საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას არავინ გეგმავს. ღუდუშაურმა ასევე, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმსა და ცენტრ „ემპათიის“ კონსილიუმის წევრებს მოუწოდა, რომ უფრო მეტად აღარ დაიზიანონ საკუთარი ავტორიტეტები. „ჩემთვის წარმოუდგენელია, რად უნდა უღირდეს, წარმატებული ექიმი იქნება თუ ნებისმიერი პირი, რომელიც ამდაგავრ განცხადებას აკეთებს. ამ წლების განმავლობაში, ნუთუ არ იყო ერთი პატიმარი მაინც საქართველიოში, რომელიც საჭიროებდა მათი ამდაგვარი განცხადებების გაკეთებას?! სად იყვნენ ეს ბატონები?! ტყილად ნუ დახარჯავენ დროს, ენერგია. მე მათ მოვუწოდებ, ნუ დაკარგავენ, ამა...
ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ. - მეუფე იაკობი ქადაგებისას "ერვონული შერიგების" საკითხს გამოეხმაურა და ამბობს, რომ ცდილობს მხარედ არ გამოჩნდეს და შერიგების ერთადერთ გზას ეკლესიაში ხედავს. მისი თქმით,ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით. ამასთან მეუფემ დასძინა, რომ შერიგების ამ ფორმას პატრიარქიც იზიარებს. „ვფიქრობ, რომ კორონას ადვილად დავამარცხებთ კაცობრიობა, მათ შორის, ქართველები, მაგრამ რა ჭირიც ქვეყანაში გვაქვს, ეს ძალიან რთული დასამარცხებელი იქნება. ჩვენ ერთმანეთს დავამარცხებთ თუ არ გავიაზრეთ რა გველოდება წინ. ერთი რაღაც იმედს მაძლევს, რამდენიმე წელია შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ - ცოტა მძიმედ ვიტ...
ბათუმის საკრებულოში ხმაური გრძელდება - ოპოზიციის წევრები მერის კაბინეტიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. საკრებულოს დეპუტატები ქალაქის მერს უკანონო მშენებლობებსა და კორუფციაზე განმარტებას სთხოვენ. "ჩვენ არსად არ ვაპირებთ გასვლას, ადამიანს მოვუტანე დოკუმენტი, რომ კორუფციაა მერიაში და იარაღიან თანამშრომელზე მეუბნებით საშიშროებას არ წარმოადგენსო. რა პასუხიი უნდა მივიღო მერისგან რომელიც ხმას არ იღებს?" - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი. დეპუტატების თქმით, მტკიცებულება არსებობს, რომ ზედამხედველობის უფროსის მოადგილე იარაღით დადის. "არსებობს ვიდეო-მტკიცებულებები, სადაც ზედამხედველობის უფროსის მოადგილე, ბესიკ ცეცხლაძე სამშენებლო ობიექტზე იარ...
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ეხმაურება. როგორც კოლმონა აღნიშნავს რუსეთს სურს უკარნახოს უკრაინასა და საქართველოს, თუ რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. „რუსეთს სურს უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ერთგული ვართ,”- წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინის...
ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა,ენტონი ბლინკენმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განცახადა. მისივე თქმით, თუ საქართველოსა და უკრაინას ექნებათ ნატო-ში გაწევრიანების სურვილი და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ეს საკითხი წინ წაიწევს. „ალიანსმა 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის. საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი თუ ექნებათ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ეს საკითხი წინ წაიწევს. ნატო-მ დაარსების დღიდან ნათლად აჩვენა, რომ მისი კარი ღია იქნება ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის წევრ...
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია “პირველის” კიდევ ერთ ანტისახელმწიფოებრივ სიუჟეტს, რომლის მიხედვით თითქოსდა გადინების საკითხი თავდაცვის ძალებში უკავშირდება სამხედროების სამსახურის დაუფასებლობას. ასევე, ტელეკომპანიამ პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად სიუჟეტში ტრადიციულად განაგრძო აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება ხელისუფლების რუსეთთან ფარული თანამშრომლობის ნარატივის შესახებ. ნათელია, რომ ტელეკომპანია პირველის აღნიშნული სიუჟეტი ემსახურებოდა ბოლო წლებში თავდაცვის მიმართულებით ძალიან მასშტაბური და წარმატებული შედეგების დაკნინებას. ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის შემდეგ დაიწყო და გრძელდება ჯარისკაცებისთვის მრავალი წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლე...
მოსკოვში, 10 დეკემბერს გამართულ ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმის 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველოს დროშა დაკიდეს. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ფოტო ირწმუნება, რომელშიც შეხვედრაზე მონაწილე ქვეყნების დროშემთან ერთად საქართველოს დროშაც გარკვევით ჩანს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი იღებდა, საქართველო არ დასწრებია. აღნიშნულის თაობაზე, განცხადება საქართველოს საგარეო სამინისტრომ 9 დეკემბერს გააკეთა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. მან ადგილზე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი საჭირო კვლევების თაობაზე, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე დასკვნასა და რეკომენდაციებს წარადგენს. „დღეს ჩვენთან ერთად, ნერვოლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილი, რაც გამოითქვა დოზირებასთან დაკავშირებით, ასევე, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გავეცით ჩასატარებელ ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით. მოხდება სამედიცინო შემოწმება. შემდეგ ალბათ, იქნება მათი დასკვნაც და რეკომენდაციები ჩატარ...
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა - ოთარი თოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ნამდვილად იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომლებიც მას არ უნდა მიეღო. მან აღნიშნა ისიც, რომ ამ მედიკამენტებმა ყოფილი პრეზიდენტის ფსიქოლოგიური და ნერვოლოგიური მდგომარეობა დაამძიმა. „თავისი ავადმყოფობიდან გამომდინარე, ის ნამდვილად იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომელიც მას არ უნდა მიეღო. ვფიქრობთ, რომ ამ მედიკამენტმა მისი ზოგადი ფსიქოლოგიური და ასევე, ნევროლოგიური სტატუსი დაამძიმა. ძილის გაუარესებაა, გაუარესება კი არა, ძილის შეუძლებლობა. გახსოვთ, რომ საუბარი იყო ციხეში არსებულ სიტუაციაზე, მერე, &bd...
ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის მთავრობის მოთხოვნას გამოეხმაურა, ალიანსმა გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ლინას ლინკევიჩუსი თქმით, "მაპის" არ მინიჭებით რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, მიიტაცა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს. "2008 წლის ბუქარესტის ნატოს საიტზე ჩვენ ჩავფლავდით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, მიენიჭებინათ MAP უკრაინისა და საქართველოსთვის. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. პროვოცირება პირიქით მოხდა - "მაპის" არ მინიჭებით რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორ...
დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართული ოცნებისთვის "ეროვნული შერიგების" შეთავაზებას ეხმაურება. მისი თქმით, სიტყვა შერიგება ძალიან არასწორია, ყალბი და კომიკურიც კია. "1. თითქოს ოცნება და ოპოზიცია, ანუ ჩვენ პოლიტიკოსები უნდა შევრიგდეთ. თითქოს გაბუტულები ვიყოთ. ეს სრული აბსურდია, არც ხალხს სჭირდება და არც ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ისეთი განსხვავებები, რომ თუ მოვიტყუებით და უცებ ჩახუტების ფოტოებს დავდებთ, ვიქნებით უპრინციპო მატყუარები. ოპონენტები ვართ და უნდა ვიყოთ, რადგან ამას ძირეული და რეალური მიზეზები აქვს. 2. თითქოს დანაშაულები უნდა ჩამოიწეროს. დანაშაულების ჩამოწერა უდანაშაულობის და უსამართლობის განცდას ისე გააძლიერებს,...
პოლიტიკური პარტია „დროა“-ს დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი მზად არის ჩაერთოს „დემოკრატიის სამიტის“ დროს, პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ ინიციატივაში. განცხადების მიხედვით, აღნიშნული პარტიის ლიდერს იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს დაპირება, „ცარიელ სიტყვებად“ არ დარჩება და იგი ხელს მისცემს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას. “მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში. გასაგებია, რომ ნდობა 0-ზეა, გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუს-ით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერ...
პოლიტიკური პარტია "ლელო"-ს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დემოკრატიის სამიტში მონაწილეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ დაყენებული ინიციატივა „მნიშვნელოვანია“. განცხადების მიხედვით, აღნიშნული პარტიის ლიდერს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტის ეს დაპირება, „ცარიელ სიტყვებად“ არ დარჩება და იგი ხელს მისცემს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, დიალოგისა და თანხმობის საერთო პლატფორმის შექმნას. “მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა - საზოგადოებაში ფართო დიალოგის დაწყებისა და ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობიდან გამოყვანის მცდელობის შესახებ. დიალოგს ალტე...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ყოფილ ჯანდაცვის მინისტრ - ეკატერინე ტიკარაძესა და ქვეყნის პრემიერ - ირაკლი ღარიბაშვილს შორის არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. მან აღნიშნა ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „მტრის ჯინაზე“, კიდევ ძალიან დიდ ხანს დარჩება პრემიერ მინისტრის პოსტზე. „ვიდრე ჩატარდებოდა ბრიფინგი, მანამდე ეკა ტიკარაძე იმყოფებოდა პარტიაში. მე პირადად, მქონდა მასთან შეხვედრა და საუბარი. არავითარი დაპირისპირება, ეკა ტიკარაძემ თვითონ განმარტა მისი გადადგომის მიზეზი. ირაკლი ღარიბაშვილი მტრის ჯინაზე, კიდევ ძალიან დიდ ხანს იქნება პრემიერის პოსტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კელი დეგნანი შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს - ევროკავშირს, აშშ-სა და სხვებს, სურთ ქვეყანაში რეფორმების პროცესის გაგრძელება იხილონ. საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიან ელჩის განცხადებით, ის რეკომენდაციები, რომლებიც პარლამენტმა ოდირს, ვენეციის კომისიასა და სხვა საერთაშორისო ექსპერტებს სთხოვა, უნდა შესრულდეს. აღნიშნული რეფორმები საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. „საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირს, აშშ-სა და სხვებს, რომლებიც ნამდვილად მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, სურთ რეფორმების პროცესის გაგრძელება იხილონ. ეს არის ნორმალური პროც...
დღეს, თეთრი სახლის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიულ სამიტში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მონაწილეობა მიიღო. ონლაინ რეჟიმში მიმდინარე სამიტის დროს, პრეზიდენტმა მსოფლიოში და საქართველოში არსებულ სხვადასხვა საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, სადაც დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების უგულვებელყოფა ხდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიული მნიშვნელობის სამიტის ინიცირებისთვის ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა. „მადლობას მოვახსენებ პრეზიდენტ ბაიდენს ასეთი მნიშვნელოვანი სამიტის ინიციირებისთვის. ეს მართლაც დროული ინიციატივაა, ვინაიდან დემოკრატია დღეს საგულისხმო გამოწვევების...
პარლამენტის ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. მისი განცხადებით, იმისათვის, რომ ადამიანმა დაინახოს, თუ რამდენად ცუდად არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სამედიცინო კვალიფიკაცია საჭირო არ არის. თინათინ ბოკუჩავას თქმით, აშშ-ც ადასტურებს, რომ საქართველო ვეღარ ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ევროატლანტიკური მიზნების განსახორციელებლად. "სამედიცინო კვალიფიკაცია არ არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა დაინახოს რამდენად სუსტად არის პრეზიდენტი სააკაშვილი. იმ ძალიან მცირე სივრცეში, სადაც ახლა იმყოფება, უჭირს გადაადგილება და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი...
მიხეილ სააკაშვილი გიორგი ლორთქიფანიძისთვის ბრალის წარდგენის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გიორგი ლორთქიფანიძისადმი ბრალის წაყენება, სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის. ექსპრეზიდენტის აზრით, ქართული პატრიოტული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში დახმარებას უნდა სთხოვდეს და ამასთანავე უნდა აჯილდოებდეს მას. „გიორგი ლორთქიფანიძე არამხოლოდ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა, არამედ უკრაინაში, ყველაზე დიდი ოლქის, ოდესის, ჩემი გუბერნატორობის დროს, იყო ოლქის პოლიციის პირველი უფროსი ისტორიაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. სწორედ მან აღკვეთა რუსული დივერსიები ოდესაში. ის არის უკრაინის პოლიციის და უკრაინის უშიშროები...
კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები პოლიტიკური თუ სხვა მიზანშეწონილობის გათვალისწინებით მიიღებოდა. - ამის შესახებ სახალო სამცველმა 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, კოვიდის წინააღმდეგ გატარებული არაეფექტური ღონისძიებების შედეგად დღესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია. "კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები უმეტესწილად კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებების და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით მიიღებოდა (ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტის შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში...
საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ფაქტები სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა . - ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ 2021 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ომბუდსმენის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე მისვლის შესაძლებლობა დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით არ მიეცა. „საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა ფაქტი, როცა მას პირველ სამ სასამართლო პროცესზე ჩვენი აზრით დაუსაბუთებელი და უკანონო არგუმენტით დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია რომ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ ძალის გამოყენებით შე...