მისი განცხადება მტრის წისქვილზე ...

მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა,- ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას. როგორც გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ივანიშვილმა "სცადა, საქართველოსთვის ღირსება აეყარა". "გუშინ, საოკუპაციო ზოლთან, გორში ბიძინა ივანიშვილმა სცადა ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა; მისი განცხადება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და სისხლი დავღვარეთ ჩვენი ძმების, როგორც მან თქვა, იყო ტყუილი მიმართული იქითკ...

არ ჰქონდა პოზიტიური ინიციატივა, ...

მას [ირაკლი კობახიძეს] არ ჰქონდა არანაირი პოზიტიური ინიციატივა, რომ ჩვენთვის ეთხოვა, ან ჩვენთვის შეეტყობინებინა, რომ ისინი მართლაც დაინტერესებულები არიან ჩვენთან იმ პარტნიორობის გაგრძელებით, რაც გვქონდა,- ამის შესახებ სენატორმა, ჯინ შაჰინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც შაჰინი ამბობს, საქართველოში ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან  შეხვედრის შემდეგ "ძალიან გაწბილებული" დარჩა. "აგვისტოში [თბილისში] დელეგაციაში მაიკლ ტერნერთან ერთად ვიყავი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის "რესპუბლიკელი" წევრია. ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელია პალატაში. ასე რომ, ორპარტიული დელეგაციით ჩავედით [საქართველოში] და როდეს...

ათწლეულების მანძილზე საქართველოს...

ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს. როგორც ჰერჩინსკი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი ძლიერი მოკავშირეა. "დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. დემოკრატიამ მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება. დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნების საფუძველზე აღწევს წარმატებას. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქ...

პრემიერი - როგორც კი უკრაინაში ო...

როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, დარწმუნებულები ვართ, მაშინვე დალაგდება ურთიერთობები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გორში, დასავლეთთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს მოხდება მომავალ წელს. „როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, დარწმუნებულები ვართ, ეს მოხდება მომავალ წელს, მაშინვე დალაგდება ურთიერთობები. ეს არის ჩვენი რწმენა",- განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძე - საქართველოსთვის 14...

კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროს გადაცემის საკითხზე. კალაძის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც „ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა". „საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა არის დიდი ბლეფი და სისულელე. კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გახსოვთ...

ბოკუჩავა - „ქართული ოცნება“ გვად...

"ქართული ოცნება" გვადანაშაულებს, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ამ წუთებში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ღონისძიება მართავს, სადაც საუბარი კვლავ შეეხო 14 მილიარდიან დახმარების საკითხს. "ქართული ოცნება", რომელიც ყოველთვის ყველაფერში გვადანაშაულებს, ახლა გვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, ეს არის სიმართლე. სიმართლე ასევე არის ის, რომ ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი და ზუსტად რომ ვთქვათ ეს არის 14 მილიარდ 1...

ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრ...

ძალიან მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, როგორც შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები "ძალიან დიდ ფოკუსირებას ახდენს იმ არჩევნებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და რომელმაც საქართველოს ევროატლანტიკური ბედი უნდა განსაზღვროს".  “გუშინ აშშ-ში, სენატში ჩატარდა მორიგი მოსმენა საქართველოზე, ეს არის რიგით მესამე მოსმენა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობით პალატაში, უმაღლეს პალატაში - სენატში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები საქართველოს სტრატეგ...

ვთხოვთ ოპონენტებს, დაგვისახელონ ...

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება - მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. ისე, 14 მილიარდი რას დაგვხატავდა, მერე გენახათ,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძე პოლიტიკურ ოპონენტებს სთხოვს, დაასახელონ ფონდები, საიდანაც მათ მიერ დასახელებული თანხა შეიძლება ქვეყანაში შემოვიდეს. "მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება - მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსო...

გიგაურის სენატში გამოსვლა იყო ჩვ...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის სენატში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "გიგაურს წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია". "ეკა გიგაურის სენატში გამოსვლა იყო მორიგი ლუსტრაცია, ეს იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში. ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან, არის ის, რომ წესიერი ინგლისურიც კი არ სცოდნია",- ამბობს კობახიძე.

პრემიერი - სენატორმა რიშმა თქვა,...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართულ პოლიტიკაში ყველა ვიგინდარა უნდა აიკრძალოს". "რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან - მგონი, ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის",- თქვა კობახიძემ.

პრემიერი - 14 მლრდ დოლარი არ არს...

14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, ასეთი მხარდაჭერა არავის არ მიუღია. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პოლიტიკურ ოპონენტებზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ოპონენტებს „არაფერი აქვთ სათქმელი და დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ".    „რეალურად, მთავრობის ოპონენტების დღის წესრიგი არის სწორედ ასეთი, მათ არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე და ისინი, სინამდვილეში, კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ, რაც რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებ...

სენატორი კარდინი - ვფიქრობ, კონგ...

ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით, არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა სენატში გამრთულ მოსმენაზე განაცხადა. როგორც სენატორმა კარდინმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საკითხს უფრო სტრატეგიულად უნდა მიუდგეს. "ჩვენ უფრო სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება და გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. ამას უფრო მკაფიოდ განვაცხადებთ, როდესაც მივიღებთ კანონმდებლობას, რომლის ავტორები არიან ს...

შაჰინი - 30 წელზე მეტია, აშშ მხა...

უკვე 30 წელზე მეტია, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას, საქართველოს მთავრობას სურს, რომ ეს მონაპოვარი წყალს გააყოლოს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა. როგორც შაჰინმა აღნიშნა, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო "საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ არა კარგი". "საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ არა კარგი, ამ კანონის გამო. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დადებითად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ერთადერთი, ნამდვილად რაც მაწუხებს,...

ჯიმ რიში - თუ ქართველ ხალხს უნდა...

თუ ქართველ ხალხს უნდა დასავლეთისკენ სწრაფვა, ისინი გამოიყენებენ ოქტომბრის არჩევნებს, - ამის შესახებ სენატორმა რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოზე საუბრისას განაცხადა. როგორც რიშმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე არჩევნებს დააკვირდება. "ის ინფორმაცია, რომელზეც გვაქვს წვდომა, გვეუბნება, რომ ადამიანები, რომლებსა აქვთ ჭკუა და ანალიზის უნარი, ძალიან სწრაფად მიდიან დასკვნამდე, რომ დემოკრატია არის უკეთესი ცხოვრება. მე თქვენ მაძლევთ იმედს, როცა მეუბნებით რომ ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის დასავლეთისკენ. ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ერთ თვეში და ვნახავთ ამ არჩევნების შედეგებით და ამას დაგვიდასტურებს ის დელეგაციები, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ არჩევნებს...

ცესკოს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის ...

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ  განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები იყო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, აღნიშნულ არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციების და უწყების წინაშე დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული გამოწვევების შეს...

მედია - ღაზას სექტორზე ისრაელის ...

ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად გაეროს 6 თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოში აცხადებენ, ისრაელის თავდასხმა ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სკოლაზე განხორციელდა. "დაღუპულთა შორის არიან გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს თავშესაფრის მენეჯერი და გუნდის სხვა წევრები, რომლებიც დახმარებას უწევდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მას...

აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს… ტყუილია 14 მილიარდიც! - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მომენტიდან, საქართველოს ექნება წვდომა 14-მილიარდიან ფონდზე.  როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, "რადიკალური ოპოზიცია ტყუილებით ცდილობს, ხალხს მოანდომოს მოლაპარაკებების გახსნა". "აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს… 14 მილიარდი. სინამდვილეში, არც ომზეა მიბმული მოცემულობა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება, არც უღირსობაზე და ცალ ფეხზე დგომაზე, არც სანქციები...

ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქ...

ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც კარპენტერმა აღნიშნა, აშშ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს "ძალიან ახლოდან" დააკვირდება. "შეერთებული შტატები მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მი...

საქართველოს ტრაექტორია გვაწუხებს...

საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. კარპენტერის თქმით, "ქართული ოცნებისგან" მომავალი განცხადებებიც "შეშფოთების საგანია". "ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და "უცხოეთის აგენტების კანონი" ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისგან მომავალი განცხადებებიც შეშფოთების...

პეტრე ცისკარიშვილი - „ოცნების“ მ...

"ოცნების” მიზანი იყო, საპარლამენტო სია გაეკეთილშობილებინათ, თუმცა საბოლოო ჯამში მოხდა პირიქით, რომ ჩვენს ცნობილ სპორტსმენებს, მათ რეპუტაციას და სახელებს მოსცხეს ჩირქი,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიასთან დაკავშირებით განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, "მთავარი შეკითხვაა, ეყოფათ თუ არა ნებისყოფა, იყვნენ მომავალი მთავრობის ოპოზიციაში თუ რამდენიმე მათგანი შეუერთდება ახალ კოალიციურ მთავრობას". “ოცნების” სიასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ, ეს ადამიანები იქნებიან ოპოზიციაში, თუ ამ ოცეულიდან რამდენიმე მათგანი შეუერთდება...