უკრაინის შეიარაღებული ძალები - ო...

ლუგანსკის სამი და დონეცკის ერთი დასახლება რუსული ჯარისგან გავათავისუფლეთ. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. მათივე თქმით, გათავისუფლებულია ლუგანსკის ოლქის კარმაზინივკას, მიასოჟარივკასა და ნევსკის დასახლებები, ხოლო დონეცკის ოლქის ნოვოსადოვის დასახლება.  " ჩვენი წარმატებული მოქმედებების საფუძველზე, ჩვენმა ჯარმა მტერი გააძევა ლუგანსკის ოლქის კარმაზინივკას, მიასოჟარივკასა და ნევსკის დასახლებებიდან, ასევე დონეცკის ოლქში, ნოვოსადოვიდან". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვი...

ზელენსკი ისრაელს - დადგა დრო, გა...

ვისკენ ხართ? დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც იბრძვის არსებობის საფრთხის წინააღმდეგ თუ თვალს ხუჭავთ რუსულ ტერორზე. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელისთვის განკუთვნილ განცხადებაში განაცხადა. მისივე თქმით, დადგა დრო ისრაელმა აირჩიოს მხარს ვის უჭერს. „დრო ხომ არ დადგა, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისკენ ხართ? ან დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც იბრძვის არსებობის საფრთხის წინააღმდეგ, ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც, როდესაც ეს გლობალურ უსაფრთხოებას სრული განადგურება ემუქრება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა დ...

პოდოლიაკი - რუსეთის ფედერაციის ს...

რუსეთის ფედერაციის სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა შანტაჟია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინას ადრე - საკვებით, ენერგიით, მიგრანტებით აშაბტაჟებდა, ახლა - "ბინძური ბომბით". „რუსეთის ფედერაციის სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა შანტაჟია. ადრე - საკვებით, ენერგიით, მიგრანტებით. ახლა - "ბინძური ბომბით", კაშხლის აფეთქებით. მიზეზები იცვლება, მაგრამ რუსული ტერორისტული არსი - არა. გაუთავებელი რუსული შანტაჟის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა”,- განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანე...

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში გაა...

სექსუალური ძალადობა ყველა კატეგორიას თანაბრად შეეხო: ქალებს, მამაკაცებს, ბავშვები. - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პროკურორმა ირინა დიდენკომ განაცხადა. მისივე თქმით,ამჟამად სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი იდენტიფიცირებულია. სასამართლოში ორის საქმე უკვე განიხილება. "სექსუალური ძალადობა ყველა კატეგორიას თანაბრად შეეხო: ქალებს, მამაკაცებს, ბავშვებს. რაც შეეხება ასაკს, 4-დან 85 წლამდე. სამწუხაროდ, არანაირი გამონაკლისი, კატეგორიები და ასაკობრივი მახასიათებლები, ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანი განიცდიდა ასეთ ძალადობას და, სამწუხაროდ არის ბევრი შემთხვევაა“. - ნათქვამია...

კალაძე ჟურნალისტს - თქვენ გაქვთ ...

თქვენ გაქვთ ერთადერთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ კახა კალაძე გადადგეს, გადააყენოთ იმისთვის, რომ ჩაატაროთ ახალი არჩევნები და აჯანჯღაროთ ქვეყანა. საერთოდ არ გაინტერესებთ სამართლებრივი მხარე, - ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იყო შადრევანი ხელით მართვაზე, თუ გამართული იყო, კალაძე ამბობს, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. "ამასთან დაკავშირებით მოგეცათ ახსნა-განმარტება, თუმცა თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური ნარატივი, საერთოდ არ გაინტერესებთ, რეალურად რომ ვთქვათ, რა მოხდა; საერთოდ არ გაინტერესებთ იმ ოჯახის უბედურება; საერთოდ არ გაინტერესებთ გ...

თუ სომხეთი მზად იქნება, შეგვიძლი...

დღეს გვაქვს საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის დისკუსიისთვის ერთიანი პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა. ალიევმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ყარაბაღის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის, საჭიროა, სომხეთმა აზერბაჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწეროს ხელი. "ყარაბაღის ომის შემდეგ, ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. მე ვაცნობე საქართველოს პრემიერ-მინსტრს მიმდინარე სა...

ღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრაზე ...

ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე, ასევე, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება და რეგიონის მდგომარეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ის რაც ხდება უკრაინაში მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს.  "ეს ურთიერთობები ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხების კეთილდღეობას.  დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობაზე ...

ევროპელი პარტნიორები გამადიდებელ...

გამადიდებელი ლუპის ქვეშ გვიყურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და სრულიად ცინიკურად, პრაქტიკულად სილის გაწვნით ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, მურუსიძე და გვრიტიშვილი მშვიდად ბრუნდებიან იუსტიციის საბჭოში, - ასე ეხმაურება პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის არჩევას. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება "კლანის გაძლიერებას". "საქართველო იმყოფება განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, გარდა ჩვენი დემოკრატიის ხარისხისა, პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენ ევროპულ პერსპექტივაზე. 24 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ...

მელია - სასამართლო საბოლოოდ ჩამო...

სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის - ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მელიამ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით "ხელისუფლებამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე უარი თქვა". "გუშინ სასამართლო სისტემამ და ამ ხელისუფლებამ ღიად უარი თქვა ევროკავშირის მიერ გაცხადებული რეკომენდაციების შესრულებაზე და სისტემის რეფორმირებაზე. ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ ...

სააკაშვილის მოხსენიება ძირს უთხრ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს N2463-ე რეზოლუციასთან დაკავშირებით („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“) სპეციალურ მიმართვას უგზავნის. პაპუაშვილი მიმართვაში განმარტავს, თუ რატომ არ დაუჭირა  მხარი "ქართულმა ოცნებამ" რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ  გამოცხადებას გულისხმობს და სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად არის მოხსენებული.   "ინტერექსპრესნიუსი" პაპუაშვილის მიმართვის ტექსტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, უცვლელად გთავაზობთ:...

ყველანაირი ნაბიჯი, რაც ართულებს ...

ყველანაირი ნაბიჯი, რაც ართულებს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობას და ასევე რიტორიკა არის ძალიან ცუდი ჩვენი ორი მოძმე ხალხის მომავლისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს. სააკაშვილის თქმით, საჭიროა, "ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი და ვიაროთ გამარჯვებამდე".   "ჩემთვის ეს პიროვნულად ძალიან მტკივნეულია, არ მეგონა თუ აქამდე მივიდოდა საქმე, ახლა პირიქით ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი და ვიაროთ ძალიან ახლო გამარჯვებამდე", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

უოლასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტ...

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს. - ამის შესახებ ინფორმაციას, Sky News-ი ავრცელებს. მათივე თქმით, უოლასი "ამ ეტაპზე ბორის ჯონსონისკენ იხრება". დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა. ლიზ ტრასის წასვლა უზრუნველყოფს ძალაუფლების ახალ ბრძოლას მმართველ კონსერვატიულ პარტიაში. კონსერვატიულმა დეპუტატებმა მას მოუწოდეს წასულიყო და ტრასი საბოლოოდ მათ მოთხოვნას დათანხმდა. ბორის ჯონსონის პოტენციური დაბრუნება პოლიტიკის ამ ფრონტზე გამორიცხული არ არის ჯონსონის ზოგიერთი მოკავშირე ბოლო კვირების განმავლობაში ამტკიცებდა რომ მისი გადაყენება შეცდომა იყო.

პესკოვი - პუტინი მუდმივად მზად ი...

პუტინი მუდმივად მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უკრაინული მხარის პოზიცია შეიცვალა. -  ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის კანონი ახლა ყოველგვარ მოლაპარაკებას კრძალავს. "თუ გახსოვთ, პრეზიდენტი პუტინი ცდილობდა მოლაპარაკებების დაწყებას ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დაწყებამდე, პუტინი ასევე მუდმივად მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის თუმცა უკრაინული მხარის პოზიცია შეიცვალა, უკრაინის კანონი ახლა ყოველგვარ მოლაპარაკებას კრძალავს".  შეგახსენებთ,რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ABC News-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,რომ პუტინი ა...

ნათელაშვილი - მივმართავ აშშ-ს და...

აღსრულდა ის, რისთვისაც 10 წლის განმავლობაში თავგანწირულად ვიბრძოდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კრიმინალ ოლიგარქ ივანიშვილის ოჯახი დასანქცირებულია - ასე ეხმიანება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი უკრაინის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის დასანქცირებას. შალვა ნათელაშვილმა გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციას მიმართა და მოუწოდა, რომ დატოვონ პარლამენტი, რათა ისევ შექმნან ერთიან საკონსულტაციო ფორმატი და მოითხოვონ ხელახალი არჩევნები. "აღსრულდა ის, რისთვისაც ლეიბორისტული პარტია 10 წლის განმავლობაში თავგანწირულად იბრძოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კრიმინალ ოლიგარქ ივანიშვილის ოჯახი დასანქცირებულია. უკრაინის პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მ...

დეკანოიძე - ბიძინა ივანიშვილიც დ...

მინდა გამოვთქვა შეშფოთება და წუხილი, რომ საქართველოს მოქალაქეები და ივანიშვილის გარემოცვის წევრები მოხვდნენ კაბაევასთან და სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად იმ სიაში მოხვდნენ, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და ეროვნულ ინტერესებს, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე უკრაინის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის დასანქცირებას. როგორც დეკანოიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, რომელსაც მისივე თქმით, აქვს კავშირები რუს ტერორისტულ რეჟიმთან, არის არა მხოლოდ საქართველო დემოკრატიისთვის პრობლემა, არამედ რეგიონისთვის პრობლემა.  "ზელენსკის მიერ სანქცირებული ივანიშვილის ოჯახი...

წულუკიანი ივანიშვილის ოჯახის დას...

ალბათ, ეს უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, - ასე აფასებს საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი უკრაინის მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის დასანქცირებას. წულუკიანის თქმით, ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ​სანქცირებულ პირებზე რაიმე კონკრეტული ეფექტი ჰქონდეს. „ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოიცა უკრაინის ხელისუფლების მიერ, ეკუთვნის უშიშროების საბჭოს, როგორც გადაწყვეტილება. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს, საქართველოს, ჩვენს სამშობლოს მოუწოდებდა ომში ჩართვისკენ და არ ადარდებდა, რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს თაობებზე და ...

მდინარაძე - ომში ჩართვაზე უარს მ...

ომში ჩართვაზე უარს მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების დასანქცირება. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ქმედება შანტაჟია, რომ აწი საქართველო მაინც ჩაერთოს. „აქ ირიბ და სხვა სახის მინიშნებებზე ვერ ვილაპარაკებთ, უკრაინის რიგი მაღალჩინოსნები და უმაღლესი თანამდებობის პირები სამწუხაროდ, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ. ეს ფაქტია, შეფასებას არ ექვემდებარება. ამ ფაქტს, შემდეგ ამაზე უარს პასუხად მოჰყვა საქართველოს კონკრეტული მოქალაქეების დასანქცირება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ამავდროულად შანტაჟია, რომ აწი მაინც, რამენაირად იქნას უზრუნველყოფილი საქართველოს ომში ჩართვა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი, ამ ქვეყნის და...

მდინარაძე - ერთი რუსეთია, რომელს...

ერთი რუსეთია, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე უკრაინა. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, მათ შორის ჰააგაში. "რაც არ უნდა სამწუხარო და რთული სათქმელი იყოს, ერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მეორე აღმოჩნდა მასთან ომში მყოფი უკრაინა. არ მგონია, უკრაინელი ხალხის ნებას გამოხატავდეს მეგობრებისთვის სანქციების დაწესება არგუმენტების, მტკიცებულებების და ყოველგვარი ფაქტების გარეშე. ჩვენ არაერთგზის მოვითხოვეთ ერთი ფაქტი მაინც. უბედურება ის არის რომ ჩვენი კოლეგები, ამ დარბაზში მსხდომი ქართველები აპელირებდნენ ამაზე, რომ შავი...

კობახიძე - გონჩარენკო აბსოლუტურა...

გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩაში. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ შანტაჟის და არა დასჯის ერთადერთი მიზანი არის მეორე ფრონტი საქართველოში. „ჩვენ რანაირად უნდა ვცეთ პატივი. თუ რეზოლუცია იყო რაღაცის მიზეზი, რა შუაშია აქ ან ალეკო ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ან მათი მეუღლეები და შვილები. გონჩარენკო არის არასერიოზული კაცი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. შეგახსენებთ, გონჩარენკო არის ერთ-ერთი ადამიანი დანილოვთან, პოდოლიაკთან და სხვებთან ერთად, რომლებიც ღიად მოგვიწოდებენ ომისკენ მეორე ფრონტისკენ და საქართველოში მშვიდობის დარღვევისკენ. აქედა...

სარჯველაძე უკრაინის მიერ ივანიშვ...

იმ უწყებისგან, რომლის ხელმძღვანელიც ცოტა ხნის წინ გამოდიოდა და ამბობდა, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო, არ არის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გასაკვირი. - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით,ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი?- ალბათ, დაადგებიან იმ გზას,როდესაც, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ. „იმ უწყებისგან, რომლის ხელმძღვანელიც ცოტა ხნის წინ გამოდიოდა და ამბობდა, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო, არ არის ეს გ...