მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტი სიფრთხილისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩევნების წინ ფალსიფიცირებული აუდიო და ვიდეოჩანაწერების გავრცელების თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას შეეხებოდა. კობახიძის თქმით, განცხადებაში საუბარია პოლიტიკურ ძალებზე, რომელთაც ქვეყნისთვის სიკეთე არ სურთ. „პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომელთაც არ უნდათ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. აქ საუბარია როგორც გარედან მოქმედ ძალებზე, ისე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებზე, ანუ იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფ...
მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიოჩანაწერების გავრცელებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, ყალბ ჩანაწერებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეოგამოსახულება იქნება გამოყენებული. "სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებუ...
დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დრო, როდესაც ყოველგვარი ხელოვნური დაბრკოლება მოიხსნება და ქართველები და აფხაზები ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და განუყოფელ ქართულ სახელმწიფოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა. კობახიძის თქმით, ხელისუფლების ქართული ოცნება საქართველოს გამთლიანებაა. "ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრშია გამყოფი ხაზი, რომელიც ხელოვნურად გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მხარეს - აფხაზეთს. გამყოფი ხაზი ხელოვნურად გვაშორებს ადამიანებს, მათ შორის ჩვენ აფხაზ ძმებსა და დებს, რომლებიც ენგურს გაღმა ცხოვრობენ. დარწმუნ...
ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები, ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდში, პარტიის საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს იდენტობა და მშვიდობიანი განვითარება გააგრძელოს. "დღესაც ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც უნდა გადავრჩეთ და უნდა გადავრჩეთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, იმ ღირებულებებით, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და გავაგრძელოთ მშვიდობიანი განვითარება", - განაცხადა კალაძემ.
პარტიების გასამართლება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში დასრულდეს ეს ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, "თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, რისთვისაც შესაბამისი პროცედურები დაიწყება აუცილებლად არჩევნების შემდეგ, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს არ მოგვარდება". "რაც შეეხება ამომრჩეველს, ვერ განვიხილავ ასეთ საკითხს. რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ამომრჩევლის გასამართლება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამომრჩეველს პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარი არჩევანის გამო, ჩვენი მ...
მხოლოდ თაღლითმა შეიძლება, შესთავაზოს საზოგადოებას 1 000-ლარიანი პენსიის დაპირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "1 000-ლარიანი პენსიის დაპირება თავად ოპოზიციამ გააცამტვერა, თუმცა მამუკა ხაზარაძე ჯიუტად მაინც არ იშლის თავისას". "მხოლოდ თაღლითმა შეიძლება შესთავაზოს ასეთი დაპირება საზოგადოებას. ის არის სასამართლოს მიერ აღიარებული როგორც თაღლითი და თავად ცდილობს, რომ მორიგი არგუმენტები წარმოადგინოს ამ სტატუსის სასარგებლოდ. 1 000-ლარიანი პენსია ნიშნავს, რომ ჯამში 10 მილიარდი ლარი უნდა იყოს გამოყოფილი ბიუჯეტში. ამ დროს თქვენ იცით, რომ ხაზარაძეს აქვს კონკრეტული დაპირება, მას სურს, საქ...
"ქართული ოცნების" გამარჯვების საშუალება არის არჩევნების გაყალბება, რაც დაწყებულია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-ს განუცხადა. როგორც Financial Times-ის სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი პარტია დაადანაშაულა კრემლის მიერ შთაგონებული დაშინების ტაქტიკის გამოყენებაში მომავალი არჩევნების გასაყალბებლად და მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის გააკეთონ. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მაღალი აქტივობა "ქართული ოცნების" სრულ დამარცხებას ხელს შეუწყობს. "ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც რუსეთში მოიპოვა ქონება, "ქართული ოცნ...
რუსეთი ხედავს დასავლეთის მცდელობებს, მოახდინოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და გავლენა მოახდინოს ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთი საქართველოს არჩევნებში არ ერევა. "რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არაა. ჩვენ ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების აშკარა მცდელობას, განახორციელონ ზეწოლა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე და პირდაპირი, დაუფარავი გავლენა მოახდინონ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე",- განაცხადა პესკოვმა.
2000 წელია, საქართველო ვერავინ დაიმონა და ვერც ივანიშვილი დაიმონებს! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, „ხიფათიანი, მაგრამ შესაძლებლობებით აღსავსე ცხოვრება სჯობს „მშვიდობიან მონობაში" ცახცახს". „დღეს შევხვდი დმანისელებს. რას ნიშნავს, როცა თაღლითი, „გადამგდები“ „ოცნება“ ბოდიშს უხდის სისხლიან მტერს? ამ შემთხვევაში, ბოდიში ნიშნავს მონობის აღიარებას და მხოლოდ მონას შეუძლია, მადლობა გადაუხადოს მჩაგვრელს. დიახ, მონურ მორჩილებაზეა აგებული „მეოცნებეობა“. რუსეთი 2012 წლის შემდეგაც განაგრძობს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ჩაგვრას და ჩვენი ხელისუფლებისგან იღებს მადლობებს. ...
ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი, ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ. ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა - ქსენოფობია! - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და "მისი ხელქვეითების რუსული პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა". "ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, "კაგებეშნიკური" პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ. ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხ...
"სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხშირად იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზებით ცდილობენ". "სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს ამომრჩევლებს, საკუთარი პერსონალური მონაცემი ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არავის გადასცენ. "სამართლიანი არჩევნები" ასევე მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, შეისწავლონ, გამოიძიონ და მიიღონ შესაბამისი ზომები ბოლო პერიოდში გაჟღერებულ კ...
დღეს, 15 ოქტომბერს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე, საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია EU-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოს საკითხზე მსჯელობას, მოახლოებული არჩევნების ფონზე, გერმანიის დელეგაცია გამართავს. სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება. მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენცია.
მინისტერიალზე განვიხილეთ მოლდოვასა და საქართველოში არსებული ვითარება, ორივე ქვეყანა მომავალ კვირებში მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე დგას, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბორელმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები, გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის. "ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას საარჩევნო პროცესის ჩასაშლელად ჰიბრიდული თავდასხმებისა და ამომრჩეველთა ფართოდ გავრცელებული უკანონო მოსყიდვის გზით. ჩვენ ვაფასებთ მოლდოვის მთავრობის გამძლეობას ამ უპრეცედენტო გა...
საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ჩვენ აუცილებლად წავალთ წინ,- ამის შესახებ " ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად წავა, ევროპისკენ და მოიშორებს იზოლაციას. " მთელი საქართველო ერთიანია, "ქართული ოცნება" მარცხდება. ვაფხიზლებთ, ვაერთიანებთ, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველა ერთად დავდგეთ. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ჩვენ აუცილებლად წავალთ წინ, ევროპისკენ და იზოლაციას უარს ვეტყვით. მოიშორე ბიძინა, წადი ევროპისკენ",- განაცხადა ვაშაძემ
1 000-ლარიანი პენსიის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო დაპირება ტყუილი და ბლეფია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" მიერ 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებულ საარჩევნო დაპირებაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, მსგავს შემთხვევაში, აღნიშნული თანხა რომელიმე მიმართულებას უნდა მოაკლდეს, რაც წარმოუდგენელია. "მახსოვს, როდესაც აღნიშნული დაპირება პირველად გააჟღერეს, ერთ-ერთ ტელევიზიაში დებატები ჰქონდათ. მეორე მხარეს, თუ არ ვცდები, „გირჩის“ წარმომადგენელი იყო. იქ დაიხატა სრული სურათი, თუ როგორ ატყუებენ ხალხს. ელემენტარული მათემატიკა არ იცოდნენ, რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! ე...
მნიშვნელოვანია, რომ ის წავიდეს არა როგორც ყოფილი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, „გულდასაწყვეტია, როდესაც ამ სტატუსის მქონე ადამიანი არღვევს კონსტიტუციას". „ის კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე პირველი უნდა იდგეს. მომავალში ვერავინ რომ ვერ გაბედოს კონსტიტუციის დარღვევა, სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ამის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის წავიდეს არა როგორც ყოფილი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი“,- განაცხადა კალაძემ.
დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, მე განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს დღეს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ". „სანქციების დაწესება არ არის აქტუალური საკითხი. მე მგონია, რომ მომავალი წლიდან თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ჩვენ მივიღებთ შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას. ...
ჩვენი რეიტინგი არის, დაახლოებით, 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, „გეგმას, რომელიც არის წარმოდგენილი, განხორციელება არ უწერია". „ჩვენი რეიტინგი არის, დაახლოებით, 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი. ჩვეულებრივად ჩატარდება არჩევნები. ნოემბერში, დეკემბრის დასაწყისში შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. ის გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, რომელსაც არ უწერია განხორციელება, ნიშნავს ერთი წლით ქვეყნი...
არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, "საქართველომ რომ არ დაკარგოს ყველაფერი და გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ, ამის ერთადერთი გარანტი ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებაა". "არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროკავშირის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ახლა ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ არ დაკარგოს მათ შორის უვიზო მიმოსვლა ევროკავ...
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, სკოლებში ბავშვებს მშობლების პირად ნომერს სთხოვენ. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიცირება. "სკოლებში ასეთ მონაცემებს რომ სთხოვენ ბავშვებს, ეს პირადი მონაცემების დარღვევაა! არ უნდა გასცეს ბავშვმა მშობლების პირადი ნომერი! სააინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიკაცია!" - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე და ფოტომასალას აქვეყნებს.