მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბი...

პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ მას იმპიჩმენტს მართლაც მოუწყობენ და საბოლოოდ აღსრულებაში მოვა ეს ყველაფერი,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ვინც სიმართლეს მხარს არ უჭერს, ის კონსტიტუციის დარღვევაში საქართველოს პრეზიდენტის მხარესაა. "არანაირ მცდელობას არ ვაპირებთ, რომ კაბინეტებში დავუჯდეთ [ოპოზიციას] და მათთან კონსულტაციები გავმართოთ. პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ იმპიჩმენტს მას მართლაც მოუწყობენ და საბოლოოდ აღსრულებაში მოვა ეს ყველაფერი. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ფორმალური და მიუხედავად ამ ფორმალობისა, რადგან ჩვენ 100 ხმა არ გვაქვს იმპიჩმენტის მხარდასაჭერად პარლამენტში, ჩვენ არ გვგონ...

იკვეთება, რომ სააკაშვილის ფრენებ...

იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრენებზე ბიუჯეტიდან არის დახარჯული თანხა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. „არაერთხელ გვსმენია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ მის ფრენებზეც არის დახარჯული თანხა. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამით. ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა კალაძემ.

ძალიან კარგია, რომ პაპუაშვილმა ც...

ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე OC Media-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მედიაში ცენზურა "უხეში ფორმით" მოქმედებს, აღნიშნულთან დაკავშირებით დონერები ინფორმირებული უნდა იყვნენ. "ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, როცა კონკრეტულ მედიაგამოცემაში მოქმედებს ცენზურა, თან უხეში ფორმით, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ბუნებრივია დონორებს...

კალიურანდი - შესაძლებლობების ფან...

მოვისმინე რა ნაბიჯები გადაიდგა, ვისაუბრეთ ბორელის ვიზიტზე, როგორ მიმდინარეობს რეფორმები, 12 პუნქტის იმპლემენტაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდიმ ევროპარლამენტში ქართველ დეოუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის ანგარიში იქნება ოქტომბერში და მმართველ პარტიას ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი. „რაც შეეხება ჩემს რეკომენდაციას, მე ყოველთვის და ბევრი წელია ვამბობ, რომ შეამცირეთ პოლიტიკური პოლარიზაცია და დაიწყეთ მუშაობა ერთად 12 რეკომენდაციაზე, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ ღიაა. ანგარიში იქნება ოქტომბერში, ბევრი დრო არაა დარჩენილი. მე ვიცი რომ ყველა რეკომენდაცია სრულად შესრულებული არ არის. ამავე დროს, ვიგებთ ინფორმაციას პრეზიდენტის იმ...

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. "საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს ...

მამუკა მდინარაძე - იმპიჩმენტის ი...

იმპიჩმენტის იმპიჩმენტით გადაფარვა მოინდომეს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ "ორი მიმართულებით მიიტანა იერიში" - "ერთი სააკაშვილის ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად და მეორე ახლანდელი პრეზიდენტის უდავო იმპიჩმენტის". "ორეტაპიანი "გაპრავების" მცდელობაა ძველი და ახლანდელი პრეზიდენტის. სააკაშვილთან დაკავშირებით ბიუჯეტის გაფლანგვის "გაპრავება" მოინდომეს და ზურაბიშვილთან დაკავშირებით იმპიჩმენტის იმპიჩმენტით გადაფარვა მოინდომეს. ანუ, აბსოლუტურად სისულელით გამოძერწილი ამბავი, რაღაცა ფოკუსირებული ამბავი, დაბრალებ...

კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები ...

კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები, პირდაპირ ვიტყვი, რომ არიან ამ ქვეყნის მტრები, საქართველოს ევროპული მომავლის მტრები,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროდეპუტატს არა საქართველო და მისი ევროპული გზა, არამედ "ნაციონალური მოძრაობა" აინტერესებს. "ამ ადამიანებს, კუბილიუსებს და მსგავს ელემენტებს, საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი, არ აინტერესებთ ჩვენი ევროინტეგრაცია. მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი - "ნაციონალური მოძრაობა". კუბილიუსი ვერ იქნება ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები",- აცხადებს კალაძე. ცნობისთვის, ევროპარლამენ...

პოდოლიაკის ოცნებაა, მეორე ფრონტი...

პოდოლიაკის ოცნებაა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა - მას ჰგონია, რომ თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება და ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. "პოდოლიაკის ოცნებაა, მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც საუბრობდა არაერთგზის. მას უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, მას ჰგონია, რომ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის პოდოლიაკის ფიქრები. ჩვენ სხვა მიზნები და სხვა დღის წესრიგი გვამოძრავებს. არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში და კანდიდატის ს...

რომ არა ბატონი ტარიელი, ირაკლი ღ...

პრემიერ-მინისტრობის დროს, რომ არა ბატონი ტარიელი, ბატონი ღარიბაშვილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდებოდა,- ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა. "მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ ტარიელსა და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს კარგი მამა-შვილობა აქვთ და ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე. უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრობის დროსაც, რომ არა ბატონი ტარიელი, ბატონი ღარიბაშვილი, მე მგონი, ...

ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, პრე...

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა. ჩუბინიძის თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და დავალების მიცემის მომენტში, მითითებული იყო, რომ ანგარიშსწორება არასაბიუჯეტო სასხსრებიდან მოხდებოდა. „მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ ...

„ვინ აანაზღაურა სამთავრობო თვითმ...

პარტია "ლელო საქართველოსთვის" სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან საჯარო ინფორმაციას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. სამადაშვილის თქმით, საქმე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობას ეხება. „როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, „ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, რომ საჭიროა, პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. გუშინ, მთავრობის წევრები და რუსული ოცნების წარმომადგენლები, მთელი დღის განმავლობაში, საზოგადოებას ...

კუბილიუსი „ოცნებაზე“ - თუ სურთ, ...

ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის, ქართული ოცნების აქტივობებზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა. როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, თუ მმართველ პარტიას სურს, დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უნდა შეცვალოს ქცევა, “თუ უნდათ ასიამოვნონ კრემლს, უნდა გააგრძელონ იმის კეთება, რასაც ახლა აკეთებენ” “ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის, “ქართული ოცნების” აქტივობებზე. მათ კიდევ აქვთ დრო, რომ გამოასწრონ ძალიან მძიმე შეცდომები და გამოჩნდნენ განსხვავებული შუქით, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა სტრატეგია გააჩნია “ქართულ ოცნებას”. თუ სურთ, დაარწმუნონ ევროკავშ...

სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასა...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წევრებს ხვდება. პრეზიდენტმა უკვე გამართა კონსულტაციები "ლელო საქართველოსთვის" წევრ სალომე სამადაშვილთან, რის შემდეგაც უკვე ხატია დეკანოიძესა და ანა ბუჩუკურს შეხვდა.  ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა, საქართველომ დაკარგოს ისტორიული შანსი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.  პრეზიდენტი არის ძალიან შეშფოთებული, რომ ჩვენ დღეს ერთი მხრივ, გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა და ვხედავთ, რომ ევროკავშირი ამბობს, რომ მათი კარი არის ღია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანამ მიიღოს და მეორე მხრივ ვხედავთ ღია, აშკარა საბოტაჟს, რომე...

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ...

19-22 სექტემბრის სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე დეპუტატები „მინისტრის საათის" და ინტერპელაციის ფორმატში მთავრობის წევრებს მოუსმენენ.  პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 20 სექტემბერს, პარლამენტი „მინისტრის საათის" ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმენს. პაპუაშვილის თქმითვე, 22 სექტემბერს, საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან  დავითაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა გაიმართება.

ოპოზიციას პრემიერის იმპიჩმენტის ...

ოპოზიციას პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არანაირი საფუძველი არ აქვს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პრემიერის ვიზიტისას "საბიუჯეტო თანხის არცერთი თეთრი არ დახარჯულა". "არანაირი საფუძველი იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არ არის. ითქვა ხაზგასმით, რომ არცერთი თეთრი საბიუჯეტო თანხისა არ დახარჯულა და სრულად დაფარულია ეს ხარჯები პრემიერის მიერ, ეს ერთი და მათ შორის, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც იმ ე.წ. საგამოძიებო რეპორტაჟში, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობითაც კი არავის უთქვამს, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა. შეიქმნა აღქმა, რომ თითქოს ბიუჯეტის ხარჯით იყო, ამაზე განმარტება გააკეთა როგორც ად...

ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რ...

მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება წამახალისებელი იქნება საქართველოში კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად. "კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამის თაობაზე გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. ჩვენ შარშან 3.5 მილიარდი დოლარის ოდენობით შემოსავალი  მივიღეთ, პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება, 4 და 4.5, ალბათ, სავარაუდოდ, ასეთი პროგნოზი გვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე...

ღარიბაშვილი - გამოვდივარ ამნისტი...

პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. „მინდა, კიდევ ერთ საკითხზე გავაცნო მოქალაქეებს ჩვენი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში დაგროვდა შემდეგი სახის პრობლემა. ბევრმა ჩვენმა მოქალა...

ირაკლი კობახიძე - პრემიერის იმპი...

იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" განცხადებას. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მეთაურის ვიზიტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა. „პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. არ ვიცი, აქაც ცდილობენ, რომ გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ეს არის, რაღაცნაი...

ენმ-ს ორი მასხარა უდგას სათავეში...

„ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ხაბეიშვილის რეიტინგი 1%-ია. „რა არის „გამარჯვების პლატფორმა“, არ ვიცი რომელია... „ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში. ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“. ზოგადად, კეზერაშვილს ახასიათებს მომგებიანი ინვესტიციები. ყველაზე საინტერესო მომგებიანია ინვესტიცია, რაც მან განახორციელა, არის ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც წერს მედიაში 1%-იან რეიტინგს და არის ხაბეიშვილი, რომელიც წერ...

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავში...

პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა, დღეს ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ კონსიტუტუციის უხეშად დარღვევა მძიმე ფაქტს წარმოადგენს. "პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ძალიან მძიმე ფაქტი და ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა მმართველი გუნდის მხრიდან. ეს იქნებოდა ჩვენი მხრიდანაც უპატივცემულობა ქვეყნის ძირითადი კანონის მიმართ. რა თქმა უნდა, ამას ასე ვერ გავაკეთებდით. შესაბამისად, დღეს ო...