კოსოვომ ოფიციალურად მიმართა ევრო...

კოსოვომ ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს გაწევრიანებას საკითხზე,მას შემდეგ,რაც პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ, პრემიერ მინისტრმა ალბინ კურტიმ და პარლამენტის სპიკერმა გლაუკ კონიუფცამ დედაქალაქ პრიშტინაში ხელი მოაწერეს შესაბამის დოკუმენტს. ფორმალურად, კოსოვოს მხოლოდ „ევროკავშირის პოტენციური კანდიდატის“ სტატუსი აქვს. მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა - ესპანეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი და კვიპროსი - არ ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.

ხოშტარია პენიტენციურის კადრებზე ...

შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადიმანური მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. ეს პირველ რიგში დადასტურდა მათივე გავრცელებული კადრებით. წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი ან რაღაცას თვითონ იზიანებს, ან არ ჭამს, ან რაღაცას არ აკეთებს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია საერთოდ ამ ციხეში, - განაცხადა პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. მისივე თქმით,მოცემული სიტუაცია პოლიტიკოსებს და მოქალაქეებს აკისრებს ვალდებულებას და ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის ოპოზიციის ერთიანობა და სწრაფი სამოქმედო გეგმა.  "შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადიმანური მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკ...

აშშ გეგმავს უკრაინაში საჰაერო თა...

აშშ გეგმავს უკრაინაში საჰაერო თავდაცვის პატრიოტის რაკეტების გაგზავნას, იუწყება ამერიკული მედია. "პატრიოტი" არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა, ოფიციალური პირების თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ საჰაერო სისტემას სავარაუდოდ ამ კვირაში გადასცემს უკრაინას. უცნობია,თუ რა რაოდენობით გაიგზავნება საჰაერო სისტემები უკრაინაში. „პატრიოტის“ სისტემა იქნება ლეგიტიმური სამიზნე რუსული თავდასხმებისთვის, განაცხადა კრემლმა ოთხშაბათს.

24 თებერვლიდან მოყოლებული, 184 უ...

24 თებერვლიდან მოყოლებული, 184 უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა რუსული ქმედებების შედეგად, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან საუბრისას. ზელენსკიმ ასევე მოუწოდა საერთაშორიო ოლიმპიურ კომიტეტს წვლილი შეიტანოს უკრაინაში განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. "ტერორისტული ქვეყნისთვის სამართლიანი პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ სრული იზოლაცია საერთაშორისო ასპარეზზე,ეს ეხება საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებსაც“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე.

ლელო - სასამართლო პროცესში მონაწ...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მორიგ ჯერზე გადადება და მისთვის საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა, ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების დარღვევაა, - ვკითხულობთ პარტია “ლელოს” განცხადებაში. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ,რომ დღევანდელი ხელისუფლების ქმედება გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა და პოლიტიკური კანიბალიზმია,ასეთი დამღით კი საქართველო ვეღარასდროს გახდება ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. "მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მორიგ ჯერზე გადადება და მისთვის საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა, ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების დარღვევაა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით კი, მისი სი...

შოლცი - არავინ იტანჯება რუსეთის ...

ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის ფასეულობებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დაბლოკვით, წარუმატებელი იქნება, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მისივე თქმით,არავინ იტანჯება რუსეთის ომით ისე,როგორც უკრაინელები და დასძინა,რომ ევროკავშირი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში. „არავინ იტანჯება რუსეთის ომით ისე, როგორც უკრაინელები და ჩვენ მტკიცედ ვდგავართ მათ გვერდით“, - განაცხადა მან.

სამხარაძე - აღარავინ აყენებს ეჭვ...

ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილება უნდა იყოს და უკვე აღარავინ აყენებს ეჭვქვეშ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულიად სამართლიანად და კანონიერად იხდის სასჯელს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით,რამდენიმე ევროპარლამენტარს წარსულში ჰქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა მიხელ სააკაშვილთან,სწორედ ეს ხდება მიზეზი,რითაც სარგებლობენ და ცდილობენ მის მხარდაჭერას "ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილება უნდა იყოს და უკვე აღარავინ აყენებს ეჭვქვეშ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულიად სამართლიანად და კანონიერად იხდის სასჯელს. ...

სააკაშვილი - მე ცუდად იმიტომ კი ...

ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს, - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის ვივამედში დაწერილ განცხადებაში, რომელსაც გიორგი ჩალაძე ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით,ის ცუდად არის იმის გამო,რომ მოწამლულია, და არა იმის გამო,რომ არ იკვებება.მან დასძინა,რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო მრავალი თვის განმავლობაში,რასაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტები ადასტურებენ. "ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზია...

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკ...

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ესტონელი ევროდეპუტატისა და საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, სვენ მიქსერის ანგარიშის მიხედვით მომზადდა. ევროპარლამენტმა რეზოლუციას კენჭი შესწორებებით უყარა და 608 ევროპარლამენტარიდან მას მხარი 430-მა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. ევროპელი დეპუტატები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ევროპის საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში პირველადაა მოხსენიებული არა "ყოფილ პრემიერმინისტრად", არამედ "ოლიგარქად". "ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ე...

ელისაშვილი სააკაშვილზე - ადრე რო...

თუ არ გაქვს რაღაც დასამალი, მაშინ გახსენი ეს პროცესი და ნებისმიერ დაინტერესებულს მიეცი საშუალება, რომ მართლა ვნახოთ, როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული ყველა ეჭვი გაქარწყლდეს. "მიეცი ეს საშუალება ყველას და ყველანაირი ეჭვი, რომ სააკაშვილს წამლავენ და ა.შ. უნდა გაქარწყლდეს, თუ მართლა არ წამლავენ და მართლა არ უნდათ, რომ შეგნებულად სიკვდილამდე მიიყვანონ... ადრე რომ დილეგში ჩააგდებდნენ ადამიანს და მომკითხველი არ ჰყავდა, ასეთ ეპოქაში - ფეოდალურ ხანაში ხომ არ ვ...

ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს პასუხ...

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს, ხელს 15 ორგანიზაცია აწერს. არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებას "ინტერექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების ფაქტს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სახალხო დამცველის სპეციალური კონსილიუმის დასკვნისა და ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება არ აღიარებს პატიმრის სიცოცხლისა და ჯან...

ხაჭაპურიძე - სააკაშვილმა პროტესტ...

პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. როგორც ადვოკატმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, "ის, რაც მოხდა დღეს საქალაქო სასამართლოში, სტალინსაც კი არ გაუკეთებია". "ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არათუ მოიყვანეს, არც კი ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა", - თქვა ხაჭაპურიძემ და ჟურნალისტებს წაუკითხა მესამე პრეზიდენტის წერილი, რომელშიც ნათქვამია: "დღეს, უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულ უფლებაზე - დავესწრო საკუთარ სასამართლო პროცესს. ეს არის ყველა ქართული და საერთაშორისო ნორმის დარღვევა...

ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა წა...

ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ვინც წაახალისა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, ევროპარლამენტარებს მოუწოდა, რომ მართლმსაჯულებაში ჩარევისგან თავი შეიკავონ. "ერთ-ერთი ოპოზიციონერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოვიდა და კანდიდატის სტატუსი დაუკავშირა ომს. მან თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პასუხი კითხვაზე - აბა ომი გინდათ?! ეს იყო მისი განცხადება. ახლა გლუკსმანი და ვიღაცები გამოდიან და ისინი სააკაშვილის გა...

ის არის აფერისტი და სიმულანტი, ა...

ის არის აფერისტი და სიმულანტი, არაფერი ავად არ არის, - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა, POSTV-ის მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი საპყრობილეშია. "არ მეცოდება-თქო როგორ გითხრათ, მაგრამ მე მაქვს პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ. ადგნენ და გაასაჯაროონ კადრები, თქვან ბოლო-ბოლო - სჭირს რამე ამ კაცს თუ არაფერი არ სჭირს. მე ვიცი, რომ ის არის აფერისტი და სიმულანტი... არაფერი ავად არ არის... გახდაო - მეც დიაბეტი მაქვს და გავხდი, 26 კგ დავიკელი, ამიტომ უნდა ვიტირო?! პირიქით, მისაყვანია საპყრობილეში - იქ, სადაც არის მისი ადგილი", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. ...

ჯაფარიძე იუსტიციას - ჩემი Iphone...

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო სასამართლო პროცესზე, "ვივამედიდან" საქართველოს მესამე პრეზიდენტის დისტანციურ რეჟიმში ჩართვა ვერ მოხერხდა. ჯაფარიძე სოციალურ ქსელში "ქართულ ოცნებასა" და იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და საკუთარ მობილურ ტელეფონს სთავაზობს. "ქართული ოცნება", საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - ჩემი Iphone შემიძლია გათხოვოთ, Zoom აყენია ჩაწერის ფუნქციით და მაგთის ულიმიტო მაქვს ჩართული", - წერს ზურაბ ჯაფარიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალ...

მელია - ხელისუფლება ყველაფერს აკ...

ქვეყნის მეორე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სულ მცირე უუნარო გახადოს. "ვთქვი ბევრჯერ და გავიმეორებ - ადეკვატური იქნება ჩვენი საზოგადოების რეაქცია ყველა ამორალურ, არაადამიანურ მდგომარეობასთან დაკავშირებით... ყველაფერს აქვს საზღვარი - ადამიანის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ და იუსტიციის მინისტრის გუშინდელი განცხადება, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი სიმულირებს და დაიმუქრა კადრების გასაჯაროვებით, რას ემსახურებოდა? ეს ემ...

მაკალისტერი - მოვუწოდებ ხელისუფლ...

ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მისცეს. როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. "საქართველო ევროპის ნაწილია, იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი 12 პუნქტი უნდა შესრულდეს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვით პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით საშუალება, სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღოს", - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა. შეგახსსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ დღეს უნდა იმსჯელოს. პროცეს...

ზელენსკი - ევროპამ კატასტროფა ა...

12 მილიონზე მეტი ადამიანი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ველოდებით ოკუპანტების ახალ იერიშებს. გენერატორები ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შეიარაღება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით,ევროპამ კატასტროფა არ უნდა დაუშვას და საკუთარი ხალხი უნდა დაიცვას. ამასთან ერთად უნდა გაგრძელდეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის დაცვა. მან დასძინა,რომ უკრაინა დასავლეთის დახმარებით ყველაფერს შეძლებს. "რუსეთის ენერგოტერორი გრძელდება, ამისთვის ოკუპანტები ირანულ დროებს იყენებენ. ცდილობენ ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნან. მიზანი ერთია - ჩვენი დამარცხება, თუმცა ამას ვერ შეძლებენ. ჩვენ მედგრად ვდგავართ ინტენსიური იერიშების წინააღმდეგ. განადგურებულ...

ბრეგაძე სააკაშვილზე - რა თქმა უნ...

რა თქმა უნდა, სიმულციებთან გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ. მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე , თუმცა გარკვეული სიმულაციები არის. ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობს, -  განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მისივე თქმით,არსებობს დამადასტურებელი ვიდეო-მასალა,სადაც ასახულია თუ როგორ უშლიდა ხელს მიხელ სააკაშვილი ექიმებს პროფესიული საქმის შესრულებაში.მან დასძინა,რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის და ქვეყნის იმიჯის შესანარჩუნებლად თუ არ შეწყდება სიმულაციები გარკვეულ კადრებს გაასაჯაროვებენ. "რა თქმა უნდა, სიმულციებთან გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ. მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე , თუმცა გარკვეული სიმულ...

რუსულ აგრესიას უკრაინაში კიდევ ო...

უკრაინაში ოკუპანტების ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი შეეწირა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.  შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს აგრესიას მშვიდობიან მოქალაქეებზე და ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე  უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე სულ 36 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.