ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ე...

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკის სახურავზე ელექტრონული ომის სისტემები განათავსეს. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. მათივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონაში ოკუპანტების მორიგი ცვლა განთავსდა. "მეხუთე ენერგობლოკის სახურავზე დამონტაჟდა EW აღჭურვილობა საჰაერო სადაზვერვო ტექნიკის წინააღმდეგ საბრძოლველად. ოკუპანტების მორიგი ცვლა განლაგდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონაში“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის ...

აშშ-ში სროლისას რეპერი Takeoff მ...

შეერთებულ შტატებში სროლას ცნობილი რეპერი, ჯგუფ Migos-ის წევრი Takeoff ემსხვერპლა. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მათივე თქმით, წვეულებაზე კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაპირისპირება ჰიუსტონის ერთ-ერთ ბოულინგ კლუბში მოხდა, სადაც მოთამაშეებს შორის დაწყებული კონფლიქტი სროლაში გადაიზარდა. ჰიპ-ჰოპ ბენდი Migos შტატ ჯორჯიაში რეპერებმა Takeoff, Offset და Quavo 2008 წელს დაარსეს.

ბელგოროდში სროლის შედეგად 1 პირი...

სროლა იყო რუსეთში, ბელგოროდის რაიონის სოფელ კოზინკაში. - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე თქმით, ერთი ადამიანი დაიჭრა.  "ახალგაზრდა ბიჭმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და ექიმებმა მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს". - ნათქვამია განცხადებაში. ჭურვების ზემოქმედების შედეგად ფერმის სასადილოში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა რამდენიმე ანგარი და მანქანაც. 

პესკოვი - შავი ზღვის ფლოტზე თავდ...

შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში ლონდონის მონაწილეობას უპასუხოდ არ დავტოვებთ. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, მოსკოვი დამატებითი ნაბიჯების გადადგმას განიხილავს. „ასეთი ქმედებების რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება. ცხადია, ჩვენ ვიფიქრებთ დამატებით ნაბიჯებზე, ამის გარეშე არ შეიძლება“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე...

მელია - რომ არა ხელისუფლების ეკო...

''ოცნების'' მმართველობის პერიოდში, ეკონომიკამ  15 მილიარდი ლარი დაკარგა და რომ არა, აღნიშნული მმართველობა, დღეს მოქალაქე ორჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, რომ არა ხელისუფლების მთელი ეს "ეკონომიკური კრახი", შემცირდებოდა მიგრაცია, დღეს პენსია იქნებოდა დაახლოებით 600 ლარი, საშუალო ხელფასი 3000 ლარი, ქვეყანას არა თუ არ დატოვებდა ათეულ ათასობით ადამიანი,  "ხელისუფლება დაუღალავად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უპრეცედენტო წინსვლას, თუმცა ავიწყდება ეკონომიკური წინსვლა არის ის, რასაც მოქალაქეების უმეტესობა საკუთარ...

საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კო...

დღეს ჩვენ საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს და სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ეს უკვე ემსგავსება მათი მხრიდან ცირკს, რადგან ერთობიან ისინი, სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ, არადა ეს არ არის გართობა, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდი 12-პუნქტიან რეკომენდაციებს სერიოზულად აღიქვამს და მუშაობს, რათა ყველა საკანონმდებლო ცვლილება დათქმულ ვადებში გატარდეს. "12-პუნქტიანი რეკომენდაციები არის ჩვენ მიერ ძალიან სერიოზულად აღქმული. პარლამენტი მუშაობს დღენიადაგ. მე პარლამენტში კოლეგებთან ყოველდღიური კავშირი მაქვს. ვიცი, რამხე...

კალაძე ივანიშვილზე - ბევრი სიკეთ...

ედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შეასრულებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვაზე, მიიღებს თუ არა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.  „რა თქმა უნდა,  „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც იყო წარმოდგენილი, შესრულდეს. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია ის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ რთულ...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩეხეთის პ...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის დეკლარაციას ხელი მოაწერეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. მათივე თქმით, დოკუმენტის ხელმოწერით ჩეხეთის მხარემ დააფიქსირა უკრაინის მიერ ნატო-ს წევრობის მოპოვების პერსპექტივისადმი მხარდაჭერა. "ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელსაც უკრაინა ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად აწერს ხელს. უკრაინა იმუშავებს, რომ ამგვარი ერთობლივი დეკლარაციები ნატო-ს წევრ სხვა სახელმწიფოებთანაც გაფორმდეს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპ...

პუტინი - მადლიერი ვარ ალიევის შე...

მადლიერი ვარ ალიევის შეფასებისთვის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონფლიქტის დარეგულირებაში. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს უნდა ისაუბრონ არსებულ ვითარებაზე და გამონახონ გზები ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად. „მადლობა, რომ ჩამოხვედით სოჭში. როგორც ვხედავ, ამ შეხვედრის მიზანი არის 2020-2021 წლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება. თქვენ რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონფლიქტის დარეგულირებაში და ახლა ჩვენი სამშვიდობო კონტინგენტი საკუთარ მისიას ასრულებს, როგორც უნდა აკეთებდეს. თქვენი შეფასებებისთვის მადლიერი ვარ. დღეს...

ევროკომისიამ 7 ქვეყანას, რომელიც...

ევროკომისიამ 100 მლნ ევრო გამოუყო 7 წევრ სახელმწიფოს. - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ოფციალური განცხადებაში ვკითხულობთ. მათივე თქმით, ეს არის ის შვიდი ქვეყანა, ვინც უკრაინიდან ყველაზე მეტ ლტოლვილს მასპინძლობს. "აღნიშნული დაფინანსება განკუთვნილია შიდა საქმეებისთვის და მიმართულია პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას მხარდაჭერაზე". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დ...

თალაკვაძე ოპოზიციაზე - ჰგონიათ, ...

წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან და ჰგონიათ, რომ ვინმეს მიმართ რაიმე სანქციის შემოღებით მათ ეშველებათ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების", ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სანქციების არავის ეშინია. "რა არის მიკერძოებული კრიტერიუმი, ოპოზიციამ ჯერ ვერ თქვა. სამაგიეროდ, მათ პირდაპირ თქვეს ის, რაც თავიდანვე აწუხებდათ. ეს არის პოლიტიკური ტრავმა, რომელიც მიიღეს 2012 წელს და პოლიტიკური შურისძიების სურვილი, როგორმე შური იძიონ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ვინც ისინი გაისტუმრა. მე სანქციებზე ბევრჯერ გითხარით თქვენ, არავის არ ეშინია არცერთი უსამართლო სანქციის. სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის სამართლიანია, შესაბამისად, ვინც ამაზე ნერვიულობს, ეს არის "ნაცი...

ღარიბაშვილი - საქართველოში 10,2%...

9 თვის განმავლობაში, საქართველოში არის 10,2%-იანი ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, წლის ბოლომდე არის მოლოდინი, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება. „მე მინდა შევეხო ეკონომიკურ ზრდას. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების, დაძაბულობის ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. 9 თვის განმავლობაში, საქართველოში არის 10,2%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს არის უპრეცედენტო მთელს ევროპაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ გაზრდილია ექსპორტი, 40%-ით და 9 თვეში ზრდამ 37,4% შეადგინა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მ...

შოიგუ - რუსეთში ნაწილობრივი მობი...

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა. - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტთან განაცხადა. მისივე თქმით, კომისარიატები მხოლოდ მოხალისეების მიღებას გააგრძელებენ. "თქვენ მიერ დასახული დავალება, 300 000 ადამიანის მობილიზება, შესრულებულია. დამატებითი დავალება არ იგეგმება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

BBC - ნენსი პელოსის სახლში თავდა...

კალიფორნიაში, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის სახლში თავდამსხმელი შეიჭრა და მისი ქმარი დაჭრა. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე თქმით, თავდამსხმელი დაკავებულია. "თავდასხმელი დაკავებულია, მაგრამ თავდასხმის მოტივი უცნობი, ამ დროს თავად ნენსი პელოსი სან-ფრანცისკოს სახლში არ იმყოფებოდა. ინციდენტი პარასკევს დილით მოხდა". - ნათქვამი განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 82 წლის პოლ პელოსი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმები მის სავარაუდო გამოჯანმრთელებაზე საუბრობენ.

დავსხდეთ თქვენს ეთერში, მეორე მხ...

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ავრცელებს საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს, რომელშიც მასთან კომენტარის ჩასაწერად მისული "იმედის" გადამღები ჯგუფი ჩანს. გახარია "იმედს" მიმართავს და ტელეკომპანიისთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში საუბარს სთავაზობს. "TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში - გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეო...

ვიქტორ ორბანი - ჩვენ გვჭირდება ს...

მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო  მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს. ორბანი აღნიშნავს, რომ ბრუსელის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი და ამორალურია. „მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო  მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა. ეს მიუღებელი და ამორალურია! ჩვენ გვჭირდება  საქართველო ევროკავშირში!" - წერს ვიქტორ ორბანი. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტი 26 ოქტომბერს დაიწყო და გუშინ, 27 ოქტომბერს დასრულდა. 

დეკანოიძე - „ოცნების“ ნებისმიერი...

არავითარ შემთხვევაში, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო არ უნდა იყოს ირაკლი ღარიბაშვილზე დაქვემდებარებული ინსტიტუტი, რადგან ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ სწორედ კორუფციის გამოა გაგდებული, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დეკანოიძემ აღნიშნა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია, "ქართული ოცნების" მიერ "ფასადურად წარმოდგენილი კანონი კი, აღნიშნული პუნქტის დესტრუქციაა". "რამდენიმე დღის წინ, "ქართულმა ოცნებამ" დააანონსა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და თქვა, რომ იქმნება კო...

ორბანი ღარიბაშვილზე - ის გახლავთ...

თუ ადამიანი მარცხდება პოლიტიკურ ველზე, ის, როგორც წესი, აღარ ბრუნდება ხოლმე. ირაკლი ღარიბაშვილი იმ დიდებულთა შორისაა, რომლებიც პოლიტიკაში დაბრუნდნენ! - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ბუდაპეშტში გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა. ორბანის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი "დიდი მებრძოლია" და სამაგალითოა მისთვის, ხოლო საქართველოსა და უნგრეთის "ისტორიების ლოგიკა ერთმანეთს ჰგავს". „დღეს, აქ, იმ მიზნით შევიკრიბეთ, რომ დიდი პატივისცემით მივესალმოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მისი ხელმძღვანელობით უნგრეთში ვიზიტად მყოფ სამთავრობო დელეგაციას. ჩვენთვის დიდ...

იუკნევიჩიენე - ბრიუსელიდან გზავნ...

საქართველო იმართება როგორც საკუთარი ეზო. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ "მთავარი არხთან" განაცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელიდან გზავნილია, რომ ოლიგარქიზაცია უნდა დასრულდეს. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ევროკავშირის ფუნდამენტური ფასეულობებია და ეს არ ეხება პერსონალიებს. ნიკა გვარამია იქნება თუ ვინმე სხვა, ჩვენ გვაქვს დიდი შეშფოთება იმის გამო, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ამ მოსამართლეებმა, ამ განათლებულმა ხალხმა უნდა გაითავისოს, რომ ეს ევროკავშირის წევრობისთვის დაბრკოლება იქნება. არამხოლოდ მთავრობა და პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელნი ამ პროცესზე, ეს არის პასუხისმგებლობა ნებისმიერი ადამიანის და ნებისმიერი საჯა...

პუტინი - დასავლეთს საბოლოოდ მოუწ...

დასავლეთს საბოლოოდ მოუწევს თანაბარი პირობებით საუბარი ჩვენს საერთო მომავალზე. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთის მსოფლიო ბატონობის თამაში საშიში, სისხლიანი და ბინძურია. ”დარწმუნებული ვარ, რომ მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებს და დასავლეთს საბოლოოდ მოუწევთ თანაბარი პირობებით საუბარი ჩვენს საერთო მომავალზე, მსოფლიო ბატონობა არის ის, რაზეც ე.წ. დასავლეთი ფსონს დებს თავის თამაშში, მაგრამ ეს თამაში საშიში, სისხლიანი და ბინძურია“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარე...