ღარიბაშვილი - გზა დამოუკიდებლობი...

დამოუკიდებლობის მოპოვებით ჩვენ თავისუფალი ქვეყნის შენება დავიწყეთ,  თუმცა, გზა დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, პირველი დამოუკიდებლობა ხანმოკლე, მაგრამ საქართველოს შემდგომი განვითარებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობის აღმოჩნდა. „1918 წლის 26 მაისს ქართველებმა მტკიცედ და ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვით, რომ გვსურს კვლავ "დავდგეთ ერად  სხვა ერთა შორის". პირველი დამოუკიდებლობა  მართალია ხანმოკლე, მაგრამ ჩვენი შემდგომი განვითარებისათვის ფუძემდებლუ...

ზურაბიშვილი ფრენებზე - ნუთუ, ჩვ...

გაუგებარია, როდესაც ევროპასა და ამერიკას ყველაფერს აბრალებ - "მეორე ფრონტის" გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს მიმართა და მათ ბოდიში მოუხადა. "გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების საჩუქარი. ნუთუ, ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!  და ახლა, ამ ტრიბუნიდ...

პრეზიდენტი - კონსტიტუციაში ევროპ...

გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა. კონსტიტუციაში ევროპაა ჩაწერილი, ყოველდღიური ქმედებები და განცხადებები კი, ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ისმის კითხვა - "სად გაქრა სიტყვები - ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი". "გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობითა და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი... ე...

პუტინი - იმედი მაქვს, მივაღწევთ ...

იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებებს, რომლებიც კონსტრუქციული განვითარების გზაზე დააყენებს ვითარებას არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ მთლიანად რეგიონში, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე განაცხადა. როგორც პუტინმა აღნიშნა, ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტურ საკითხზე არსებობს ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებები, რომელიც მშვიდად და საქმიანად უნდა იქნას განხილული. „ვფიქრობ, ტერმინოლოგიას, რომელიც ჩვენ სამმა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან კარგად ვიცით, სხვა სიტყვით იურიდიული ტექნიკა ჰქვია. დერეფანი, გზა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ – ეს მნიშვნელოვანია. და აქ არის გარკვეული წინააღმდეგობები. მაგრამ ის, რა...

სააკაშვილი - დღეს ჩემთან საქართვ...

დღეს ჩემთან იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი რომელიც ასრულებს თავის მუშაობას საქართველოში, - ამის შესახებ ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ის კასიანოვს დაემშვიდობა და ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. "დღეს ჩემთან იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი რომელიც ასრულებს თავის მუშაობას საქართველოში, ბევრი ვისაუბრეთ უკრაინის და საქართველოს პერსპექტივებზე, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის."

საპატრიარქო - ინფორმაცია იმის შე...

საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამ დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა. ასე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტი ნიკოლოზის მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღის მისალოცად ჩასვლის საკითხს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, მიტროპოლიტ ნიკოლოზის ვიზიტი მოსკოვში არ ყოფილა ოფიციალური და აღნიშნავენ, რომ მას პირადი საჭიროებებიდან გამომდინარე რუსეთის დედაქალაქში ჩასვლა უწევს ხოლმე. გარდა ამისა, გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წ...

პაპუაშვილი - ​ქართული დროშის დან...

ქართული დროშის დანახვაზე თუ ვინმეს ელეთმელეთი ემართება, სახლში დაჯდეს, მშვიდად იჯდეს და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, იმიტომ, რომ 26 მაისს ჩვენი ქვეყნის ქუჩებში ძალიან ბევრ ქართულ დროშას დაინახავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებულ წერილს, რომელშიც დეპუტატები პაპუაშვილს მოუწოდებდნენ დაებრუნებინა ევროკავშირის სიმბოლიკა პარლამენტის შენობის ფასადზე, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ მიერ გავრცელებული წერილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი არასერიოზულია ოპოზიცია, რომლებიც ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც ევროპასთან კავშირი საერთოდ არ აქვს. "მთავრობის...

„მოგიწოდებთ, EU-ის დროშა პარლამე...

ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ერთობლივი წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე დააბრუნონ. წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პასუხს ელოდება, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე გამოფენილი სიმბოლიკიდან ევროკავშირის დროშის ამოღება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციურ დავალებას ეწინააღმდეგება.  "ბატონო შალვა, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში წევრობისკენ არის ხალხის მიერ არჩეული და საქართველოს კონსტიტუციით დადასტურებული განცხადებული ეროვნული ინტერესი. ...

კალაძე - ივანიშვილი გახლავთ მეცე...

ის შემოტავები და ის უსამართლობა, რაც დღეს ხდება ამ ადამიანის მიმართ, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ამ ადამიანს ვერ პატიობენ ორ რამეს - ეს არის პატრიოტიზმი და ეს არის ქვეყნისა და ხალხის სიყვარული,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილი მეცენტია, რომელმაც ქვეყნისთვის ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. "ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. არის ძალიან ბევრი პროექტი - შემიძლია ჩამოვთვალო ამ ადამიანის უშუალო ჩართულობით განხორციელებული. ი...

კობახიძე - ვერავითარი სანქციის შ...

ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელის გამოჩენას უკრაინის სანქციების პორტალზე. კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ვერ აიძულებენ, ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას. "ჩვენთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ მოცემულობას. მოცემულობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს, ეს არის დეფაქტო სანქციები, რომლებიც მოქმედებს შვეიცარიული ბანკის მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილმა წერილით გაახმოვანა ის ინფორმაცია, რომელიც უკავში...

უნდათ, რომ EU-ს სიმბოლიკა საქართ...

უნდათ ევროკავშირის სიმბოლიკა ჩართონ საქართველოს წინააღმდეგ მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში,- ამის შესახებ  "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის თქმით, "ხალხმა, რომელსაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა აღიზიანებს, რეგიონებშიც "ჩაშალეს დავალება", დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის დროშაზე მძაფრი სპეკულაციებით გადაფარონ". "გუშინ თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს. დღეს კი ხალხმა, რომლებსაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა აღიზიანებთ, რეგიონებშიც ჩაშალეს დავალება, დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის...

გვარამია - საქართველო დღეს გრუზი...

ლავროვი ვეღარსად ვეღარ დადის და მის ნაცვლად რუსეთის მესიჯებს ახმოვანებს ღარიბაშვილი, არა რუსეთის ტრადიციული სატელიტები - შუა აზია, სომხეთი ან სხვა, არამედ საქართველოს პრემიერი, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კატარში ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე სჩადის იგივე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რასაც ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, აქედან გამომდინარე საქართველო დღეს ბელოგრუზიაა. "ლავროვის ოჯახი ვეღარსად ვეღარ დადის და დროის სატარებლად საქართველოში ჩამოდის. თავად ლავროვი ვეღარსად ვეღარ დადის და მის ...

ხაბეიშვილი - პუტინს აძლევენ შესა...

რუსული პარტია საქართველოში ომის საფრთხეს ქმნის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი პარტია პუტინს აძლევენ შესაძლებლობას გამოაცხადოს, რომ მისი ასიათასობით მოქალაქის უფლებების დასაცავად "შემოდის" ტანკებით საქართველოში. "რეალურად, ომის საფრთხეს ქმნის რუსული პარტია საქართველოში, როცა რუსეთის 100 000 - ობით  მოქალაქეს, მათ შორის აგენტებსა და დივერსანტებს უკონტროლოდ უშვებს საქართველოში. პუტინს აძლევენ შესაძლებლობას გამოაცხადოს, რომ მისი ასიათასობით მოქალაქის უფლებების დასაცავად "შემოდის" ტანკებით საქართველოში”, - წერს ხაბეიშვილი.

კოლომინა - „უცხოური აგენტების“ კ...

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე "უცხოური აგენტების" კანონპროექტს გამოეხმაურა. როგორც კოლომინამ აღნიშნა, „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ იყო მიმართლი და ის მოხარულია, რომ მთავრობამ მიღებული კანონპროექტი უკან გაიწვია. "მარტში იმყოფებოდა ბრიუსელში მინისტრი დარჩიაშვილი და აპრილში პრემიერმინისტრი. მეც ვიღებდი მონაწილეობას ამ შეხვედრაში. ასევე, ჩვენი შეშფოთება გავაჟღერე, რომელიც რეფორმების რიტმთან დაკავშირებით, მათ შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, ზოგიერთი რეფორმის შინაარსობრივ მხარესთან გვაქვს შეშფოთება, რომელიც გა...

წაქაძე - საქართველოს რუსეთთან ურ...

ისინი [ევროკავშირი] თუ ჩვენი პარტნიორები არიან, უნდა გაიგონ, რომ საქართველოს [რუსეთთან] ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა. როგორც წაქაძემ აღნიშნა, საქართველოს პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო და დაფიქსირდა, რომ საქართველო ვერ ჩაერთვებოდა იმ რეგულაციებში, რომელიც ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ დააწესა, ვინაიდან საქართველოს რუსეთის გარეშე არსებობა არ შეუძლია. "ისინი [ევროკავშირი] თუ ჩვენი პარტნიორები არიან, უნდა გაიგონ, რომ საქართველოს [რუსეთთან] ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება. სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება და ვერავინ გვეხმარება. დაველოდოთ რას იტყვიან. დარწმუნებული ვარ, თუ ისინი [ევროკავშირი] ანალიზ...

ხაბეიშვილი - როცა ღარიბაშვილი ცი...

ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან, ანტონი ღარიბაშვილისგან,- ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას. ხაბეიშვილის თქმით, თუ ვინმე აქეზებს ომს საქართველოში, ეს არის „რუსული ოცნება“. „ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან, ანტონი ღარიბაშვილისგან, რომელიც ამბობს, რომ თურმე უკრაინას, ამერიკას და ცივილიზებულ სამყაროს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. ეს, ცხადია, არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა. თუ ვინმე აქეზ...

ვაშაძე ღარიბაშვილზე - ჩვენ არ გვ...

ჩვენ არ გვესაუბრებოდა საქართველოს პრემიერი, ეს იყო პრორუსი ბოტი, რომელსაც დაუწერეს ეს გზავნილები და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯი,- ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას. ვაშაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. "კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უმძიმესი დარტყმა მიაყენა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას. სამწუხაროდ, იქ საუბრობდა არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არამედ პუტინის პირადი წარმომადგენელი და ამის რამოდენიმე მაგალითს მე ...

ღარიბაშვილი - პირდაპირი ფრენები ...

ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია არც ერთი სანქცირებული ავიახაზები არ იფრენს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი რუსეთთან. „ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი რუსეთთან. ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან. თქვენ ბრძანეთ ფრენების შესახებ რუსეთთან. ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირ...

პრემიერი - უკრაინელებმა საჯაროდ ...

მინდა აგიხსნათ. თუ ჩვენ განვსჯით, ვთქვათ, ქვეყნის მუშაობას, მის დამსახურებას უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ჩვენ ორივეს ვუსწრებთ წინ, ორჯერ, სამჯერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, "თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, თუ საუბარია მუშაობაზე, როგორ მუშაობენ ეს ქვეყნები, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია გეოგრაფიის გამო,  მიმდინარე ოკუპაციის გამო".  „კვლავ ვიტყვი, რომ 20% კვლავ ოკუპირებულია. მინდა გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. არ მ...

გახსოვთ ვინმე, ვინც დააწესა სანქ...

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან, შედარებისთვის, ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში ვაჭრობს იმას, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვვაჭრობთ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში 0.3 პროცენტია საქართველოს წილი და ლოგიკა არ არსებობს ეკონომიკური სანქციების დაწესებაში. „საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს, თუ მსგავს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს, ორმხრივს, მაგრამ დავიწყებ  იმის თქმით, რაც თავში ვთქვი, კარგად იცით, 2008 წელს ჩვენ გვქონდ...