წარმოუდგენელია მმართველი პარტიის, პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არ იღებდეს მონაწილეობას ასეთ ოფიციალურ ღონისძიებაში, ეს არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, გზავნილი კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს დამოუკიდებელი საქართველო, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაში არ მონაწილეობის საკითხი. გარდა ამისა ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის დღევანდელი ქმედება იყო საბოტაჟი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ვინაიდან მათ ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ, რადგანაც ვე...
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილი გაუგზავნა. როგორც ალიევის წერს, დღეს საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს კარგი შესაძლებლობა, რომ განავითაროს და გაამდიდროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც მოემსახურება რეგიონის კეთილდღეობას და აამაღლებს პარტნიორობას. "ძვირფასო პრეზიდენტო, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობრულ ხალხს 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღეს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც ჩვენი ხალხის ნებისგან გამომდინარეობს, რომლებიც საუკუნ...
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. უწყება ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უსურვებს. „გულითადად ვულოცავთ საქართველოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებთ ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. საქართველოს გაუმარჯოს!“ - ნათქვამია განცხადებაში.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული, ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს. "საქართველო, გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს. ლიეტუვა ულოცავს ხალხს!", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში, "ლელო საქართველოსთვის" ორგანიზებით, აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში, პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეები საქართვეელოსა და ევროკავშირის დროშებით რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ. "ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მსვლელობა გამოხატავს იმ ხალხის სურვილს, რომელიც ირჩევს ევროპას და არ სურს რუსეთში ცხოვრება. "მინდა ვუსურვო საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვება და ეს მოხდება მაშინ, როდესაც კოლაბორაციონისტი ხელისუფლება აღარ იქნება ამ ქვეყანაში; როცა საოკუპაციო ჯარები გავლენ ჩვენი ქვეყნიდან. დღევანდელი მსვლელობა ეძღვნება ერთ რამეს - ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის სურვილის გამოხატვას,...
ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, საკუთარი ხალხის დაცვა და ქვეყნის გადარჩენაა. „დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდო...
დამოუკიდებლობის მოპოვებით ჩვენ თავისუფალი ქვეყნის შენება დავიწყეთ, თუმცა, გზა დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, პირველი დამოუკიდებლობა ხანმოკლე, მაგრამ საქართველოს შემდგომი განვითარებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობის აღმოჩნდა. „1918 წლის 26 მაისს ქართველებმა მტკიცედ და ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვით, რომ გვსურს კვლავ "დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის". პირველი დამოუკიდებლობა მართალია ხანმოკლე, მაგრამ ჩვენი შემდგომი განვითარებისათვის ფუძემდებლუ...
გაუგებარია, როდესაც ევროპასა და ამერიკას ყველაფერს აბრალებ - "მეორე ფრონტის" გახსნის მცდელობას, ქართველობის წართმევას, გარყვნილებას და მაინც საკუთარ შვილებს ევროპასა და ამერიკაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს მიმართა და მათ ბოდიში მოუხადა. "გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების საჩუქარი. ნუთუ, ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! და ახლა, ამ ტრიბუნიდ...
გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა. კონსტიტუციაში ევროპაა ჩაწერილი, ყოველდღიური ქმედებები და განცხადებები კი, ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ისმის კითხვა - "სად გაქრა სიტყვები - ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი". "გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობითა და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი... ე...
იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებებს, რომლებიც კონსტრუქციული განვითარების გზაზე დააყენებს ვითარებას არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ მთლიანად რეგიონში, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე განაცხადა. როგორც პუტინმა აღნიშნა, ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტურ საკითხზე არსებობს ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებები, რომელიც მშვიდად და საქმიანად უნდა იქნას განხილული. „ვფიქრობ, ტერმინოლოგიას, რომელიც ჩვენ სამმა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან კარგად ვიცით, სხვა სიტყვით იურიდიული ტექნიკა ჰქვია. დერეფანი, გზა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ – ეს მნიშვნელოვანია. და აქ არის გარკვეული წინააღმდეგობები. მაგრამ ის, რა...
დღეს ჩემთან იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი რომელიც ასრულებს თავის მუშაობას საქართველოში, - ამის შესახებ ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ის კასიანოვს დაემშვიდობა და ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. "დღეს ჩემთან იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი რომელიც ასრულებს თავის მუშაობას საქართველოში, ბევრი ვისაუბრეთ უკრაინის და საქართველოს პერსპექტივებზე, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის."
საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამ დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა. ასე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტი ნიკოლოზის მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღის მისალოცად ჩასვლის საკითხს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, მიტროპოლიტ ნიკოლოზის ვიზიტი მოსკოვში არ ყოფილა ოფიციალური და აღნიშნავენ, რომ მას პირადი საჭიროებებიდან გამომდინარე რუსეთის დედაქალაქში ჩასვლა უწევს ხოლმე. გარდა ამისა, გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წ...
ქართული დროშის დანახვაზე თუ ვინმეს ელეთმელეთი ემართება, სახლში დაჯდეს, მშვიდად იჯდეს და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, იმიტომ, რომ 26 მაისს ჩვენი ქვეყნის ქუჩებში ძალიან ბევრ ქართულ დროშას დაინახავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებულ წერილს, რომელშიც დეპუტატები პაპუაშვილს მოუწოდებდნენ დაებრუნებინა ევროკავშირის სიმბოლიკა პარლამენტის შენობის ფასადზე, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ მიერ გავრცელებული წერილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი არასერიოზულია ოპოზიცია, რომლებიც ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც ევროპასთან კავშირი საერთოდ არ აქვს. "მთავრობის...
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ერთობლივი წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე დააბრუნონ. წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პასუხს ელოდება, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე გამოფენილი სიმბოლიკიდან ევროკავშირის დროშის ამოღება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციურ დავალებას ეწინააღმდეგება. "ბატონო შალვა, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში წევრობისკენ არის ხალხის მიერ არჩეული და საქართველოს კონსტიტუციით დადასტურებული განცხადებული ეროვნული ინტერესი. ...
ის შემოტავები და ის უსამართლობა, რაც დღეს ხდება ამ ადამიანის მიმართ, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ამ ადამიანს ვერ პატიობენ ორ რამეს - ეს არის პატრიოტიზმი და ეს არის ქვეყნისა და ხალხის სიყვარული,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილი მეცენტია, რომელმაც ქვეყნისთვის ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. "ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. არის ძალიან ბევრი პროექტი - შემიძლია ჩამოვთვალო ამ ადამიანის უშუალო ჩართულობით განხორციელებული. ი...
ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელის გამოჩენას უკრაინის სანქციების პორტალზე. კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ვერ აიძულებენ, ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას. "ჩვენთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ მოცემულობას. მოცემულობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები დიდი ხანია მოქმედებს, ეს არის დეფაქტო სანქციები, რომლებიც მოქმედებს შვეიცარიული ბანკის მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილმა წერილით გაახმოვანა ის ინფორმაცია, რომელიც უკავში...
უნდათ ევროკავშირის სიმბოლიკა ჩართონ საქართველოს წინააღმდეგ მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის თქმით, "ხალხმა, რომელსაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა აღიზიანებს, რეგიონებშიც "ჩაშალეს დავალება", დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის დროშაზე მძაფრი სპეკულაციებით გადაფარონ". "გუშინ თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს. დღეს კი ხალხმა, რომლებსაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა აღიზიანებთ, რეგიონებშიც ჩაშალეს დავალება, დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის...
ლავროვი ვეღარსად ვეღარ დადის და მის ნაცვლად რუსეთის მესიჯებს ახმოვანებს ღარიბაშვილი, არა რუსეთის ტრადიციული სატელიტები - შუა აზია, სომხეთი ან სხვა, არამედ საქართველოს პრემიერი, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კატარში ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე სჩადის იგივე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რასაც ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, აქედან გამომდინარე საქართველო დღეს ბელოგრუზიაა. "ლავროვის ოჯახი ვეღარსად ვეღარ დადის და დროის სატარებლად საქართველოში ჩამოდის. თავად ლავროვი ვეღარსად ვეღარ დადის და მის ...
რუსული პარტია საქართველოში ომის საფრთხეს ქმნის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი პარტია პუტინს აძლევენ შესაძლებლობას გამოაცხადოს, რომ მისი ასიათასობით მოქალაქის უფლებების დასაცავად "შემოდის" ტანკებით საქართველოში. "რეალურად, ომის საფრთხეს ქმნის რუსული პარტია საქართველოში, როცა რუსეთის 100 000 - ობით მოქალაქეს, მათ შორის აგენტებსა და დივერსანტებს უკონტროლოდ უშვებს საქართველოში. პუტინს აძლევენ შესაძლებლობას გამოაცხადოს, რომ მისი ასიათასობით მოქალაქის უფლებების დასაცავად "შემოდის" ტანკებით საქართველოში”, - წერს ხაბეიშვილი.
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე "უცხოური აგენტების" კანონპროექტს გამოეხმაურა. როგორც კოლომინამ აღნიშნა, „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ იყო მიმართლი და ის მოხარულია, რომ მთავრობამ მიღებული კანონპროექტი უკან გაიწვია. "მარტში იმყოფებოდა ბრიუსელში მინისტრი დარჩიაშვილი და აპრილში პრემიერმინისტრი. მეც ვიღებდი მონაწილეობას ამ შეხვედრაში. ასევე, ჩვენი შეშფოთება გავაჟღერე, რომელიც რეფორმების რიტმთან დაკავშირებით, მათ შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, ზოგიერთი რეფორმის შინაარსობრივ მხარესთან გვაქვს შეშფოთება, რომელიც გა...