ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხის ო...

წარმატება მინდა ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის, როგორც პრემიერ-მინისტრი, იმდენივეს გააკეთებს  წალენჯიხისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის „ასევე მინდა ვთქვა, რომ მე, როგორც პრემიერ-მინისტრს მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მე მინდა მათ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ჩვენი ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იქნა გამ...

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე – ...

ოპოზიციისთვის რთლად მისაღები იყო მორიგი მარცხი, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს, ეს ბევრ რამეს ნიშნავს, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშილის თქმით, დადგა დრო, რომ ვიწროპარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენონ. "კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ ეს მათთვის უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი. ჩვენ ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი. კიდევ ერთხელ, მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო, რომ საკუთარი პირა...

კობახიძე - სააკაშვილის შიმშილი ...

მიხეილ სააკაშვილის შიმშილი „ფეიკი“ აღმოჩნდა. - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო და ყველას აინტერესებდა შიმშილობდა თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. „რა თქმა უნდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველას აინტერესებდა შიმშილობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი. ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი არის „ფეიკი“. მისი შიმშილობაც „ფეიკი“ აღმოჩნდა. საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, ...

სააკაშვილის ადვოკატი - ხელისუფლე...

ამ წუთებში რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან. როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი დროულად უნდა გადაიყვანონ, რადგან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები განაგშის ზარს სცემენ. "ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს დროულად, კრიტიკულ მდგომარეობას აღარ უნდა დაელოდოს და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში, ამას ითხოვს უბრალოდ ელემენტარული ადამიანურობა. აქ არ არის დრო რაღაც პოლიტიკური ბოღმის ნთხევის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხანის მანძილზე აკეთებდა. ჩვენ მოვისმინეთ პროფესიონალის განცხადება რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სააკასვილი სამოქალაქო კლინიკაში. პენიტენციური ს...

პარტია „დროას“ წევრებმა იუსტიციი...

პარტია "დროას" წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ადგილზე ​საკვები დანამატები მიიტანეს. ამ ფორმით მათ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, მოშიმშილე ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტის შემცვლელ საკვებ დამანატს იღებს, უწყების მტკიცებით კი ეს შიმშილობის დარღვევაა.   ცნობისთვის,  6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმის ოთახშია და იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ მიწოდებულ საკვებ დანამატებს იღებს.

„ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუ...

"ლელო' ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს. - ამის შესახებ პარტიაში აცხადებენ. "ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ.  ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად.  ლელო მიმართავს ხელისუფლების წარმოამდგენლებს, დაუყოვ...

ინსპექტორის სამსახური სააკაშვილი...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. ვიდეობში ჩანს, რომ რუსთავის N12 დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარების ოთახში მინერალების შემცველ პიურეებს იღებს. "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ზემოაღნიშნული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. თავისუფლებააღკვეთ...

მელია - 24 საათს ვაძლევთ სააკაშვ...

ნიკა მელიამ ხელისუფლებას 24 საათიანი ვადა მისცა,რათა მიხეილ სააკაშვილი საქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ მისივე განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორშაბათს საღამოს რვა საათზე შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე. "მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის გადასარჩენი. ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. 24-საათიან ვადას. 24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს, რომ მოგვაწვდინოს ხმა,საჯაროდ ან სხვადასხვა არხებით რას გადაწყვეტს, ამიტომ თუ საღი აზრის მარცვალი შერჩენია ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც იქნება უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ 24 საათში ამას მაი...

მიხეილ სააკაშვილი - დილიდან უარი...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ციხის საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ამჯერად ექს პრეზიდენტი ამბობს, რომ  არანაირ საკვებს არ იღებს და მან მხოლოდ რამდენიმე ბოთლი წვენი მიიღო. ამასთან საააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის და პუტინის მიზანია მისი ფიზიკური განადგურება. „რაც შეეხება ჩემი შიმშილობის დეტალებს და „ხელისუფლების“ განცხადებებს: კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი. 30 ოქტომბრის მერე მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შ...

ეს ჩემგან თქვენს ბელადს - რას უ...

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელ "ტვიტერში", იუსტიციის მინისტრის განცხადებას, ეხმაურება და წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" ყველანაირი ფეიკი გაუგია, მაგრამ მისი თქმით,"ფეიკშიმშილობა არის სხვა დონე".  გიორგი გამსახურდია ტექსტთან ერთად წიწიბურას ფოტოს ავრცელებს - " ეს ჩემგან თქვენს ბელადს". "ცოტნე რომ შიმშილობდა და მართლა შიმშილობდა, პროკურატურის და სად-ის პასუხი იყო, რომ გაუარესების შემთხვევაში გადასხმას გავუკეთებთო. უფრო მეტიც, რასაც იმსახურებს იმას ამით ვერ შეცვლისო. ყველანაირი ფეიკი გამიგია ნაცებო თქვენგან, მაგრამ ფეიკშიმშილობა არის სხვა დონე. ეს ჩემგან თქვენს ბელადს...

ზურაბ ჯაფარიძე – ვაპირებ მთელი ე...

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. სადაც სუს-ის მტკიცებით 6 ნოემბრიდან ენმ სახელმწიფო დაწესებულებების შენობების ბლოკირებას და რუსთავის ციხესთან გზის გადაკეტვას აპირებს. ჯაფარიძე ფეისბუქ სტატუსში მის გეგმებზე საუბრობს. ამასთან, ჯაფარიძე აცხადებს რომ სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზებას და ამაზე დროის ხარჯვას აპირებს. "რომ არ იწვალოთ აქ მოგიყვებით რას ვფიქრობ და რას ვაპირებ 1. ჩემთვის ყველაფერი იწყება რეალობის გააზრებით. ბოლო ორ არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი იყო ისეთი რომ შეცვალა მთავარი მოცემულობა - ვინ არის ხელისუფლებაში, ოცნება თუ რაიმე სახის ახალი კოალიცია. გაყალბებაში ვგულისხმობ ორ ...

მდინარაძე სააკაშვილზე - 41-ე არა...

ქართული ოცნების აღამსრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა რომ ფეიქია ოცდამეჩვიდმეტე დღეს გაირკვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. "რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ორმოცდამეერთე დღეს ველოდები, როცა სააკაშვილი (ორმოცდღიანი „შიმშილობის“ ფონზე) ისევ ჯანმრთელად იქნება და სასაცილო მდომარეობაში აღმოჩნდება-მეთქი. ეს ნათქვამიც გააყალბეს, სიკვდილს ელოდებიანო, - მათი გონება სხვანაირად ვეღარ მუშაობს... ორმოცდამეერთე არა, მაგრამ ოცდამეჩვიდმეტე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია“! - წერს მდინარაძე.  

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილის...

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ ექიმებისგან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმაში. იუსტიციის მინისტრმა ეთერში ისაუბრა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა სადეპუტატო შეკითხვა, რაზედაც უწყება ვალდებული იყო გაეცა ინფორმაცია. რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი შედგება ფაფებისა და ნატურალური წვენებისგან, რაც შეადგებს საკვებ რაციონს და არ აქვს სამედიცინო დანიშნულება. ,,ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სადეპუტატო კითხვით, რომე...

ელენე ხოშტარია - თუ რეაგირება არ...

მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია მძიმდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი  თქმით, თუ  მის შიმშილობას რეაგირება არ ექნაბა და ექსპრეზიდენტს კლინიკაში არ გადაიყვანენ  პროტესტის ფორმას კიდევ უფრო გაამწვავებს. "რაღაც დროის შემდეგ, თუ არ იქნება რეაგირება, მე ვფიქრობ ამ პროტესტის გამწვავებაზე. ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომლებზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. როდესაც გადავწყვეტ, მაშინ გეტყვით. ეს არ არის თამაში, ეს არ არის ხუმრობა, ეს არ არის პოლიტიკური პოზიორობა, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ გვიანობამდე მქონდა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილის ექიმებთან და ...

სააკაშვილის ადვოკატი - მდგომარეო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები მივიდნენ. როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატები აცხადებენ, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა. "ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დღითიდღე უარესდება. შევდივართ კრიტიკულ ფაზაში, ამაზე მედიკოსები საკმაოდ კომპეტენტურად საუბრობენ და ჩვენ როდესაც ვხვდებით, ეს არის აღქმადი არაპროფესიონალების თვალითაც. სახალხო დამცველის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღარიბაშვილის და რატი ბრეგაძის განცხადებები იყო ბლეფი. როდესაც ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანდნენ გლდანში, არათუ მზად არ იყო, აღჭურვილობაც არ გააჩნდა და სამედიცინო პერსონალიც არ ჰყავდა დაწესებულებას ისეთი პაციენტის მისაღებად, ...

სააკაშვილის მამა - დრო აღარ ითმე...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი სახელმწიფოს გამოყოფილ ექიმებსა და ალტერნატიულ კომისიას მიმართავს და მოითხოვს, რომ მთავრობას სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა აიძულონ. ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, მისი შვილის მდგომარეობა კრიტიკულია. "მდგომარეობა კრიტიკულია. დრო აღარ ითმენს! მოვითხოვ როგორც ექიმი, როგორც მშობელი და როგორც ქვეყნის პატრიოტი, დღესვე ჩაატარეთ საჯარო პრესკონფერენცია სახელმწიფოს გამოყოფილმა ექიმებმა ალტერნატიულ კომისიასთან ერთად და გააცანით საზოგადოებას პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დღესვე აიძულეთ მთავრობა მიშა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში. გაფრთხილებთ და კოლეგიალურად მოვითხოვ", - წერს ნიკო...

ნიკა გვარამია - საპატრიარქოც და ...

დღეს რაც ჩვენ მოვისმინეთ არის ტყუილი. ორმა ინსტიტუციამ დღეს გვითხრა უარი მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.  გვარამიას თქმით, საპატრიარქოს კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე, თუმცა როცა საქმე საქართველს ექსპრეზიდენს ეხება, ტყუის და უბრალოდ უარს ამბობს სააკაშვილის საქმის განხილვაზე. „მე იუსტიციის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი. არ ვიცი ამჟამად საქართველოს საპატრიარქო ტყუილს განიხილავს თუ არა, როგორც ცოდვას, მაგრამ მე ტყუილს განვიხი...

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველი - სააკა...

მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული პოზიცია, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.  მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი წინა შეხვედრასთან შედარებით, წონაში მოკლებულია.  „გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ის წუხს იმის გამო, რომ ამდენ ხანს შიმშილობა. ბატონმა მიხეილმა მადლობა და გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას და ის გრძნობს მი...

კახა კალაძე ოპოზიციაზე – აუცილებ...

„არ მინდა საზოგადოებისა და თბილისელების დაყოფა - ჩემიანებად და არაჩემიანებად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. კითხვაზე - რას ფიქრობს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა, ისურვებდა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი პოლემიკა არსებობდეს. „ოპოზიციის გადასაწყვეტია აქციების გამართვა და საკუთარი შეხედულებების სხვადასხვანაირად გამოხატვა. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ჩვენ შეგვძლებოდა ჯანსაღი პოლემიკა, დებატები სხვადასხვა საკითხზე. მე პირადად მზად ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა ამ ქალაქისა და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ადრეც ვთქვ...

კახა კალაძე: რატომ უნდა უხაროდეს...

საქართველოს ყოფილპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და მან ამ ყველაფრის გამო, პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.  როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააჩნია, რომლის შესახებაც არაერთხელ ისაუბრა.   „ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ იქნა გაჟღერებული. როდესაც ადამიანს აქვს ძალიან მძიმე დანაშაულები, რა თქმა უნდა, მან პასუხიუნდააგოს. რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყ...