ბორელი - EU-ის საგარეო მინისტრებ...

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. ბორელის თქმით, „საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო“. „ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში და მთავრობის მხრიდან იყო ვალდებულება, გაეწვია ეს კანონპროექტი, არ წარედგინა ის კვლავ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ზეპირი ანგარიში ამ მოვლ...

მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშ...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აქციაზე დასწრება თავად ივანიშვილის სურვილია. "ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება - ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას. ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს მართლა - ხალხო, ჩაატარეთ აქცია, რომ ვაჩვენოთ, რამდენი ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია. ამას გვეხვეწებიან ამ დღეების განმავლობაში. ეს კონტრაქცია კი არ არის, ეს არის აქცია, რომელიც ორგანიზდება ჩვენ მიერ და ვისაც სურვილი აქვს, მოვა და დააფიქსირებს, რო...

29 აპრილს ვნახავთ შეკრებას დემოტ...

პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია "ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილისთვის დაანონსებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, „29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს“. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია“. ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სა...

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალებ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ საქართველოს 2 მოქალაქე უკანანოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლე...

„ქართული ოცნება“ - ვითვალისწინებ...

"ქართული ოცნების" ცნობით, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება. ამის შესახებ "ქართული ოცნება" სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას, რომელსაც "ინტერექსპრესნიუსი" სრულად გთავაზობთ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო. პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9 500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი ...

თვითლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ?...

თვითლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ?  კატეგორიულად არ უნდათ "გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობის მიღება,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, მეორე მოსმენა გულისხმობს "ყოველ კონკრეტულ მუხლსა და პუნქტთან დაკავშირებით პოზიციების დაფიქსირებას, სადაც ზოგადი შეფასებების ადგილი აღარ რჩება". "ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ, მეორე მოსმენა, რომელიც უკვე გულისხმობს არა ზოგად საუბარს, არამედ ყოველ კონკრეტულ მუხლთან და პუნქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თქვეს, რომ საერთოდ არ გავეკარებით არცერთ მუხლს და არცერთ ...

სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს ...

ეს კანონი არა მხოლოდ ივანიშვილისთვისაა, არამედ სანქციების ქვეშ მოყოლილი მთელი რუსული კაპიტალისთვის, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "საგადასახადო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, "რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება". "პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია კანონით განბაჟებას ექვემდებარება, ხოლო ივანიშვილის კანონით 300 მილიონი ლარის შემომტანი გადასახადებს არ გადაიხდის. ეს კანონი არა მხოლოდ ივანიშვილისთვისაა, არამედ სანქციების ქვეშ მოყოლილი მთელი რუსული კაპიტალისთვის, ე.ი. საქართველოში ბინძური კრიმინალური ფული შემოვა და საქართველოს, როგორც ქვეყანას პირდა...

მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვ...

ეს კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრით მიიღეს, ის საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, პირიქით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა euronews-თან ინტერვიუს დროს "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც მიშელი აღნიშნავს, ევროკავშირი კანონპროექტის ირგვლივ მმართველი პარტიის გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუებულია. "მინდა გარკვევით ვთქვა: ეს კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრით მიიღეს, ის საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, პირიქით. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა მიშელმა.

TI - „ქართული ოცნება“ ოფშორებთან...

„ქართული ოცნება” ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს, - ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" (TI) ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ცვლილებები საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკს გაზრდის. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებები წარადგინეს, რომელიც  დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს. შესაძლებელია, ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზი მმართველი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იყოს. თ...

ლავროვი - საქართველოში დემონსტრა...

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და პოლონეთში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. როგორც ლავროვმა აღნიშნა, კანონპროექტის წინააღმდეგ "დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს". "საქართველოში ახლა დემონსტრაციები მიდის და იქ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ურბილესია. აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში გათვალისწინებულია ჯარიმები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ შენ მიიღე ფული, ამი...

თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედა...

ჯერ კიდევ ვერ შეძელით, რომ აღიაროთ თქვენი შეცდომები და გაარკვიოთ სად ხართ. წარსულში ხართ ისევ, თუ აწმყოში ხართ და მართლა გინდათ პოლიტიკური სისტემის ნაწილი იყოთ, რომელიც ამ ქვეყნის მომავალზე მუშაობს,- ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ. თალაკვაძე ოპოზიციონერი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ - „საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობს თავისუფალი მედია ამ ქვეყანაში“. „მინდა გამოვეხმაურო სიმბოლურ წამოცდენას, რაც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ქალბატონმა თქვა: მე ამ ტრიბუნასთან ვდგავარო, მადლობა ღმერთს რომ ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიაო. მე მინდა მას კითხვა დავუსვა. ჯერ კიდ...

კორუმპირებული ხართ - ცალ-ცალი ბო...

კორუმპირებული ხართ, ბატონო ვახტანგ, სათამაშო ბიზნესში, სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი. ვარკეთილში ცხოვრობდით, თქვენ ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ, ისევე, როგორც ყოფილი პრემიერ მინისტრი, რომელიც ნასესხები 1 000 დოლარით წავიდა საზღვარგარეთ და ახლა იძახის მილიონერი მამა მყავსო,- ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც ხაბეიშვილმა სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა მინიდინარეობდა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გომელაური "მატყუარა, აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას წარმოადგენს". "დღეს ბატონი გომელ...

კახა კალაძე - რატომ უნდა გაიწვიო...

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მედიის კითხვას უპასუხა და  განაცხადა, რომ  აღნიშნული კანონპროექტის  გაწვევის საფუძველს ვერ ხედავს.  კალაძის თქმით, „დასავლეთისგან მითითებები სახელმწიფოს ინტერესებისთვის საზიანო ისეთ საკითხებსაც ეხებოდა, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში  მეორე ფრონტის გახსნა".   „რატომ უნდა გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, ეს იქნებოდა ევროკავშირისგან  დაშორ...

ვერ გამოხვედით ივანიშვილის პირად...

თქვენ ერთი რამე გჭირთ - თქვენ ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი,- ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გომელაური საქართველოში "რუსული კანონის ნომერ პირველი მცველია". "თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმენით სადამსჯელო ჯგუფები და პირდად თქვენი დავალებით, ეს სადამსჯელო ჯგუფები უსწორდებიან პარლამენტის წევრებს... თქვენ სრულად პასუხს აგებთ იმ დანაშაულზე, რომელსაც პოლიციის მუნდირის ქვეშ ამოფარებული მცირე სადამსჯელო ჯგუუფები ახორ...

გომელაური - ისმოდა მოწოდებები, შ...

ისმოდა მოწოდებები, შტურმით აეღოთ კანცელარიის შენობა - განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, აქციაზე მყოფი პირის დაკავების დროს, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაშავდა. „რაც შეეხება აქციის მესამე დღეს, პოლიციის კორდონი აღარ იყო მობილიზებული პარლამენტის შენობის გარშემო, რადგან შენობაში სამუშაო პროცესი დასრულებული იყო და იქ არავინ იმყოფებოდა.  ჩვენ სრულად დავტოვეთ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია და პო...

გომელაური ელისაშვილზე - ძალიან ვ...

ბატონი ალეკო ელისაშვილის შემთხვევაზე მინდა ვთქვა - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ, აღნიშნა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. "კიდევ ვიძახი, გამოძიება დაწყებულია და მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, რომ ან ეს იყო, ან - ის, იმან გადაამეტა, ამან გადაამეტა. მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზე, სასამართლოზე და ა.შ. დაველოდოთ. ამ კადრებში, კარგად ჩანდა, ნათლად ჩანდა, რა ხდებოდა რეალურად. გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი - ვინ ძალადობდა, ვინ დაიწყო. ბევრი იყო იქ ოპოზიციიდან, მე ყველაზე ...

ზურაბიშვილი - არჩევნები გადამწყვ...

არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France info-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას - „ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, ,,ქართულ ოცნებას“ ძალიან ორაზროვანი კავშირი აქვს მოსკოვთან. ის ბრალს სდებს ევროპას, რომ თითქოს მას სურს საქართველოს ომში ჩათრევა. თქვენთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება?“ - პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლები...

სალომე ზურაბიშვილი - მთავრობას ...

მე პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოური ძალის აგენტი მიწოდა, რადგან მე გამოვაცხადე ჩემი სურვილი, დამედო ვეტო ამ კანონზე, მაგრამ მოსახლეობა მედგრად დგას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს, უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა, სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით, მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France info-სთან ინტერვიუში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არჩევნები ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. "მე არ მომწონს, რომ ეს კანონი პირდაპირ ...

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვ...

დღეს, 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ. ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, შეზღუდვა ტელემაუწყებლების/ტელემედიასაშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ ეხებათ. "„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლ...

საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავ...

საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 17 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით, - ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი და ამ უკანასკნელის მიმართ ჩარევის ბრალდებები მიუღებელია. „საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცენტრირება მოახდინოს ყველა იმ ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოა...