კობახიძე - არსებობენ არასამთავრ...

არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების „ერთ ქვაბში ჩაყრა" არ შეიძლება. „არის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არიან ეკოლოგიური საკითხებით დაკავებული, სოფლის მეურნეობა და ა.შ. თუმცა არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არიან საეჭვო საქმიანობაში ჩართული, მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ, ღიად ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჩარ...

მდინარაძე - ე.წ. ვეტინგის საკითხ...

ე.წ. ვეტინგის საკითხი, შეგვიძლია, დახურულად გამოვაცხადოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს, რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. „ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისი ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან. კატეგორიულად და პრინციპულად ვაცხადებთ, რომ სუვერენიტეტზე, ქვე...

ევროკავშირის წარმომადგენლობა - E...

ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე,- ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგული რჩება.  „ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში" საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში. ...

ბერბოკი - ე.წ. არჩევნების ჩატარე...

რუსეთში არჩევნები იყო არჩევანის გარეშე, - ასე აფასებს რუსეთის ფედერაციაში ჩატარებულ არჩევნებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი "საარჩევნო უბნების" ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნას გმობს და აღნიშნავს, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. "საარჩევნო პროცესი გვიჩვენებს არა მხოლოდ პუტინის ბოროტ ქმედებებს საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართაც. ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის ტერიტორიებზე, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. საყურადღებოა, თუ რამდენმა ...

სტოლტენბერგი - ნატო აგრძელებს რუ...

ნატო აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ  საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება უკან გაიწვიოს,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.  "სამხრეთ ოსეთი" და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. ნატო აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ  საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება უკან გაიწვიოს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა. ეს არც სამართლიანია და არც თავისუფალი იყო არჩევნები&nbs...

ირაკლი კობახიძე იენს სტოლტენბერგ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა  და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. "აღინიშნა, რომ ნატოში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული. ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო- ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ...

სააკაშვილი - მე ვნახე მექსიკის ნ...

მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები - ეს ხალხი მთლიანად ივანიშვილის სინდისზეა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა მათ, რომ საქართველო დაეტოვებინათ. "მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები. ეს არის ის ხალხი, ვინც არის მთლიანად ივანიშვილის სინდისზე. ივანიშვილმა მოუწოდა მათ, საქართველო დაეტოვებინათ. ესენი არიან მამები, რომელთან ჰქონდათ არჩევანი, ან უარი ეთქვათ თავის ოჯახზე. მრავალი წელი რომ მიდიხარ, შვილი და მეუღლე ვერ მიგყავს, უარს ამბობ საკუთარ ოჯახში ყოფნაზე, ოღონდ ბავშვ...

საქართველოს დღეს იენს სტოლტენბერ...

საქართველოს დღეს, 18 მარტს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 14:50 საათზე სტოლტენბერგს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. გარდა ამისა, დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაც. ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17-19 მარტს, საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ჩავა.

ალიევი - მხარდამხარ ორი მეგობრულ...

მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ – ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა. როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება იქნეს შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი, დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს „წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, მხარი გვაქვს ერთმანეთისთვის დაჭერილი და ამას გავაგრძელებთ. არც ერთი ქვეყნის ს...

ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი სა...

მაქვს იმედი, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მალე შეძლებს, საქართველოში გვეწვიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოწვევა ილჰამ ალიევს ოფიციალურად გაუზიარა. „ვიმედოვნებთ, მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში. ეს ვიზიტიც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ გვაქვს პარტნიორობის, ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს სივრცე ურთიერთობების განვითარებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა და...

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრე...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში, წარმატებული თანამშრომლობა. „ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა მთავრობის მეთაურის რანგში ბაქოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ერთობლივ რეგიონულ პროექტებს. აღინ...

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. "ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან. საქართველოს დელეგაცია პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორი...

იენს სტოლტენბერგი 18 მარტს საქარ...

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17-19 მარტს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თბილისში იენს სტოლტენბერგი 18 მარტს აზერბაიჯანიდან ჩამოვა და ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. შეხვედრის შემდეგ, იენს სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძესთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

პაპუაშვილი - თუ „ენჯეოები“ ფიქრო...

"ენჯეოების" განცხადებები უკვე განსაცვიფრებელია, მათი განცხადება ვნახეთ, რომ თურმე, ხელისუფლებას განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით რეაქცია არ უნდა ჰქონდეს. რა განსხვავებულ აზრზეა საუბარი? - ქვეყნის სუვერენიტეტსა და საქართველოს კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 12 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ დათმობს, საქართველოს ხელისუფლებისგან ამ საკითხზე არანაირი კომპრომისი არ იქნება". "თუ "ენჯეოები" ფიქრობენ, რომ ორი აზრი უნდა არსებობდეს ქვეყნის სუვერენიტეტზე, მაშინ უკვე გას...

სააკაშვილი - ФСБ-მ კალაშოვთან ერ...

რუსულმა ,,ეფესბემ” კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, კანონიერი ქურდი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "ივანიშვილი აგებს არჩევნებს და ეს ყველაზე კარგად მისმა კურატორებმა იციან". "რუსულმა ,,ეფესბემ” კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, კანონიერი ქურდი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია. უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და "შავების" აქამდე არნ...

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ...

ანკარა ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჰაქან ფიდანმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ შევეხეთ მთელი რეგიონისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. დავადასტურეთ ჩვენი სწრაფვა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ კონკრეტული პროექტების საშუალებით თანამშრომლობის გაძლიერების მიზნ...

ხალხს უნდა ჰქონდეს პასუხები და ა...

2012 წელს, 15 ლიტრს შესაძენად რაც სჭირდებოდა მოსახლეობას, ახლა იგივე ფასში შეიძენს 10 ლიტრ საწვავს. მოსახლეობას აინტერესებს საქართველომდე მოსული საწვავი, რომელიც ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს, როგორ ხდება ორჯერ უფრო ძვირი ბენზინგასამართ სადგურზე, მათ ეს აინტერესებთ და არა ხელისუფლების ცინიკური დამოკიდებულება ამ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს და მას მოგონილს უწოდებს. „თვალსაჩინოებისთვის უნდა დავიწყო პირდაპირ საქმით, ეს არის 2012 წელს რამდენ ლიტრ საწვავს შეიძენდი გარკვეულ თანხად -...

შალვა პაპუაშვილი - რამდენჯერაც მ...

რამდენჯერაც მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ყოველ ჯერზე ეს იყო უცხოეთიდან - გავიხსენოთ მელიას შეწყალება, გვარამიას შეწყალებ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ქვეყნისთვის მავნე იქნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ჩართულები დამოუკიდებელი ქვეყნის მართლმსაჯულებაში". „საქართველო უნდა მართოს ქართველმა ხალხმა თუ უცხოელებმა, ეს არის საკითხი. ჩვენ ჩვენს 30- წლიან დამოუკიდებლობაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ქართველი ხალხია ის, ვინც უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა; ის, ვისი მანდატითაც უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. „ენჯეოები“, რომლებიც 100%-ით ფინანსდებიან უცხოეთიდან, ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმ...

სააკაშვილი - ეჭვი არ მეპარება, რ...

ეჭვი არ მეპარება, რომ კალაშოვი საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს... არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო "მოგვარება" იყოს, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის სასამართლოს მიერ ე.წ. კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის პატიმრობიდან გათავისუფლებას. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, კალაშოვს ქართული კრიმინალური სამყაროს მართვას დაავალებენ. "რუსეთში ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე, ციხიდან ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი გამოუშვეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს.  როდესაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, კალაშოვმა დუდუ დადიანის მეშვეობით 30 ათ...

კობახიძე - ივნისიდან ანაკლიის პო...

ივნისიდან ვგეგმავთ კონკრეტული სამუშაოების დაწყებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, მაისის ბოლოს გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. „ანაკლიას რაც შეეხება, პროცედურები უკვე დაწყებულია. მაისის ბოლოსთვის სავარაუდოდ, გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება სამუშაოებს. უფრო მეტიც, ჩვენ  ვგეგმავთ, რომ უკვე ივნისიდან დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს ანაკლიის პორტის განვითარების კუთხით, შესაბამისად, არა მხოლოდ პროცედურებს დავასრულებთ, არამედ ივნისიდან ვგეგმავთ კონკრე...