საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ “საყოველთაო სახალხო შეკრებას” ეხმაურება. ზურაბიშვილმა დღევანდელ აქციას “პუტინის სტილის” უწოდა და აღნიშნა, რომ “საჯარო მოხელეები ავტობუსით თბილისში ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაშის დასაკვრელად”. "გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე "რუსული კანონის" წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს "პუტინის სტილის" აქცია: საჯარო მოხელეები ავტობუსით თბილისში ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაშის დასაკვრელად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველო...
ევროპარლამენტის რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი და ამას მოწმობს სტრასბურგისადმი თავად სააკაშვილის წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციის ის პუნქტი, სადაც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი, სულ მცირე, ტენდენციურია. „მსჯავრდებულ სააკაშვილის ადვოკატმა 18 აპრილს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოეთხოვათ სარჩელი. ამ წერილში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ეს არის თავად მათი წინადადება. ხოლო 25 აპრილს გამოსულ რეზოლუციის ტექსტში ნახსენები და მოთხოვნილია, რომ მსჯავრდებული სააკაშვი...
მმართველი პარტიის შეკრებას, ყოფილი პრემიერის და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის უნცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. ამჟამად ის ფილარმონიასთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად იმყოფება, საიდანაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიემართება. „ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ. ჩემი პოზიცია მინდა, დავაფიქსირო. ეს არის ქართული კანონი. მე მხარს ვუჭერ ქართველ ახალგაზრდებს და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა. პარლამენტის წინ 20:00 საათზე &b...
როგორც კი კითხვას დავსვამთ რომელიმე პარლამენტარი, მაშინვე გვაძევებენ, ბოდიში, მაგრამ მდინარაძეს და ოხანაშვილს რომ მოეწონებათ, ისეთ კითხვებს ვერ დავსვამთ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას“ და "სტრატეგია აღმაშენებელს“ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე 122 შეკითხვა ჰქონდა. "სამწუხაროდ, ამ კანონის მიღება არის კონკრეტული დავალება. ვწუხვარ ამ ადამიანების გამო. კოლექტიური დავალება აქვთ და ასრულებენ, ოღონდ უნდა გესმოდეთ, რომ ეს დავალება არის უარი ევროკავშირზე, ამ კანონს სხვა...
"უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტია (EPP) სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგროც EPP აღნიშნავს, კანონი სამოქალაქო საზოგადოებას შეზღუდვებს დაუწესებს და მედიის თავისუფლებას ძირს გამოუთხრის. "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს! კანონი სამოქალაქო საზოგადოებას შეზღუდვებს დაუწესებს, მედიის თავისუფლებას კი ძირს გამოუთხრის", - წერს ევროპის სახალხო პარტია X-ზე.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი თბილისში, 28 აპრილს გამართულ აქციას გამოეხმაურა. როგორც ლინკევიჩუსმა აღნიშნა, გასული დღის პროტესტმა აჩვენა ხალხის ხმა და ნება, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული. "თბილისი, საქართველო. ეს არ არის მხოლოდ პრორუსული "უცხოელი აგენტების" კანონის პროტესტი. ეს არის ხალხის ხმა და ნება, რომ თავიანთი ქვეყანა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული იყოს და არა რუსეთის თანამგზავრი", - წერს ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ X-ზე.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი“. "ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. ...
ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის დაკავება „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ აქციაზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მკაფიოდ გამოხატავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, უკანონოდ დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. „ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის დაკავება „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ აქციაზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მკაფიოდ გამოხატავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ. ევროინტე...
მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს - ბ-ნო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კორძაიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საკითხი არა პოლიტიკური შეფასების, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხია. "მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს. ჩემი პასუხისმებლობაა, გამოვიყვანო ის იმ კომფორტიდან, რომელიც აქვს მას ამ კანონთან მიმართებაში. ბ-ნო ლევან, მოგმართავთ საჯაროდ, სახალხოდ და მოგიწოდებთ, რომ ჩაატაროთ ბრიფინგი და მოუწოდოთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი, რომ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების" ძალაში შესვლის პროცედურები - აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგ...
"რუსულ ოცნებას" არანაირი განხილვა არ აინტერესებს. ყველა დეპუტატი, ვინც კითხვა დასვა და შევიდა მუხლობრივ განხილვაში, გამოაძევეს დარბაზიდან, რადგან არ აქვთ პასუხები,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან დეპუტატების გამოძევებასთან დაკავშირებით განაცხადა. წითლიძის თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს "აქვთ დავალება რუსეთისგან და აპირებენ ამ დავალების ბოლომდე შესრულებას". "არანაირი განხილვა არ აინტერესებს "რუსულ ოცნებას“, არანაირი მიზანი "რუსულ ოცნებას“ არ აქვს იმისი, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ თქვენ...
ამ კანონით, თქვენი მიზანი არის თუ არა ევროკავშირზე უარის თქმა? - ამ შეკითხვით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. ხაბეიშვილმა სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ასევე დასვა კითხვა, აქვს თუ არა სახელმწიფოს ინსტრუმენტები გამჭვირვალობისთვის და რა საჭიროა კანონი. "მიზანი ამბობთ, რომ არის გამჭვირვალობა. მე გეკითხებით და უპასუხეთ მოქალაქეებს - არსებობს თუ არა და აქვს თუ არა სახელმწიფო უწყებებს შესაძლებლობა, ინსტრუმენტები იმის, რომ ყველა გადარიცხვა იყოს გამჭვირვალე? ეს არსებობ...
დადგა დრო, ამ ქვეყნის შვილები დავდგეთ ერთად, შევიგრძნოთ ეს "უდიდებულესი წამი" და ვთქვათ - ძალა ერთობაშია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის განცხადებით, ხალხი ღირსეული და ბრძენია, სიმართლე კი - უძლეველი. "არის დრო ერთად დგომის და შემართების, შენი არჩევანის დაცვის, შენი განვლილი ცხოვრების და ბრძოლის შეფასების, შენი ხვალინდელი დღის რწმენის გამოხატვის, შენთვის ძვირფასის და სანუკვარის შენარჩუნების, სიყვარულის და თანადგომის გამოხატვის მათ მიმართ, ვისთანაც გაერთიანებს ერთი სიტყვა - სამშობლო. არც ისე ხშირად, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში რამდენჯერმე, დამდგარა დრო ერის ერთობის აუცილებლობის და ყოველ ასეთ დროს საქარ...
დღეს, 29 აპრილს "ქართული ოცნების" ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება. მმართველი პარტიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. ასევე გაიმართება "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა ფილარმონიიდან. 20:00 საათიდან კი, შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პოლიტიკოსები. "ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ შეკრებას და ყველამ ერთად ვუთხრათ ყველას, ქვეყნის გარეთაც, შიგნითაც, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის...
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. სხდომა 09:00 საათზე დაიწყო და განხილვა ხმაურის ფონზე იმართება. აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვდა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა ...
დღეს, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ. ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, შენობაში, თითო მაუწყებლიდან, ტელემაუწყებლების/ტელემედიასაშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი დაიშვება. "საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა...
პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილს, რომელიც ამერიკელმა კანონმდებლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს. როგორც ზარქუამ აღნიშნა, საქართველოს იღებს კანონს, რომელიც აშშ-ში ათობით წელია უფრო მკაცრი ფორმით არსებობს. „კანონს ვიღებთ, რომელიც აშშ-ში ათობით წელია უფრო მკაცრი ფორმით არსებობს. აფინანსებ მილიარდობით დოლარებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც ქართველმა ხალხმა, ერმაც და ბერმაც გითხრათ, რომ ამ თანხის ძირითადი ნაწილი ქართულ ინტერესებს არ ხმარდება. იმ ნაწილში, სადაც გვეხმარებიან თავდაცვის მიმართულებით...
ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილასც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ რაიმე გაუგებრობაა, ეს უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. „მე ბევრჯერ მითქვამს და ჩემი პოზიციაც იცის ყველამ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. ამავდროულად, ეს არაერთხელ მითქვამს, რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტო...
შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. აღნიშნულ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ. ამერიკელი სენატორები საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებენ...
შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, შეუძლებელია წარსულმა გაიმარჯვოს მომავალზე - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებულ საკითხზე "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. მელიას თქმით, 29 აპრილს იქნება პირველი აქცია, "სადაც სტატისტიკურად ყველაზე ბევრი მოქალაქე მივა ქუდით და კეპით, რომ ადვილი არ იყოს იდენტიფიცირება". "ძალდატანებით ბევრი ადამიანი გამოჰყავთ და მჯერა, რომ ბევრი არ მიიღებს მონაწილეობას და რაღაცნაირად დაუძვრება მათ მოთხოვნებს, ბევრი 5-10 წუთით გამოჩნდება და მიიმალება, მაგრამ ბევრსაც მოუწევს იქ დ...