სუს-ი - სოფელ ახმაჯის მიმდებარედ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიეტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. "საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პა...

„ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის...

„ქართულ ოცნებას“ სურს ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება და კურსის თამაში მათი ნება-სურვილის მიხედვით, ეს არის მათი ერთადერთი წუხილი,- ასე ეხმაურება საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებას. ნადირაძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილს, სადაც ბევრი ფულია, უნდა, რომ ის სფერო ბოლომდე აკონტროლოს". „ქართული ოცნების“ წუხილი არის ერთადერთი, რომ მათ ვერ დანიშნეს წევრი, რადგან უნდათ ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება, რომ ბოლომდე ათამაშონ კურსი მათი ნება-სურვილის მიხედვით, რადგან ივანიშვილს, სადაც ბევრი ფულია, უნდა, რომ ის სფერო ბოლომდე აკონტროლოს ისევე, როგორც ხდება ყველა ...

შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება...

თავისუფლად შეკრება და სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება მედიის თავისუფლებაც. „თავისუფლად შეკრება და სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს უფლებები საქართველოშიც იქნება აღსრულებული. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და ხაზს ვუსვამთ ამ უფლებების შენარჩუნების საჭიროებას. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყოფილი იქნას, რომ ქართული საზოგადოება და ქართული მედია იყოს თა...

გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და...

დიახ, ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და ჩვენ არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს ისევე, როგორც დანარჩენ ინსტიტუციებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც ზარქუამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, პრეზიდენტი ქვეყანას საბოტაჟს უწყობს. "ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ყველა ინსტიტუციას პატივი ვცეთ, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს. არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ არა იმიტომ, რომ სალომე გვიყვარს ძალიან, არა, მე პირადად არ მიყვარს, უბრალოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს ვცემთ პატივს. ვაკვირდ...

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - ს...

სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო ავრცელებს. როგორც პოლიტსაბჭოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია.  მმართველ პოლიტიკურ პარტიაში ფიქრობენ, რომ საქართვლოს პრეზიდენტი "თავისი ქმედებებით  საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას დაბრკოლებას მიზანმიმართულად უქმნის". "რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბ...

ვოლსკი - როდესაც რაიმე პოზიტიური...

ტრაგედიაა, როდესაც ნებისმიერი მიმართულებით რაიმე პოზიტიური ხდება და ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრის, ირაკლის ღარიბაშვილის გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან ვიზიტს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ოპოზიციას ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს, აქედან გამომდინარე ფაქტებს "ბინძური პიარით უნდა უპასუხონ, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს ოლაფ შოლცმა გამოუცხადოს გარკვეული პრეტენზიები და საჩხუბრად დაიბაროს". „როდესაც ქვეყანაში საერთაშორისო, თუნდაც სპორტული ღონისძიება ტარდება, ევროპის ჩემპიონატი მაქვს მხედველობაში, რაიმე შენდება ან საქართველოს ხელისუფლები...

ფრიდი ღარიბაშვილზე - არ მესმის, ...

ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, დენიელ ფრიდი ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც ფრიდმა აღნიშნა, სამწუხაროა მთავრობის მხრიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც კრემლის ნარატივის გამეორებად გამოიყურება და ეს სხვა, პროდასავლურ განცხადებებს სანდოობას უმცირებს ან უკარგავს. მანვე დასძინა, რომ საქართველო ფორმალურად თუ არა, რეალობაში მაინც, ნატოს წევრობით აღარაა დაინტერესებული. "არ მესმის, რატომ შეიძლება საქართველოს მთავრობამ ფსონი რუსეთზე დადოს, რადგან ეს ახლა კარგ გადაწყვეტილებად არ გამოიყურება"- განაცხადა ფრიდმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებით შეკითხვა ახლა ასე ისმის: "სად ხედავს ქართული ოცნების მთავრობა საქართველოს მომავალს - ...

ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაო...

დიახ, ენმ-ს აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები და რუსული პარტიის ისტერიკაც აბსოლუტურად გასაგებია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, "რუსული ოცნების" დამარცხება შეუძლებელია. „როგორ ისტერიკაში ჩავარდა სრულიად რუსული პარტია და სახელისუფლებო მედია. დიახ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები. დიახ, ჩვენ პროდასავლურ ოპოზიციას ვუფრთხილდებით სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და დიახ, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, რუსული ოცნების დამარცხება შეუძლებელია. აბსო...

კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრა...

მშვიდობას ალტერნატივა არ  აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად  და მე მგონი, ვერავინ ვერ ხედავთ, რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით - ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს უთხრა, "ეს არის ბრუტალური ომის ერთ-ერთი შედეგი". „ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური ომისა, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, ეს ახალი არ არის, კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლებ...

პრემიერი - გვარამიას საქმე ჩვეულ...

გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს. ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც თავისი აზრი, შეფასება და გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოების მიერ, შემდეგ სასამართლომ  გადაწყვიტა ეს,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა.  „მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში, მაგრამ მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ, ისევე, როგორც კეზერაშვილმა, მაგრამ აქ შედარებით პატარა მასშტაბებია, 6 მილიო...

პატელი 2 ივნისს დაკავებულებზე - ...

მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ძირითადი უფლებები  ფუნდამენტური დემოკრატიისთვის,- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვედანტ პატელი საქართველოში 2 ივნისის აქციაზე მოქალაქეების დაკავებას. პატელის განცხადებით, განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან შეუსაბამოა. "ჩვენმა საელჩომ თბილისში ისაუბრა ამის შესახებ შაბათ-კვირას. მე გავიმეორებ მათ ნათქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი - ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ პირთა საქმეებს, რომლებიც დააკავეს 2 ივნისს მშვიდობიანი აქცისას პარლამენტის წინ. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება არი...

ბოკერია - კურსი, რომელიც ივანიშვ...

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, კადიროვთან დაკავშირებული პირების საქართველოში ყოფნას გამოეხმაურა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პერსპექტივა იმ კურსის, რომელიც ბიძინა "ივანიშვილის რეჟიმს აქვს, სწორედ კადიროველების მმართველობაა საქართველოში". "ძალიან სიმბოლურია და სიმბოლურთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ პერსპექტივა, აი ამ კურსის რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს, არის სწორედ კადიროვის მმართველობა საქართველოში. რას ნიშნავს პუტინის რუსეთის გავლენა, ამას აჩვენებს ის ჯოჯოხეთი, რასაც კადიროვი უწყობს თავისივე მოქალაქეებს ჩრდილოეთ კავკასიაში და რაც დაღესტანში ხდება - სისხლისღვრა, მოტაცებები, მკვლელობები. აი მაგათი საბოგინო უნდა...

პაპუაშვილი აშშ-ს მოუწოდებს, რომ ...

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, ქართველ მოსამართლეებს სანქციები რაც შეიძლება მალე მოუხსნას. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე აშშ-სგან ორი თვის განმავლობაში ითხოვდა მტკიცებულებებს, მაგრამ მათი მხრიდან მტკიცებულებების წარდგენა არ მომხდარა, აქედან გამომდინარე პაპუაშვილი აღნიშნულს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. "მგონი სანქციებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ისედაც ცნობილია. მგონი ორი თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს, ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. ამიტომ, მტკიცებულებების გარეშე მიღებულო გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქ...

ბლინკენი - აშშ არ დაუშვებს, რომ ...

ბაიდენის ადმინისტრაცია ირანს ისრაელისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს და არასდროს დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, თუ ირანი უარს იტყვის დიპლომატიის გზაზე, ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს. „თუ ირანი უარს იტყვის დიპლომატიის გზაზე, მაშინ, როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ რაიმე შესაძლებლობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მარკ მილი - უკრაინა რუსეთის წინა...

უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევებისთვის ძალიან კარგად არის მომზადებული, - ამის შესახებ ამერიკელმა, გენერალმა მარკ მილმა CNN-თან საუბრისას განაცხადა.   მისივე თქმით, უკრაინა არის ომში, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა, როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის და აღნიშნავს, რომ მიუხედავად კარგად მომზადებისა, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შედეგები მოჰყვება კონტრშეტევებს. "უკრაინა ომშია, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა უკრაინისთვის და გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის - ევროპისთვის, ამერიკისთვის, თუმცა ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის", - გაანაცხადა მარკ მილმა. შეგახსენებთ, 3 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა,&...

რეზნიკოვი - ჩინეთმა უნდა დაარწმუ...

ჩინეთმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ უკრაინის ტერიტორიები გაათავისუფლოს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, უკრაინა მზადაა, მიიღოს ჩინეთი, როგორც შუამავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ომის დასასრულებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი დაარწმუნებს რუსეთს, დატოვოს უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორია. "უკრაინა მზადაა, მიიღოს ჩინეთი, როგორც შუამავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ომის დასასრულებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი დაარწმუნებს რუსეთს, დატოვოს უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორია. პირველი სიგნალი იმისა, რომ რუსეთი მზად არის, იცხოვროს უკრაინასთან მშვიდობიანი თანაცხოვრებით, უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიები...

ბრეგაძე - როდესაც შესაბამისი სამ...

როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები დადგება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, უწყებას კლინიკა "ვივამედთან" ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიური კონტაქტი აქვს. "ზოგადად, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა არ არის საფრთხე, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდებული პატიმარი. შესაბამისი პირობები როდესაც დადგება, ის გადაყვანილი იქნება. ეს საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს რეგულარული კონტაქტი „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალთან. ბუნებრივია, ყოველ...

ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვ...

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით ოფიციალური წერილით მიმართეს.  „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წვრის, გიორგი ლომიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ინტერესით და პოლიტიკური მიზანშეწონილობით უნდა იხელმძღვანელოს. "კიდევ ერთხელ წარმოვადგენთ ჩვენ დასაბუთებას და ვთხოვთ პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია. თან დავურთეთ საქმის მასალები, ორივე ინსტანციის განაჩენი. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაპელირებთ რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას უდანაშაულობაზე, იმაზე, რომ ის არის პოლიტიკური პატი...

პრემიერი - დასაქმება ისტორიულ მა...

დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, შეიძლება ასე ითქვას, უმუშევრობა არის შემცირებული ისტორიულ მინიმუმზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ისტორიულ მინიმუმზეა ასევე უმუშევრობა და სიღარიბე. „სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა პირველ კვარტალში, 42 000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა პირველ კვარტალში და შეადგინა 716 000, რაც პირველ კვარტლებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, 2020 წელს ჩვენ გვქონდა პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, მაშინ ჯერ კიდევ  არ იყო პანდემია ასახული და პანდემიის ეფექტი არ იყო ასახული და მაშინ იყო 31 000 და ეს ...

მთავრობის ანგარიში - მთავრობა აგ...

საქართველოს მთავრობა ინტენსიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის გასული წლის ანგარიშში. დოკუმენტში მთავრობა აღნიშნავს, რომ 2022 წელს (5 ოქტომბერს) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთი რაუნდი გაიმართა, ხოლო მიმდინარე წლის 4-5 აპრილს რიგით 57-ე რაუნდი ჩატარდა, სადაც მთავარ თემებს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, მათ შორის, ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული ძალების გაყვანისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებ...