უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობების გარეშე. - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამიტზე განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, 2022 წლის 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია მოახდინა, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მტკიცედ აღკვეთეს ეს პროვოკაცია. "აზერბაიჯანმა სომხეთს წარუდგინა სამშვიდობო ხელშეკრულების 5 ძირითადი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე, სამწუხ...
დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დეოკუპირებულია. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს იმის გაკეთება, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. "დღეის მდგომარეობით, თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დეოკუპირებულია. ეს ჩვენი მებრძოლების მხრიდან უპრეცედენტო მოქმედება იყო. უკრაინელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს იმის გაკეთება, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. რუსეთის ჯარი ხარკოვის ოლქში 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, დამპყრობლებს ხალხისთვის რაიმეს გაკეთება არც კი უცდიათ. ისინი მხოლოდ ანადგურებდნენ, აზიანებდნენ და ძარცვავდნენ. სოფლები გაანადგურეს და ზოგიერთ მათგანში არცერთი...
ვაშინგტონში არსებობდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება უნდა გამიჯნოდა რუსულ დეზინფორმაციას. - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მოტივების შესახებ ვაშინგტონში კითხვები აქვთ. „უნდა ვთქვა, რომ ბოლო კვირებში, მივიღე კითხვები ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც სვამენ კითხვებს იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის განმეორებას. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ. თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბ...
ადამიანს, რომელიც საჭესთან იჯდა, გარკვეული „ჯანმრთელობის პრობლემები" ჰქონდა. - ამია შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა ზელენსკის ავტოკატასტროფის შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, გარკვეული სტიმულატორები იყო, მაგრამ გამოძიება გრძელდება. "ადამიანს, რომელიც საჭესთან იჯდა, გარკვეული "ჯანმრთელობის პრობლემები" ჰქონდა. გარკვეული სტიმულატორები იყო, მაგრამ გამოძიება გრძელდება და ვფიქრობ, შედეგები უახლოეს საათებში იქნება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქში ავარიაში მოყვა
თუ აშშ უკრაინას რაკეტებს მიაწვდის, წითელ ხაზს გადაკვეთს. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით,რუსეთი საკუთარი ტერიტორიის ყველა საშუალებით დაცვის უფლებას იტოვებს. "თუ აშშ უკრაინას რაკეტებს მიაწვდის, წითელ ხაზს გადაკვეთს, რუსეთი იტოვებს უფლებას საკუთარი ტერიტორია ყველა საშუალებით დაიცვას. მსგავსი სცენარის არსებობის შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით, შესაბამისად ვიმოქმედოთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთ...
გაზეთი „Новая газета“ 400 ათასი რუბლით დაჯარიმდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის შესახებ სტატიისთვის. მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა 5 სექტემბერს როსკომნადზორის სარჩელი. "ეს არის მორყეული და სრულიად პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არანაირი კანონიერი საფუძველი არ აქვს". - განაცხადა გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა. შეგახსენებთ, რომ 1993 წელს დაფუძნებული “ნოვაია გაზეტა” ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი გამოცემა იყო, რომელიც, რთული პირობების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელებას ახერხებდა.
გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე. - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გერმანიის პრეზიდენტის მხარდაჭერას აფასებს. ,,ამ ისტორიული ვიზიტის ფარგლებში, მქონდა პატივი, შევხვედროდი გერმანიის პრეზიდენტს. ვაფასებთ გერმანიის პრეზიდენტის მხარდაჭერას. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე". - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ასევე ოლაფ შოლცს შეხვდა.
საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, ჩემს მაგიდაზეა. - ამის შესახებ სკმხეთის პრემიერ-მინისტმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგამგებო მდგომარეობის გამკცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს. "საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, ჩემს მაგიდაზეა, თუმცა ჯერჯერობით ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. ვითარება მუდმივად ფასდება და სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებთ. გუშინ გაიმართა ОДКБ-ს სხდომა, რაც დამაკმაყოფილებელია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო.
აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად, სომხეთის მხარეს 105 დაღუპულია. - ამია შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მონაცემები ცვალებადია. " მონაცემები მუდმივად იცვლება, ამ დროისთვის აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად, სომხეთის მხარეს 105 დაღუპულია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო.
დღეს ჩვენს ქვეყანას ეროვნული და პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება ჰყავს. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო არ შეუერთდება არც სანქციებს და ქვეყანაში არც მეორე ფრონტი გაიხსნება. "ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები და განცხადებები ოპოზიციაში უნდა მოვიკითხოთ, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ. მათი დამოკიდებულება, დღის წესრიგი არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი და ის ყველა წარმატებასა და წინსვლას ეწინააღმდეგება. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს ქვეყანას ეროვნული და პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება ჰყავს. საქართველო არ შეუერთდება არც სანქციებს და ჩვენს ქვეყანაში არც მეორე ფრონტი გაიხსნება". - ნათქვამია განცხადებაში. ...
ადრე, როცა მაღლა ვიხედებოდით, ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როცა მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთს ვეძებთ - უკრაინის დროშას. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის, წინ გამარჯვებისკენ. "ადრე, როცა მაღლა ვიხედებოდით, ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როცა მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთს ვეძებთ - უკრაინის დროშას. ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს დეოკუპირებულ იზიუმში. და ეს ასე იქნება უკრაინის ყველა ქალაქში და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ - წინ და გამარჯვებისკენ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმშ...
ბატონო ივანიშვილო, არ დაგავიწყდეთ რეფერენდუმზე მეორე კითხვის დასმა - რომელი პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ნატოსა და ევროკავშირში, - ასე მიმართავს ყოფილ პრემიერ-მინისტრსს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი. მისი თქმით, ათი წელია საგარეო პოლიტიკა დაყვანილია პუტინისტურ რუსეთთან უკანა ნალში შეძვრომაზე. "ივანიშვილის მიერ კობახიძის გამოგორების სიხშირის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი ივანიშვილი ძალიან ნერვიულობს. მან მორიგ ჯერზე გამოაგორა კობახიძე - რეფერენდუმი ჩავატაროთ, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ომიო. ასეთი რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თუნდაც ერთდროულ...
კიევმა წარმოშვა უსაფრთხოების გარანტიების პროექტი, რომელიც მესამე მსოფლიო ომის წინაპირობაა. - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, არ არსებობს გარანტიები უკრაინელი ნაცისტებისთვის. "კიევმა წარმოშვა უსაფრთხოების გარანტიები პროექტი, რომელიც არსებითად მესამე მსოფლიო ომის პროლოგია. რა თქმა უნდა, არავინ მისცემს გარანტებს უკრაინელ ნაცისტებს, ჩვენმა მოსისხლე მეგობრებმა - სხვადასხვა კალიბრის დასავლელმა ბოსებმა, რომელთაც ეკუთვნით ისტერიული მიმართვა (საუბარია უსაფრთხოების შესახებ კიევის შეთანხმების პროექტზე, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა) - საბოლოოდ უნდა გაიგონ ერთი მარტივი რამ. ეს პირდაპირ ეხება ნატოსა ...
ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოდის იზიუმიდან იმის შესახებ, რომ ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ მასობრივი საფლავები. - ამის შესახებ იზიუმის მერის მოადგილემ, ვოლოდიმირ მაცოკინმა განაცხადა. მისივე თქმით, აღმოჩენილია მოკლული ადამიანების ცხედრები. „მსხვერპლის რაოდენობას ვერ დავასახელებ. შეიძლება იყოს ათასზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოდის იზიუმიდან იმის შესახებ, რომ ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ მასობრივი საფლავები. აღმოჩენილია მოკლული ადამიანების ცხედრები... ჩვენ უკვე ვიცით ამ ადამიანების სახელები, უკვე ვიცით გარემოებები... ვიცით ციხეების შესახებ, ვიცით იქიდან ისტორიები, როგორ გაიქცნენ ადამიანები შეიარაღებული ძალების შემოსვლისას. ჩვენ ვიცით, რომ ამ ციხე...
სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) მიმართა და რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა მოითხოვა. ორგანიზაციის სომხეთის წარმომადგენელმა ვიქტორ ბიაგოვმა საგანგებო სხდომა მოიწვია. სომხეთი ორგანიზაციის წევრებისგან ელის კოლექტიურ ქმედებებს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ორგანიზაციის წესდების ფარგლებში. ბიაგოვის თქმით, იმედოვნებს, რომ ОДКБ-ს მექანიზმები შეძლებს აგრესორის შეკავებას. შეგახსენებთ, რომ ОДКБ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანას აერთინებს, მათ შორის რუსეთი, ყირგიზეთი, ბელაურისა, ყაზახეთი, სომხეთი და ტაჯიკეთი.
ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული თავდასხმის დრონი კუპიანსკის მახლობლად. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. მათივე თქმით, ეს არის შორ დისტანციაზე მოქმედი კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136. "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული თავდასხმის დრონი კუპიანსკის მახლობლად, დრონის ფრთის ელემენტების გარეგნობის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დარწმუნებით ვთქვათ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გაანადგურეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატი. ეს არის შორ დისტანციაზე მოქმედი კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის...
ნებაყოფლობით კი არ ასრულებთ, ამ თორმეტივე პუნქტს ქართველი ხალხი შეგასრულებინებთ და მოგისვრით საქართველოს ხელისუფლებიდან, - ასე მიმართავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმითმ, "ოცნებას“ საკუთარმა კვლევებმა უჩვენა, რომ მოსახლეობაში მხარდაჭერას კარგავენ, რადგან 90 %-ს მტკიცედ სურს ევროკავშირის წევრობა, ხოლო კობახიძემ, "მისმა პატრონმა ივანიშვილმა და მათმა ბანდამ, რომელმაც ხელისუფლება 2020 და 2021 წლებში გაყალბებული არჩევნებით მიითვისა, საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციეს". "ივანიშვილმა გამოაგორა კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიერ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა კი არა, საქართვე...
ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი გვექნება, როგორიც გვქონდა გასულ წელს. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით ამ წარმატებას მიაღწიეს. "ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი გვექნება, როგორიც გვქონდა გასულ წელს. ეს მოვახერხეთ ჩვენი სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელზეც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსნებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვ...
ჯამში, პირველი სექტემბრიდან ჩვენი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით მადლიერია ყველა ადამიანის, ჯარის, დაზვერვის ოფიცრების და სპეციალური სამსახურების, უკანასკნელ დღეებში აღმართული თითოეული უკრაინული დროშისთვის. " ჯამში, პირველი სექტემბრიდან მოყოლებული, ჩვენი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ. ყველას მადლიერი ვარ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. მადლიერი ვარ ჯარის, დაზვერვის ოფიცრების და სპეციალური სამსახურების, უკანასკნელ დღეებში აღმართული თითოეული უკრაინული დროშისთვის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძ...
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, უკრაინის მმართველი პარტიის უმრავლესობის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ქართველებს დეოლიგარქიზაციაში დახმარება შესთავაზა. წულუკიანის თქმით, საქართველოს არ სჭირდება დახმარება იმაში, რომ ქვეყანაში ატყდეს ომი და იყოს დესტაბილიზაცია. "ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ომი. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და იღუპებოდნენ ადამიანები და პირიქით, სულ სხვა სტილით ვმართავთ ქვეყანას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ხანდახან მთავრობა და პარლამენტი აკეთებს შეუძლებელსაც კი იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, რომ ბავშვები დილით კარგ ხასიათზე მიდიოდ...