რუსეთის ატომური ენერგეტიკის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები სწორედ ისაა, რაც საჭიროა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. ერმაკი მიესალმა, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინადადებას, რომ შეიტანონ შეზღუდვები რუსეთის ბირთვული ენერგიის მიმართ ევროკავშირის მე-11 სანქციების პაკეტში. "რუსეთის ატომური ენერგეტიკის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები სწორედ ისაა, რაც საჭიროა. მივესალმები პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინადადებას, რომ შეიტანონ შეზღუდვები რუსეთის ბირთვული ენერგიის მიმართ ევროკავშირის მე-11 სანქციების პაკეტში”, - წერს ერმაკი.
არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირების საკითხს. როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ "4 ადამიანს არ გადავაყოლოთ საქართველოს მომავალი". "დღეს არ მიხარია და განვიცდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. შევხვდი ელჩ კელი დეგნანს და მასაც გავუზიარე ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გ...
ჩვენ ეჭვი არ გვეპარება აშშ-სა და ნატოს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართულობაში რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოქმნილ კონფლიქტში, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია აშშ-ისა და ნატო-ს მიერ უკრაინის კონტრშეტევის მომზადების გეგმაზე. მისივე თქმით, დასავლეთისა და აშშ-ის ჩართულობა რუსეთ-უკრაინის ომში სიტუაციას ართულებს, მაგრამ "სპეცოპერაციის" საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. „ჩვენ ეჭვი არ გვეპარება აშშ-სა და ნატო-ს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართულობაში რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოქმნილ კონფლიქტში. ჩართულობის ეს დონე თანდათან იზრდება. ჩვ...
ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თურქეთში ვიზიტის დროს გააკეთა განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს საუბარი უნდა ეხებოდეს იმას, თუ რა პრინციპებს დაეფუძნოს ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ყველას სჭირდება, ნაცვლად იმისა, რომ გაგრძელდეს ერთი ჰეგემონის მსოფლიო წესრიგი. „ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას, რუსეთის შეშფოთების გათვალისწინებას. ამიტომ, როდესაც ზოგიერთი საერთაშორისო ექსპერტი, ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, ცდილობს გამოვიდეს ინიციატივით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მოდი...
მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია აშშ-ისა და ნატო-ს მიერ უკრაინის კონტრშეტევის მომზადების გეგმაზე. პოდოლიაკის თქმით, „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული კონტრშეტევის გეგმა „ფოტოშოპით“ გაკეთებულ ფალსიფიკაციას წარმოადგენს. „მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ, მალე“, - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ ბაიდენის ადმინისტრაც...
რაც შეეხება "მეორე ფრონტის" საკითხს, ამაზე ძალიან ბევრჯერ ვთქვი და მინდა, გითხრათ, ეს არის 100%-ით სიცრუე, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცახადა. მისივე თქმით, არ არსებობს ფიქრის საფუძველი იმისა, რომ აშშ-ს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება უნდოდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მუშაობს. მან დასძინა, რომ თეორია, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს ძალიან შემაშფოთებელია, მით უფრო მაშინ, როდესაც ამას მმართველი პარტიის წარმომადგენლები აჟღერებენ. "რაც შეეხება "მეორე ფრონტის" საკითხს, ამაზ...
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი საქართველოსთვის და შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი იმ კორუფციის ბრალდებებზე, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ელჩის თქმით, ეს არის შანსი საქართველოსთვის, რათა "რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სისტემა" შეიქმნას. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი საქართველოსთვის და შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი იმ კორუფციის ბრალდებებზე, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში და ეს არის შანსი საქართველოსთვის წარმოადგინოს მტკიცე ერთგულ...
საქართველოს მოქალაქეებზე, ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათთვის როგორც კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება არის მიუღებელი, პარტნიორები ასე არ იქცევიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა. "ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა. ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ტერმინი სანქცია აქ არ გამ...
მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ერთადერთი მიზეზი, რამაც თავის დროზე პოლიტიკაში მოიყვანა, საქართველოს ინტერესების დაცვა იყო და დღესაც მხოლოდ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს. „2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით, ჩემი სამშობლოს სიყვარულით. ამას არ ვნანობ. დღესაც ჩემს ხალხს ვემსახურები. სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამარცხვინოა, როდესაც ფულს გიხდიან და სხვისი ქვეყნის ინტერესებს ატარებ. მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს. თქვენ ნუ ი...
უკრაინელები საუკეთესოდ იყენებენ NATO-ს ტიპის იარაღს რუსული არმიის გასანადგურებლად, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს. რეზნიკოვის თქმით, უკრაინელების ასეთი გამოცდილება "უაღრესად მნიშვნელოვანია ალიანსისთვის". "უკრაინა NATO-ს 33-ე წევრი უნდა გახდეს, შვედეთი კი 32-ე. უკრაინელები საუკეთესოდ იყენებენ NATO-ს ტიპის იარაღს რუსული არმიის გასანადგურებლად. ასეთი გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია ალიანსისთვის", - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი twetter-ზე. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ფინეთი ოფიციალურად ნატოს 31-ე წევრი გახდა.
ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც, პრაქტიკულად, საქართველოს პარლამენტი გადაქცეულია ჩაკეტილ, ყველაზე უფრო გაუვალ სფეროდ მათ შორის ჟურნალისტებისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა. დეკანოიძე მოითხოვს, რომ ჟურნალისტებს დაუბრუნდეთ აკრედიტაცია, რათა შეძლონ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელება. "მე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო რამდენად საშიში მოხდა გუშინ და რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში, წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც დემოკრატიისთვის უნდა იყოს სამაგალითო. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნ...
მე მხარს ვუჭერ გადაწყვეტილებას, რომელიც სახდეპმა გუშინ მიიღო და ვთვლი, რომ ეს იყო ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა სახდეპს, - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გაკვეთილი უნდა ისწავლოს, თუ უნდათ რომ მოსკოვს დაუახლოვდნენ, ისინი ამ გზაზე კარგად არიან, მაგრამ თუ მათი სურვილია, რომ მომავალი ევროკავშირს დაუკავშირონ, მაშინ ასე მოქმედება არ უნდა განაგრძონ. "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია იერიში მიაქვს აშშ-ის საელჩოზე და უნდა გაითვალისწინონ, რომ შეიძლება, ისინი სანქცირებული ადამი...
ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება, - ასე გამოეხმაურა მოსამართლე ლევან თევზაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების ლინჩის წესით გასამართლება მიუღებელია და აღნიშნა, რომ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა. "ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლ...
საქართველოს, შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს კანონი, - ასე გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ დასანქცირებული მოსამართლეები ჩართულნი იყვნენ კორუფციულ გარიგებაში, აქედან გამომდინარე შეერთებული შტატები ვალდებული იყო, რომ განეხორციელებინათ შესაბამისი ქმედება, რაც კანონით არის გათვალისწინებული. სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ მოითხოვება აშშ-ის კანონმდებლობის მიერ, როცა გვაქვს საკმარისი მტკიცებულებ...
ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება, დიდი პროცესის დასაწყისია, რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების მხარდაჭერას ის ამაზე კომენტარს წინასწარ ვერ აკეთებს. "ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ევროპულ პარლამენტს არა ერთხელ მოუთხოვია სანქციების დაწესება, მაგრამ საუბარია სანქციების დაწესებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონის მიმართ, რომელიც ყველაფრის უკანაა, მათ შორის მოსამართლეების, მა...
გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული მოსამართლე ირაკლი შენგელია დაწესებულ სანქციებს. მისივე თქმით, მას არაფერი ესაქმება ისეთ ქვეყანაში, სადაც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, ვინაიდან მსგავსი „ღირებულებები“ მის ოჯახს არ სჭირდება. "მსურს, გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემზე და ჩემს ...
ჩემმა კოლეგა მინისტრმა, გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას, - ასე გამოეხმაურა სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებას, რომელმაც ენტონი ბლინკენს სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაუგზავნა. ილია დარჩიაშვილმა კითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ არის შანსი მისი დასანქცირების, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ სანქციების სახით რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება. "ჩემმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას", - თქვა ლილუაშვილმა. უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ...
საფრანგეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ომში ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისივე თქმით, შეუძლებელია ევროპა იყოს უსაფრთხო და სტაბილური იქამდე, სანამ კონტინენტზე არის ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბირთვული იარაღის განლაგება მფლობელი სახელმწიფოების გარეთ, განსაკუთრებით ევროპაში. ამ მხრივ ყველამ უნდა გაიხსენოს თავისი მოვალეობები, განსაკუთრებით რუსეთმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ეს არ შეესაბამება ჩვენს ვალდებულებებს და საერთაშორისო სამართალს. გრძელვადიანი მშვიდობა მიიღწევა ...
სანქციები, რომლებიც გამოცხადდა გუშინ, არის მათ წინააღმდეგ, ვინც არიან ჩართულნი კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას, - ასე გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, ყველაფერი რაც აშშ-მა საქართველოსთვის გააკეთა წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატიის მშენებლობას ემსახურებოდა. “ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო წარმატებული, გვინდა ვნახოთ, რომ ქართველი ხალხი აღწევს იმ ოცნებას, რომ ისინი ცხოვრობენ წარმატებულ კეთილდღებაში და არიან ევროპული ოჯახის წევრი, ყველაფერი რაც ამერიკამ გააკეთა საქართველოში, ემსახურებოდა ამ მიზნის მიღწევას, ეს არის წა...
ამერიკელები სასამართლოზე „ნაცმოძრაობის“ კონტროლის დაბრუნებას გამალებული ცდილობენ, - ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლეების დასანქცირება და "მსგავსი პროცესები სასამართლოზე ამერიკული კონტროლის დასამყარებლად არაერთ ქვეყანაში წარიმართებოდა და წარიმართება". „2004-2012 წლებში საქართველოს სასამართლო სისტემას უცხოელი აგენტები – სააკაშვილი და ადეიშვილი დაეპატრონენ. ყველამ კარგად ვიცით, სადამდე მიიყვანა ამერიკელების მიერ გამწესებულმა ხელისუფლებამ მაშინ ქართული მართლმსაჯულება. სასამართლოს ხელით საქართველოში გაუბედურდა ათიათასობით ოჯახი. სასამართლო გადაქცე...