ნიკა გვარამია იქნება უმნიშვნელოვანესი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მივესალმებით თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამიას? ცხადია მივესალმებით, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, რაც შეეხება მსჯელობას მისი ნიკა გვარამიათი ჩანაცვლების შესახებ არის პარტიის მხარდამჭერების შეურაცხყოფა, რადგან მათ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. “ნიკა გვარამია იქნება უმნიშვნელოვანესი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკური აქტიურობა. მივესალმებით თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამიას? ცხადია მივესალმებით. მივე...
მე არავის კადრი არა ვარ საკუთარი თავის გარდა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გვარამიას თქმით მას თავისი გეგმები აქვს და "ბევრის გაკეთებას აპირებს", თუმცა მის გეგმებში ბორდის თავმჯდომარეობა არ შედის. "მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა ლაპარაკი. მე არ ვიცი რა არის ბორდი, და, შესაბამისად, მისი თავმჯდომარე ვერ ვიქნები და არც ვიქნები. რაც შეეხება კადრს, კარგია, რომ "ფორმულა" მისვამს შეკითხვას კეზერაშვილზე, ეს გამბედაობა სწორია, მე არავის კადრი არა ვარ საკუთარი თავის გარდა. რაც შეეხება დათოსთან ჩემს დამოკიდებულებებს, მეგობრებ...
გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ანა წითლიძე "ქართული ოცნების" დასრულებასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას. წითლიძის თქმით, "გახარიამ პასუხი უნდა აგოს მათ შორის 20 ივნისისა და ია კერზაიას საქმეებზე". „გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, გახარიამ ჯერ თვითონ პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრ რამეზე ამ ქვეყანაში. გახარიამ, მაგალითად პასუხი უნდა აგოს ია კერზაიას საქმეზე, 20 ივნისის საქმეზე; გახა...
მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს ჩვენი ქვეყანა მიიღებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კითხვას, რას ფიქრობს მერი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, კანდიდატის სტატუსი იქნება არა „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხის დამსახურება, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ქართველ ხალხის უმრავლესობის ნებას 2012 წლიდან სწორედ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს. „მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო...
2012 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებში სხვა რომელიმე ქვეყნის ჩარევის ფაქტი არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მომავალ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მნიშვნელოვანი საკითხია. „ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როდის ყოფილა რუსეთის მხრიდან ჩარევა არჩევნებში, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. ზოგადად, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რაც ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა არავის მიეცეს სალა...
ხალხის მიერ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიწერთ. გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას ევროკავშირთან, - ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ხელისუფლებას. გახარიას თქმით, ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს, "მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის". "ხალხის მიერ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიწერთ. გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას ევროკავშირთან. ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გ...
ერთადერთი პირობა, რომელიც მე მაქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან", არის არაფორმალური მმართველობის დასრულება პარტიაში იმისთვის, რომ დავასრულოთ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელიას განცხადებით, "არ და ვერ იქნება" იქ, სადაც "არაფორმალური მმართველობა" და "ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენაა". "ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა-არარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი: არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და...
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსის მიერ, "აფხაზეთის აღიარებას" არ გამორიცხავს. ბჟანიას თქმით, თვის ბოლოს "აფხაზეთის დელეგაცია" ბელარუსში, ბელარუს კოლეგებთან "სამუშაო ვიზიტზე" გაემგზავრება. „ნაადრევია იმის თქმა, რომ ბელარუსი მზადაა აღიაროს აფხაზეთი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ბჟანიამ. მანამდე დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "მომავალ აღიარებას საფუძველს უყრის".
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუდმივად ისმის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ამის შესახებ მან მედიასთან უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებაზე კომენტირებისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული საქართველოთი მოხდება. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვისმენთ მოწოდებებს მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ გვაქვს გაჟღერებული ჩვენი ხედვა და პოლიტიკა. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, მოვახდი...
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილზე იმდენი ვისაუბრეთ, აღარ მინდა მასზე საუბარი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყნის პრეზიდენტმა მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. კალაძის თქმით, სამწუხაროა, თუმცა დადასტურებული ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. „სალომეზე ნამდვილად აღარ მინდა საუბარი. იმდენი ვისაუბრეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რაც ქვეყანას, ხალხს აქვს, ამიტომ არ მინდა, შევიდე პოლემიკაში. ყველაფერი ცხადია და ნათელია. დადასტურებულია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ ამის ხაზგა...
საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება ემსახურება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინტერესებს და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს - ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურ განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვაა. მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად, მთავრობა პრაგმატულ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს და ხელთ არსებულ ყველა შ...
ჩემი დასკვნაა, რომ ოთარ ფარცხალაძის თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან მალე დაიხურება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების დადასტურების "არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია". "სხდომის დროსაც გვითხრა ჩვენ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მუხლიც დაასახელა. მათ შორის, ისაუბრა იმაზე, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ეს ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია - ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მო...
არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება, ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება, რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში საერთოდ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოსალოდნელ ვეტოზე საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ის ვერსია მიიღეს, რომელზეც ევროკავშირმა მიუთითა. "აბსოლუტურად მარტივ საკითხზეა საუბარი და სამწუხაროა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ამ თემასთან დაკავშირებით მანიპულაცია მიდიოდა. შინაარსობრივად არაფერი იცვლება, საუბარი რომ იყო სიძულვილის ენაზე, ტერორი...
ვისთანაც გინდა, დავდოთ ხელშეკრულება, ოღონდ მომგებიანი იყოს და ქვეყანა გადარჩეს - აბსოლუტურად ყველასთან, - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ინჯიამ სიტყვით გამოსვლისას საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობაზე ისაუბრა და სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს "დიდი კაცი" უწოდა. "ჩემი კოლეგები ამბობენ - ვშორდებით ევროპას. იცით რა, ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ვშორდებით - რატომ უნდა დავშორდეთ? ვიყოთ, როგორც ვართ, მაგრამ იქ, სადაც ჩვენთვის უფრო მისაღებია, უფრო საინტერესო და უფრო მომგებიანია, იქ გავაქ...
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ფრაქცის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ნადირაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ეძგვერაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები დღეს საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად არ მიიღებენ. „ჩვენს კოლეგას, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს 40-ზე მეტი ადამიანი დაესხა ჯგუფურად თავს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი ვიდეომტკიცებულება, არაერთი ფაქტი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი არი...
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, ანგარიშში საუბარი საქართველოს შესახებაც არის. ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო“. კერძოდ, ევროკომისია საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს: ა) საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირს მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კონკრეტულად კი იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ევროკავში...
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტში ასახულია ევროსაბჭოს რეკომენდაციები, შესაბამისად, მისი მიღებით შესრულდება ევროკომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, შეიქმნება ტერორიზმისაკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გავრცელების აღსაკვეთად ეფექტური მექანიზმი საკანონმდებლო დონეზე და შესრულებულად ჩაითვლება 12-პუნქტიანი გეგმის მე-7 პუნქტი. „მაუწყებლობის შესახებ" კანონში შედის...
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გვითხრა, რომ ის არის სახელმწიფო და ფაქტობრივად, ლუი მეთოთხმეტის პათოსით საუბრობდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი ცდილობს, მისი უფლებამოსილება მიითვისოს, რაც საქართველოს მთავრობისთვის ძირის გამოთხრას წარმოადგენს. „ის ძირს უთხრის მთავრობას იმით, რომ ცდილობს, უზურპირება მოახდინოს და მიითვისოს მისი უფლებამოსილება. ის ძირს უთხრის საქართველოს პარლამენტს მისი დამოკიდებულებით, თუნდაც გუშინ, როდესაც მან არ იკადრა ქართველი ხალხის სახელით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი. ის ძირს უთხრის ეროვნულ ბანკს, როდესაც ითხოვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას. ის ძირს უთხრის საკონსტიტუციო ...
სალომე ზურაბიშვილს თუკი ვინმე შემორჩენია კეთილისმსურველი და რჩევის მიმცემი, ქართველი იქნება თუ უცხოელი მრჩეველი, ვისაც უჯერებს, დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის პანდორას ყუთი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელებული მოგზაურობა, პირად მოგზაურობას წარმოადგენს და მასზე "ბიუჯეტის არც ერთი თეთრი არ უნდა დაიხარჯოს". "რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, იქნება ეს სისხლის სამართლებრივი ნაწილი თუ ასე შემდეგ, ეს არ არის პარლამენტის კომპეტენცია. თუმცა, შეიძლება, ითქვას ერთი რამ, რომ სასამართლოს დასკვნის შემდეგ ფაქტია, რომ მთავრობის ნებართვის, თანხმობის გარეშე ვიზიტი...
სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე მედიასთან საუბრისას გუშინ, 18 ოქტომბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება "ზრდილობის ზღვარს მიღმა" გადიოდა. "რა თქმა უნდა, მისი გამოსვლის ტექსტი იყო არამარტო შეურაცხმყოფელი ინსტიტუტების მიმართ, არამედ შეიცავდა ისეთ პასაჟებს, რომლებიც გადიოდა ზრდილობის ზღვარს მიღმა და განსაკუთრებით მძიმე იყო ის პასაჟი, რომელიც უკავშირდებოდა შვილების თემას და ყველაზე საინტერესო რა იყო, ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, როგორც ა...