ხაბეიშვილი ბიჭვინთის აგარაკებზე ...

ევროკავშირის გამოწვდილ ხელს მოჰყვა რუსეთის ეს ნაბიჯი - მოახლოვდა საქართველოს გაერთიანება და ცხადია წუხან მოსკოვში, ნერვიულობს პუტინი, რადგან ჩვენ აფხაზ ძმებს  ურჩევნიათ საქართველოს მოქალაქეობა, ევროპის პასპორტი, მსოფლიოს მოქალაქეობა და არა ტერორისტი რუსეთი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებაზე  ხაბეიშვილის თქმით, არავის არ უნდა რუსეთის მოქალაქეობა, რადგან რუსეთი ცივილიზებულ სამყაროს ფაქტობრივად მოწყდა. “ევროკავშირი ნიშნავს უსაფრთხოებას, მშვიდობას და ტერიტორიულ მთლიანობას. დიახ, ევროკავშირის გამოწვდილ ხელს მოჰყვა...

ესტონეთის საგარეო ბიჭვინთის აგარ...

ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთის/პიცუნდის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. "ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთის/პიცუნდის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.  ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერ...

ჩეხეთის ელჩი ბიჭვინთის აგარაკებზ...

ჩეხეთი ყოველთვის უჭერდა და კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ ჩეხეთის ელჩი საქართელოში პეტრ კუბერნატი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. კუბერნატის თქმით, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. "ჩეხეთი ყოველთვის უჭერდა და კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შესაბამისად, ამის დარღვევად მიგვაჩნია აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა, ყველა ამგვარი გადაწყვეტილება ანულირებული და ბათილია", - წერს პეტრ კუბერნატი. შეგახსენებთ, რომ, გუშინ 27 დეკემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვ...

გაგლოევი - „სამხრეთ ოსეთის“ რუსე...

"სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა. გაგლოევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავიანთ განცხადებებზე, რადგან ეს ხალხის უსაფრთხოებას ეხება. "არ არის საჭირო ხალხის მოტყუება. შექმნილ ვითარებაში პრობლემის გადაჭრის გზა არ არსებობს. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს რუს კოლეგებთან, ეს არ არის ამოღებული დღის წესრიგიდან", - განაცხადა გაგლოევმა პრესკონფერენციაზე.

თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერე...

თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5 წინააღმდეგი იყო. პროექტის გეგმის მიხედვით, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 50-სართულიანი 2 ცათამბჯენი აშენდება სხდომაზე საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულებ...

სააკაშვილს ომბუდსმენის მონახულება და კონსილიუმი კი არ სჭირდება, არამედ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. ბარამიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტპატიმარია. "სააკაშვილის პატიმრობა არის სირცხვილი მთელი ქართული საზოგადოების, არის უკანონობა და ის არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც იმისთვის იხდის სასჯელს, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ააშენა და პუტინს დაუპირისპირდა, უნდა იყოს ძალიან მოკლე ვადაში გათავისუფლებული. ამის საშუალება აქვს ქალბატონ ზურაბიშვილის და თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს არ უნდ...

პაპუაშვილი - საქართველო EU-ის კა...

საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს - მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ 9 კანდიდატ ქვეყანას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, ევროკავშირს გაწევრიანების მოლაპარაკებები, ამ დროისთვის უკვე უნდა დაწყებულიყო. ,,საქართველო ბევრ პარამეტრში ევროკავშირის კანდიდატებში ლიდერია, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე. გარდა ძლიერი დემოკრატიისა, ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტებისა და მყარი საკანონმდებლო ბაზისა, საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს - მთლ...

ცესკომ 2024 წლის სამოქმედო გეგმა...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ცესკოს ინფორმაციით, 2024 წლის სამოქმედო გეგმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიის გათვალისწინებით შემუშავდა. გეგმაში ასახულია სტრატეგიული ამოცანების შესაბამისი აქტივობები, მათი უმეტესობა წარმოადგენს სიახლეს ან გულისხმობს ახალ მიდგომას, დაფუძნებულია მტკიცებულებებზე და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს ინოვაციურ მიდგომას. აღსანიშნავია, რომ გეგმის დამტკიცებას წინ უძღოდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც განსხვავებული მიდგომით, ინკლუზიურად და თანამშრომელთა მაღალი ჩართულობით ჩატარდა და მიმდინარე წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგების განხილვას...

ზურაბიშვილი - მკაცრად ვგმობ რუსე...

მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს. პრეზიდენტის თქმით, "ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია". "მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთა...

„ხალხის ძალა“ - „ნაციონალური მოძ...

"ნაციონალური მოძრაობა", როგორც დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალა, თავისი ყველა სატელიტით და მეტასტაზით, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე, აუცილებლად უმკაცრესად უნდა გასამართლდეს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" ავრცელებს. "ხალხის ძალის" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ენმ-ის გასამართლებისთვის "საუკეთესო დრო" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება.  "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცოტა ხნის წინ პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა დანიშნა. ეს ის გოგავაა, რომელმაც ძველი ...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლა...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის "შეთანხმება" დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Эхо Кавказа "საკანონმდებლო ორგანოს" ე.წ. სპიკერზე, ლაშა აშუბაზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სესიას 35-დან 28 "დეპუტატი" ესწრებოდა, მათგან 25-მა "გადაწყვეტილებას" მხარი დაუჭირა. როგორც გამოცემა წერს, ე.წ. ოპოზიციონერებმა "გადაწყვეტილებას" "სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.

მთავრობის სამოქმედო გეგმა უშინაა...

იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, რომ ცალსახად აჩვენებს, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმას. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელისუფლების ცვლილება და სწრაფი რეფორმებია საჭირო, რომელსაც „გამარჯვების კოალიცია“ განახორციელებს. „კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამ დოკუმენტს მალავდა ერთი თვე ხელისუფლება, რა შეიძლება ვუწოდოთ ამას? „ქართული ოცნების“ პირდაპირი გზავნილია -„არ მინდა ევროკავშირი“. იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, რომ ცალსახად ...

შალვა პაპუაშვილი - საქმე გვაახლო...

უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ელჩების კონფერენცია 2023"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, "საქმე გვაახლოებს ევროკავშირის წევრობასთან, ხოლო ისტერია გვაშორებს მას". "ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ჩვენ ყველამ დიდი წვლილი შევიტანეთ ამ საეტაპო და დამსახურებული გადაწყვეტილების მიღწევაში. მთავრობასთან ერთად და მათთან მჭიდრო კოორდინაციით, პარლამენტმა ნაყოფიერად იმუშავა ევროკავშირი...

საპარლამენტო არჩევნების გათვალის...

მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველოდებით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობის და არასტაბილურობის, არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ განაცხადა.  პაპუაშვილის თქმით, სირთულეების მიუხედავად, სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ის დონე ნარჩუნდება, რაც საჭიროა ეკონომიკის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის. „ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წელს იმედიანად შევეგებოთ. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელო...

ღარიბაშვილი - ბიუჯეტის გამჭვირვა...

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა - ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე - "ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და "მეტიც, რიგ ინდიკატორებში უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და 8-ვე კანდიდატ ქვეყანას". "მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მთავრობა და ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, დაიწყო კონკრეტული შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისა და ჩ...

პრემიერი - საქართველო 2012 წლამდ...

საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე -"ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, დღეს საქართველო, დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით, მსოფლიო ათეულშია. "მე მინდა დეტალები გავიხსენო, რა ვითარება იყო 11 წლის წინ. მაშინ არ იყო დაწყებული კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე, პირიქით, ყოველ წელს, ყოველ თვე და ყოველ დღე საქართველო შორდებოდა ევროპას. ეს იყო რეალობა. საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული, დიქტატ...

მთავრობა ევროკომისიის მიერ განსა...

საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა.  დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიაში უკვე გადაიგზავნა, ჩამოთვლილია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯები, განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებები. დოკუმენტი საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯებია: ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება; შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ ...

დარჩიაშვილი ოჩამჩირის ბაზაზე - რ...

ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილს კომენტარი სთხოვეს საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ, ხავიერ კოლომინას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც კოლომინა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატო-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს. დარჩიაშვილს ასევე კითხვით მიმართეს, რა საფრთხეებს ხედავს ნატო ოჩამჩირეში რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით და საქართველომ რა უნდა გააკეთოს, რომ ეს ვითარება...

შამუგია - შავი ზღვის დაბინძურები...

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები მკაცრდება.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, შავი ზღვის დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმა 65 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება  „ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაბინძურების შემცირების მიმარულებით, ისე  ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია...

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, 6 პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. "საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს", - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფ...