დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. „გერმანია ყოველთვის ძალიან აქტიურად იყო ჩართული საქართველოს განვითარებაში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, ყოველთვის იყო ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. ახლა უ...
ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ელჩებს უცხო ქვეყნებში დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, რადგან ისინი წარმოადგენენ საკუთარ ქვეყანას, მის ინტერესებს, წარსულს და მომავალს. „საქართველოს ელჩებო, მოგმართავთ თქვენ. მოგმართავთ დღეს, რამეთუ აქამდე არ მომეცა საშუალება არც დიპლომატის დღეზე, არც ამბასადორიალზე, არც რომელიმე სხვა ღონისძიებაზე, მომემართა თქვენთვის. სხვათა შორის, როცა მე მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა იქაც, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ვხვდებით. დღეს ჩავთვალე, რომ საჭირო ...
ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკით საბოლოო ჯამში იქნება შესაძლებელი საქართველოს ოცნების, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წელიწადი იყო განსაკუთრებით რთული სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე. „ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ა...
დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული...
პრეზიდენტის ინსტიტუტმა ადმინისტრაციის დისკრედიტაციის გზა აირჩია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, "უწყების მადისკრედიტებელი განცხადებები" ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების კონტექსტში გავრცელდა. "გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მისი მმართველ პოლიტიკურ გაერთიანებასთან აფილირების მცდელობის კამპანია. უწყების მადისკრედიტებელი განცხადებები ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების კონტექსტში გავრცელდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, აღნიშნული ცვ...
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიმდინარე წლის 30 მაისს „საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება, არ უნდა გაუქმდეს. "ამასთანავე, კოდექსში არ უნდა შევიდეს ცვლილება ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის თაობაზე, რომლის თანახმად, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგე...
ის, რაც საქართველოში ხდება, გავლენას ჩვენს სამხედრო კავშირებზეც ახდენს,- ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა. როგორც "ამერიკის ხმა" იტყობინება, შაჰინმა ასევე თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, საპასუხო ზომების გარეშე არ დარჩება. "გვსურს, მკაფიოდ განვუცხადოთ [საქართველოს] ხელისუფლების ამჟამინდელ ლიდერებს, "ქართულ ოცნებას", რომ მათ ქმედებას შედეგები მოჰყვება... როგორც იცით, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი სამხედრო ურთიერთობა, მას შემდეგ რაც [საქართველომ] დამოუკიდებლობა მოიპოვა. გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის ამ სამხედრო ურთიერთობ...
როგორ ჩანს, ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ "გმირობას" და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მორაობის" წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, პარლამენტის მიერ რამე თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება არალეგიტიმური იქნება, რადგან პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. "როგორ ჩანს, ოხანაშვილს ივანიშვილი უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ "გმირობას“ და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. უნდა ითქვას, რომ ამ პარლამენტის მიერ რამე...
"გავრილოვის ღამით" დაიწყო "ქართული ოცნების" ნიღბის ჩამოხსნა,- ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძის თქმით, 26 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა საქართველოში "საბჭოთა მმართველობა" უნდა დაასრულოს. "გავრილოვის ღამით" დაიწყო "ქართული ოცნების" ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, ქართული სიტყვის უკან დამალული რუსული მენტალობა. ამას მოჰყვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის მშენებლობის ჩაშლა, გაყალბებული არჩევნები, რუსული კანონი და ყველა დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა. 20 ივნისს მოხდა რუსული ...
ელჩმა დანიგანმა დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის წევრები არიან დასანქცირებულები. ეს არის სანქციების პირველი ტალღა, რასაც აუცილებლად მალე მოჰყვება ფინანსური სანქციები,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, მმართველი პარტიის წევრები "უარყოფენ ამ ინფორმაციას იმისთვის, რომ იმიჯი შეინარჩუნონ". "ელჩმა დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვსაუბრობდით, რომ დიახ, დანამდვილებით მოხდა ივანიშვილის პარტიის წევრების დასანქცირება, ეს არის სავიზო შეზღუდვები აშშ-ის მხრიდან, რომელიც ითვალისწინებს არსებული ვიზების გაუქმებას, ხოლო მომავალში ნებისმიერი მათგანისგან, რომელიც სანქციების სიაშია მოხვედრილი, ...
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები გაუარესებულია,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საქართველოს EU-ში გაწევრიანება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონმა "გაყინა". "საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები გაუარესებულია, სამწუხაროდ, სწორედ ამ კანონის გამო. ევროკავშირი შემდეგ კვირებში იმსჯელებს საქართველოს საკითხებზე და გადაეგზავნებათ შედეგები მინისტრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, ამ კანონმა შეაჩერა საქართველოს წინსვლა. ახლა უნდა იმსჯელონ, რა არის საქართველოსთვის კარგი და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები, რადგან ამ კანონმა გაყინა საქართ...
თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია,- ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სემეკის ცნობით, გეგმური გათიშვების შეჩერებასთან დაკავშირებით აბონენტები კომუნალური კომპანიებისგან შეტყობინებებს დამატებით მიიღებენ. "გეგმური სამუშაოები განახლდება შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან პრობლემის დასაფიქსირებლად, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ...
ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ ჯერზე ავრცელებს დეზინფორმაციას მაშინ, როდესაც ევროკავშირის ათჯერ უფრო მეტი დახმარება ხმარდება სწორედ სახელმწიფო უწყებებს, ხოლო არასამთავრობო სექტორს მხოლოდ მცირე ნაწილი იმისთვის, რომ ემსახურონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არასამთავრობო სექტორი აღნიშნული დაფინანსებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება. „ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ ჯერზე ავრცელებს დეზინფორმაციას და ტყუილს მაშინ, როდესაც ევროკავშირის, ისე აშშ-ის დახმარების დიდი ნაწილი, ათჯერ უფრო მეტი ხმარდება სწორედ სახელმწიფო უწყებებს, მათ შორი...
ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება". „მე მქონდა ბერლინში კომუნიკაცია რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, რამდენიმე ვიცე-პრემიერთან, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით. არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველოს ...
გიორგი გახარია არაფერს არ წარმოადგენს, არც „ლელო“. რასაც ეტყვიან, როგორც უბრძანებენ და დაავალებენ, იმას გააკეთებენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნულმა ორმა პოლიტიკურმა ძალამ „ყველაფერს გადააბიჯა". „გახარია და „ლელო“ რა დაპირისპირებაში იყვნენ ერთმანეთთან და რა სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს, ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს, მაგრამ ყველაფერს გადააბიჯეს, რადგან ეუბნებიან, რომ მათ ასე უნდა გააკეთონ, ერთ პლატფორმაზე უნდა გაერთიანდნენ და ა.შ.“,- ამბობს კალაძე.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც სანდუ X-ზე წერს, ზურაბიშვილთან შეხვედრა, მოლდოვის მიერ, ქართველი ხალხის ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერის დადასტურებაა. "ბურგენშტოკში შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, რათა დამედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიისა და ევროკავშირის მისწრაფებებისადმი. ვდგავართ საქართველოს გვერდით, რადგან ისინი ისწრაფვიან ნათელი, დემოკრატიული მომავლისკენ", - წერს სანდუ.
ომი უკრაინაში გამოწვევაა, ვიდგეთ ერთად, სოლიდარობით დავიცვათ ის ღირებულებები, რომლებიც გვაკავშირებს და ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მშვიდობა და სამართლიანობა სუფევს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე აღნიშნა, "ერთად დგომით მშვიდობა და სამართლიანობა გაიმარჯვებს". "800 დღეზე მეტია, რაც უკრაინელები წინ აღუდგნენ და მამაცურად იცავენ თავს რუსეთის ბრუტალური აგრესიისგან, რომელმაც წარმოუდგენელი ტანჯვა, ნგრევა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვა გამოიწვია. 800 დღეზე მეტია, თითოეული ჩვენგანი შთაგონებულია უკრაინელების უშრეტი თავდადებითა და თავგანწირვით. არ დავივიწყოთ, რომ ეს ომი ...
არ არსებობს ამერიკული სანქციები, არსებობს ამერიკული მეგობრობა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-სთან მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ევროპისკენ სვლა კი გაგრძელდება. „არ არსებობს ამერიკული სანქციები, არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება და უფრო მეგობრული გახდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი გზა არის ევროპა, ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია და ამ გზაზე „ქართულმა ოცნებამ" მიაღწია უდიდეს გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. რაც არ უნდა ზეწოლა და პრობლემების შექმნის მცდელობა ი...
თბილისის მერი კახა კალაძე მშვიდობის სამიტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. როგორც კალაძემ აღნიშნა, მოსახლეობამ არჩევანი ქვეყნის „მტრებსა და პატრიოტებს" შორის უნდა გააკეთოს. „ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის მტრებს, რადიკალებს, კრიმინალებსა და ქვეყნის პატრიოტებს შორის, იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება, განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს, იმისთვის, რომ ქვეყანაში შენ...
ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას,- ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს. კალასი, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ზე ასევე წერს, რომ ესტონეთი მხარს უჭერს ქართველებს, იყვნენ ევროპის ნაწილი. "უკრაინის მშვიდობის სამიტზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრე. ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი",- დაწერა კალასმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტს ესწრება. პრეზიდენტმა სამიტის ფარგლებ...