"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, "თუ არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება, მაშინ მას არასამთავრობო კი არა, "გარესამთავრობო" ორგანიზაცია უნდა ერქვას". "როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება! კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემა...
ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ეს არ არის იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც 2022 წელს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით იყო მიღებული. „მაშინ ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ, იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური ...
"მეგობარი აქტი", რომელსაც სენატში უახლოეს დღეებში განიხილავენ, გვპირდება 14-მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და გვპირდება უვიზო მიმოსვლას აშშ-სთან, თანაც ეს აქტი არის ორპარტიული შეთანხმება "დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის”,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. კორძაიას თქმით, "დაფიქრების საგანია ის, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც აშშ-ია, ძალიან ხშირად ნახულობს დროს, იმსჯელოს ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა". "უახლოეს დღეებში სენატში არის დაგეგმილი განხილვა, სადაც "რესპუბლიკელები" და "დემოკრატები" ერთობლივად იმსჯელებენ საქართველოში ...
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა ჰელსინკის კომისიის „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ სანქცირებას ითვალისწინებს. კალაძის განმარტებით, საქართველო სანდო პარტნიორი ქვეყანაა, თუმცა „ურთიერთობა ცალმხრივი არ არსებობს". „არანაირი „მეგობარი აქტი“ არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა, ეს არა მხოლოდ სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებით დავამტკიცეთ. მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება”, - განაცხადა კალ...
მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახძიემ განაცხადა. როგორც პრემიერმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი ორი თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება. "საგრანტო პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ...
ლიბერალური ფაშიზმი არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების ხელწერა "სიძულვილის და ზიზღის კამპანიების წარმოებაა". "ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი - თქვენ შეგიძლიათ, გადახედოთ, როგორია სხვა ქვეყნებში პრაქტიკა. ასეთი ძალები, ერთი და იგივე ცენტრიდან მართული ძალები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, რომ დათესონ ზიზღი, სიძულვილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიძულვილს დავუპირისპირდეთ ამ ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი, რამაც უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბრის არჩევნებში, არის სწორედ ის, რომ უნდა დასრულდეს სიძულვილი ამ ქვეყა...
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრ ბესო ქართველიშვილს ამბროლაურში, ვანდალური თავდასხმის შედეგად მანქანა დახვდა დაზიანებულ მდგომარეობაში, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. როგორც ფავლენიშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტია არ არის დაინტერესებული მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნით და ამის გამო ვანდალურ ფაქტებს ახალისებს. "დღეს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრს ამბროლაურში, ბესო ქართველიშვილს ვანდალური თავდასხმის მოგერიება მოუწია. მანქანა დახვდა დაზიანებულ მდგომარეობაში, რადგან ეს ადამიანი ამ მანქანის მეშვეობით გადაადგილდება ჩვენს სხვადასხვა წე...
ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად, - ამის შესახებ ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა, - ასე აფასებს ბოლო დროს "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში. ობრაიენის თქმით, ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს [მასთან] კონკურენციის უფლება. "ეს არ ჟღერს, როგორც დემოკრატია. ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს [მასთან] კონკურენციის უფლება. ეს...
საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ინფორმაციით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების პოტენციური წარმომადგენლები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური დამკვირვებლები ესწრებოდნენ, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა. „შეხვედრების მთავარი თემა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომლებიც საარჩევნო პროცესში ...
მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშავს, მტრის პირველი მიზანია წაშალოს ქართული ძეგლები, რადგან მათი წაშლა იდენტობის წაშლაა "ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, - არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი...
ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან ჩემი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგის წევრი რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში". "მეც მთხოვეს შეხვედრა, მაგრამ მე მგონი, არ არის მიზანშეწონილი ჩემი შეხვედრა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ამ დეპუტატებთან, მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ განახორციელა რამდენიმე თვის წინ. თქვენ გახსოვთ, იყო ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი ჩამოსული საქართველ...
26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, გთავაზობთ ეროვნული თანხმობის აქტი გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს მტრობა, პოლარიზაცია და დაყოფა,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ ევროინტეგრაციის პროცესი განახლდება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან უვიზო მიმოსვლაც გააქტიურდება. "26 ოქტომბერს არჩევანი არის ძალიან მარტივი, ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში, თუ ხაზავ 41-ს, ირჩევ სიღატაკეს იზოლაციაში. მოდი, ახლა ვნახოთ, რას გთავაზობთ ჩვენ და რას გთავაზობთ "ქართული ოცნება". "ქართული ოცნება" გთავაზობთ და ღიად ამბობენ ამას, დაყოფას, დაპირისპირებას და მეტ...
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება არ არის სიტუაციის გამწვავება, ეს არის "ვალდებულებების შესრულების ბალანსის დაცვა" - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებას. როგორც ლავროვი აღნიშნავს, შეთანხმებები პარლამენტის მიერ არის რატიფიცირებული და ამ დოკუმენტების მიხედვით, "მხარეებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ". "მე ამას გამწვავებას არ ვუწოდებდი. თუ ვისაუბრებთ მიღწეული შეთანხმებების შესრულებზე, არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელსაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა, ასევე ორი ქვეყნის მთავრობებმა. შეთანხმებები პარლამენტის მიერ არის რატიფ...
ხელისუფლებას ვთავაზობთ დისკუსიას ხალხის პრობლემებზე, მაგრამ მათი პასუხი თავადასხმა და ძალადობაა, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ სწრაფად მოხდეს ირაკლი ეძგვერაძის გათავისუფლება, რადგან მისი დაკავება საარჩევნო კამპანიის წარმართვას ხელს უშლის. "ჩვენი ამოცანაა ყოველდღიურად მოქალაქეებს ვესაუბროთ თემაზე, რომელიც მათ აწუხებთ და ხელისუფლებას ვთავაზობთ დისკუსიას, რომ 350 ათას პენსიონერს გავუუქმოთ კაბალურ პირობებში აღებული სესხი. მათი პასუხი კი ვიხილეთ გუშინ - ირაკლი ეძგვერაძეს დაესხნენ თავს სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ზონდერებ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 450-მა ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს და ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა სარჩელის წარმატება. "ვფიქრობ, არავითარი პერსპექტივა ამ სარჩელს არც მანამდე ჰქონდა და ახლა მითუმეტეს არ აქვს, ამას დაემატა ახლა უკვე "სირცხვილიას" აღიარება, ამას დაემატა 450 ორგანიზაციის მიმართვა იუსტიციის სამინისტროსადმი, ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა ამ სარჩელის წარმატება. რეალურად ყველაფრით დამტკიცდა, რომ არც სტიგმატიზაციისა და არც შეზღუდვების პრობლემა არ არსებობს. როგორ...
ეს არის ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ბრძოლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ახალგაზრდების წინააღმდეგ, რაც ვიხილეთ მათ შორის “რუსული კანონის“ საპროტესტო აქციების დროს ის ძალადობა, საზოგადოების დაყოფის, დახლეჩის მცდელობა, ისევ ბრძოლა “ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რეალურად ბრძოლა ჩვენს ევროპულ მომავალთან,- ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირაკლი ნადირაძისა და ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას. ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ “ივანიშვილმა რაც არ უნდა საზოგადოების დაყოფა და დახლეჩა გადაწყვიტოს, ჩვენ როგორც საზოგადოება ვუპასუხებთ ერთიანობით, სიმშვიდით, სიმტკიცით და აუცილებლად ჩვენი ერთიანობით მოვიტანთ ი...
ოპოზიციას არ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი და ორიენტირებულები არიან პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე, ქვეყანაში ვითარების არევის უფლებას ვერავის მივცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროვოკაციულ "რისკებზე საუბრის საფუძველს იძლევა სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსული გამოცდილება". "რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე ცდილობდა და პრინციპში აღწევდა საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას. ეს იყო ყოველთვის მათი დღის წესრიგი და აქედან გამომდინარე, დღესაც არ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი. გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს ამ არჩევ...
"ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პოლიციამ პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი - ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე დააკავა. პარტია "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობა" ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. "ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ დაკავებულია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი - ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!...
რუსეთმა პირველმა სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა და "გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა", - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა. შამბას თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას შესაძლოა გამოეწვია გარკვეული სანქციები“. "პირველი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია", - განაცხადა შამბამ.
ჩვენ უკვე შევთანხმდით "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "დაიტოვე"-ს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, "არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად". "არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად. ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს. ...