ტელეკომპანია „ფორმულამ“ საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შეტანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ჩაწერა. ტელეკომპანია ვიცე-პრემიერის სინქრონულ თარგმანს ავრცელებს. „ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა სახალხოდ განაცხადა, დაადანაშაულა რუსეთი და საქართველო, რომ ისინი ჩვენ ზურგს უკან მიმართავენ მოლაპარაკებებს, როგორ გახსნან კონტრაბანდის გზა. საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე. მე, როგორც ვიცე-პრემიერმა, მინდა, ვიკითხო, ადამიანი, რომელიც იყო დეპუტატი და შედიოდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გვესმის 2008 წლის შემ...
რუსეთმა უკრაინის მიერ სტამბოლში შემოთავაზებული სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი ზეპირად მიიღო - გარდა ყირიმის საკითხისა. - ამის შესახებ, უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ეროვნული მარათონის ეთერში განაცხადა. ამავდროულად, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ დოკუმენტების პროექტი საკმარისად იყო შემუშავებული პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი კონსულტაციებისთვის. არახამიამ აღნიშნა, რომ შეხვედრა დიდი ალბათობით სტამბულში გაიმართება. ახლა ჯგუფების ამოცანაა არა თავად დოკუმენტის, არამედ იმ საკითხების საბოლოო ეტაპის შემუშავება, რომლებსაც უკვე შეეხო და მოამზადონ პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოები...
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს - სანქციების სიაში შედის 13 ფიზიკური პირი და 21 ორგანიზაცია - აშშ-ის ხაზინის მონაცემებით, შეზღუდვები კიბერსივრცეში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით დაწესდა. დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვები ეხება, კერძოდ, ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამხედრო სფეროში. ”რუსეთი არა მხოლოდ აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას თავისი არაპროვოცირებული აგრესიით, არამედ გააძლიერა თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე და დასახლებულ ტერიტორიებზე,” - თქვა აშშ-ს ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა. - ”ჩვენ გავაგრძელებთ პუტინის ომის მანქანას ყველა მხრიდან სანქციებით. უაზრო ომი დასრულდება." ამასთან, სახაზინო ...
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად „მალე „სამხრეთ ოსეთი“ თავისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი გახდება". როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, კრემლი ამ კუთხით არანაირ სამართლებრივ თუ სხვა ქმედებებს არ იღებს. „ვერანაირ პოზიციას ვერ გამოვხატავ, ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა ქმედება არ მოგვიხდენია, მაგრამ ამავდროულად, საუბარია „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის აზრის გამოხატვაზე, მათ პატივისცემით ვეპყრობით“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, გუშინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი...
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების განცხადებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცხინვალი აღნიშნულ საკითხს წინ აყენებს. „რეფერენდუმი არაერთხელ ჩატარდა, ეს არის მათი ისტორიული ბედი, ალბათ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, ეროვნული ოცნებაა და ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მხარს ვუჭერთ მოძმე სამხრეთ ოსეთის ასეთ მისწრაფებებს", - განუცხადა სერგეი შამბამ TASS-ს. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს, მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის არც პოლიტიკურ წრეებში და არც საზოგადოე...
ბაბილოვმა საქართველოს მთავრობას მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა, მოკავშირეების გარეშე დავრჩით. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში დაანონსებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მთელი ეს ბორდერიზაციის პრიოცესი ხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. "ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი. მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა. შესაბამისად, დავრჩით...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ბოლო დღეებში ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინაში, რუსულ აგრესიასა და ბოროტმოქმედებაში, რთავენ იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. - ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ხოშტარიას განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შიში, რომ მალე ომში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეების გაწვევა სავალდებულო გახდება. "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბოლო დღეებში ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები და მათი საოკუპაციო რეჟიმები უკრაინაში, რუსულ აგრესიასა და ბოროტმოქმედებაში, რთავენ იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. უკვე ვნახეთ კადრები, როგორ გაჰყავს რუსეთს ტექნიკა უკრაინაში ოკუპირებული...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ მთავრობის მოშორება, მხოლოდ მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით მიიღწევა. "როდესაც მე ამ მთავრობის მოშორებაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, საუბარია ამის მიღწევაზე მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით და მთავრობის მხრიდან ძალადობის არდაშვებაზე. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვეულებრივ საქმიანობას პარლამენტში აზრი არ აქვს, ეს არ ნიშნავს პარლამენტის დატოვებას, არამედ ერთადერთი მთავარი საკითხით პარლამენტში ყოფნას - მოქმედი არალეგიტიმური მთავრობის გაშვებისთვის და ახალი გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რათა მან ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები. ჩვეულებრივ საპარლამენტო რუტინა...
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მზადება აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევნის შემდეგ დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინული მედია საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაცია „აგორას“ ანგარიშზე დაყრდნობით წერს. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადება დაიწყო რუსეთის უშიშროების საბჭოს შეხვედრების სერიით 2020 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხა. „ჯო ბაიდენის გამარჯვება ნიშნავდა დაპირისპირების გარდაუვალ აღდგენას“, - ნათქვამია ანგარიშში. ამასთანავე, ისინი აღნიშნავენ, რომ დღეს რუსეთში შემოღებულია საომარი მდგომრეობა, ძირითადი კონსტიტუციური უფლებებ...
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის მკვლელობის გეგმაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იყო ჩართული. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა განაცხადა. „მათ სურდათ მოეკლათ უკრაინის ხელმძღვანელობა: ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ეს იყო მიზანი, ზოგიერთი მათგანი წარუმატებლად გამოგზავნეს უკრაინაში“, - განაცხადა მრჩეველმა და დასძინა, რომ აღნიშნულის მტკიცებულებებს საერთაშორისო სასამართლოს მიაწვდიან. თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ უკრაინული დაზვერვა თვალს ადევნებდა ბოევიკების უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ, რამდენიმე მათგანი უკვე ლიკვიდირებულია. ცნობისთვის, მანამ...
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში მდებარე სამედიცინო ცენტრი დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე კი, დაიჭრა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პოლიცია ავრცელებს. „დღეს დილით, რამდენიმე სარაკეტო დარტყმის შემდეგ ხარკოვის ინფრასტრუქტურა დაიბომბა, რის შედეგადაც, 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათგან ოთხი დაიღუპა", - აცხადებენ პოლიციაში. ხარკოვი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია და ამ დრომდე რუსი ოკუპანტები,წარუმატებლად ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას.
ერთადერთი შედეგი, რაც აქვს იმ სარჩელს, რაც შეტანილი იქნება მთავრობის მხრიდან, არის კონსტიტუციის განმარტება. არავითარი სანქცია, არავითარი სასჯელი - ერთადერთი ისაა, რომ საკონსტიტუციო განმარტავს იმას, თუ როგორ უნდა ინიშნებოდნენ ელჩები, ეს არის და ეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „შესაბამისად, არავითარ სასჯელთან, სანქციასთან და აგრესიულ ზომებთან არ გვაქვს საქმე. თავიდან ბოლომდე სპეკულაციებია იმაზე, რომ თითქოს ჩვენ გვსურს დავსაჯოთ პრეზიდენტი და ა.შ. მთავარია, რომ პრეზიდენტი არ უნდა არღვევდეს სისტემატურად ქვეყნის ძირითად კანონს, ეს პრინციპულია ჩვენთვის და ამის საფუძველზე ყველაფერს გავაკეთებთ. ...
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიის ფარგლებში მიიღი რეზოლუცია სახელწოდებით - „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები". ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რეზოლუცია წარდგენილ იქნა უკრაინისა და ქვეყნების ჯგუფის (საქართველოს ჩათვლით) თანასპონსორობით. საგარეო უწყების ცნობით, რეზოლუციის მთავარი მიზანია უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შედეგად, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე რეაგირება. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. რეზოლუცია მოითხოვს სამოქალაქო მოსახლეობის, სამედიცინო და ჰუმანიტარული პერსონალის დაცვის უზ...
,,სანამ ალიანსის პარტნიორის სტატუსი გვაქვს, მანამდე ვიარსებებთ. ნეიტრალიტეტი არის ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილი", - ამის შესახებ ტელეკომპანია ,,მთავარი არიხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. ,,ხომ არ იცით, სტოლტენბერგმა მოლდოვა რატომ არ ახსენა? მთლად ომის შუაგულში მდებარე მოლდოვა? კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტი უწერია და იმიტომ", - ასე გამოეხმაურა იგი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას და მიმართ საქართველოს მთავრობას. ,,ხომ არ იცით, მოლდოვა რატომ არ ახსენა? მთლად ომის შუაგულში მდებარე მოლდოვა? ნეიტრალიტეტი უწერია კონსტიტუციაში და იმიტომ. გესმით საქართველოს სამარცხვინო მთავრობავ? სანამ ალიანსის პარტნიორის სტატუსი ...
ომუნიკაციების კომისიამ „ალტ ინფოს“ წინააღმდეგ ედუარდ მარიკაშვილის საჩივარი დაუშვებლად სცნო, რადგან კომისიის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით ომის პროპაგანდის გავრცელების შემთხვევაში რეაგირება, მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი. კომუნიკაციების კომისიამ საკითხის შესწავლისას მიიჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი მსჯელობები სცდება ცალკეული დანაშაულის გამართლების ფარგლებს და გადაცემაში ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა. „ომის პროპაგანდა თავისი არსით ისეთი დარღვევაა, რომლის გავრცელებაც მოქმედი კანონმდებლობით 24 საათის განმავლობაში სრულად იკრძალება. აქედან გამომდინარე დაუშვებელია ის მხოლოდ არასრულწლოვნებზე ...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი გიგი უგულავას მიერ კახა კალაძეზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უგულავა სასოწარკვეთილია, რადგან პოლიტკიაში აღარ არის. დავითულიანის შეფასებით, უგულავა არც მერად ვარგოდა, არც პოლიტიკოსად და არც კაცად. „გიგი უგულავა არც მერად ვარგოდა, არც პოლიტიკოსად და არც კაცად. ყველას მოღალატე და ყველასგან მიტოვებული ეს არარაობა კახი კალაძეზე რას იტყვის, კალაძეს არაფერს დააკლებს. თავად დაიხრჩობა იმ ბოღმაში, რაშიც იხრჩობა და ეს მისი არჩევანია. რომელ პოლიტიკაშია? - ეს კაცი პოლიტიკაში აღარ არის. ცდილობს, რომ პოლიტიკაში იყოს და სასოწარკვეთილია სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში არაფერი რჩება და საკუთარი თავის აქტუალიზაციას შე...
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. - ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. „ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. სტრასბურგის ს...
რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ სამიტზე მოკავშირეები დააფიქსირებენ მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის საფრთხის ქვეშ არიან. „მე იმედი მაქვს, რომ ამ სამიტზე მოკავშირეები ნათლად დააფიქსირებენ მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის მხრიდან საფრთხის ქვეშ არიან და მათ შორისაა საქართველო. ნატო მრავალი წელია რაც ეხმარება საქართველოს, რომ გაატაროს რეფორმები და თავდაცვის სისტემების მოდერნიზება მოახდინოს. რუსეთის აგრესია უკრაინის წინაა...
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრას იმის საპირისპიროდ დაასრულებს, ვიდრე მას სურდა - მეტი ნატო, არა ნაკლები, რომელსაც მოჰყვება მისი დამარცხება უკრაინაში. ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის „ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი“ ლიდერი. როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა განახორციელა მსოფლიო აზრი და მოახდინა საკუთარი ქვეყნის მობილიზება. „ის რაც ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, არის უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციები პუტინის რეჟიმსი წინააღმდეგ და სპეციფიური თავდაცვითი სამხედრო მხარდაჭრა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს უზრუნვ...
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამჟამად „ალფა ბანკის“ „გაზპრომბანკის“, „როსელხოზბანკის“ აქტივები გაიყინა, ამასთანავე, სანქციები შეეხო კომპანია ALROSA-ს, რუსეთის რკინიგზას. სანქცირებულთა სიაში ასევე შევიდა Sberbank-ის ხელმძღვანელი გერმან გრები, TinkoffBank-ის დამძუნებელი ოლეგ ტინკოვი. რომან აბრამოვიჩის დიდი ხნი ბიზნესპარტნიორი და Millhouse-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ევგენი შვიდლერი და კიდევ რამდენიმე პირი, ჯამში 33 ადამიანი.