვიოს, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმების შეწყვეტა. "სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებით ვაშინგტონის საკმაოდ გააზრებულ ქმედებებს, რომ იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ეგოისტური ინტერესებით, სხვა ყველაფერს კი უგულებელყოფენ... START-იც ამ კურსის მსხვერპლი შეძლება ...

ნეჰამერი - EU-ში გასაწევრიანებლა...

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს,  არ უნდა იყოს შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა. როგორც ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მან ღარიბაშვილს ყველა მიმართულებით მხარდაჭერა შესთავაზა. „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას რაც შეეხება, რაზეც ბატონმა პრემიერმა გაამახვილა ყურადღება, ეს მიმართულება, მით უმეტეს დღევანდელ დროს, არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგანაც ლაპარაკია არა მხოლოდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არამედ მათ შორის ეკონ...

ღარიბაშვილი - უკრაინაში ომი უდიდ...

უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა ევროპის კონტინენტზე - ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, საქართველოს "თავისი პრობლემები" და გამოწვევები აქვს, რასაც ხელისუფლება "სწორი, გონივრული პოლიტიკით" პასუხობს. "რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე, ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პრობლემა ...

მელია - ვულოცავ ხაბეიშვილს და ვ...

ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა, სადაც განმარტა, რომ პარტიაში რჩება და ბრძოლას აგრძელებს.  გამართულ ბრიფინგზე მელიამ ასევე მიულოცა გამარჯვება ლევან ხაბეიშვილს და პარტიის ღირსებითა და სამართლიანად მართვა უსურვა.  "მე მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს ან გამარჯვებული უწოდო ან დამარცხებული, გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო - გვყავს პოლიტპატიმრები, საგარეო კურსი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში სამწუხაროდ, ძალიან მყარად იხრება რუსეთის ორბიტისკენ და რთულია, ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული ვუწოდოთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ...

ნონა მამულაშვილი - დიდ სურათში -...

არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი, ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მამულაშვილის შეფასებით, პოლიტიკაზე ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა, რაც პრობლემას წარმოადგენს. "ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს  ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა... ლევანს...

ალასანიას განცხადებით, სააკაშვილ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა და ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, სააკაშვილი პარტიის წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. "არჩევნების პროცესში არანაირად არ ჩარეულა. ახლა აქვს ასეთი პოზიცია - ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირია. ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ მას ძალიან დიდ წარმატებასო. და კიდევ - ძალიან დიდი სურვილი აქვს, ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე რომ არ იყოს ლაპარა...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: ლევან ხაბეიშვილი - 21 656 (52,58%) ნიკა მელია - 16 476 (40%) ნონა მამულაშვილი - 1537 ხმა (3,73%) გიორგი მუმლაძე -1516 (3,68%) რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 49 638 ადამიანი  არჩევებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა - 41 264 ადამიანი  ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შ...

საქართველოს მართავდა აგენტურა, რ...

საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" ავრცელებს. როგორც "ხალხის ძალაში" ამბობენ, იმისთვის, რომ "საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას“, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება არ უნდა დაუშვას. „მონობის არჩევის თავისუფლება თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგიური საყრდენია. სწორედ ამ საყრდენზე დგას იმავე ფსევდოლიბერალების მიერ მართული აგენტოკრატიაც, რომელიც თავის თავში აგენტების, ანუ მონების მმართველობას მოიაზრებს. ...