მე არ ვიცი ამაზე მკაცრი შეფასება რა შეიძლება იქნას გაკეთებული ამ ე.წ. რეფორმასთან დაკავშირებით, - ასე ეხმიანება სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია აშშ-ს საელჩოს განცხადებას და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი გამოიყენებს ბოლო შანსს და დაფიქრდება კანონპროექტის დაინიცირებაზე. როგორც თოლორაიამ ტელეკომპანია "მთავართან" საუბარში განაცხადა, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არის უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისთვის და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. "აღნიშნულია, რომ ამით ფაქტობრივად გაუქმდა უწყება, რომელიც იყო მაკონტროლებელი მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების. ეს შეფასებულია, როგორც ძირის გამოთხრა დემოკრატიული ინსტიტუტების და პრინციპში მეც...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის წინააღმდეგი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მისივე თქმით, თუ კომისია შეიქმნება დადგინდება, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. "შეიძლება პირადად მე ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ ვყოფილიყავი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ასეთი კომისია შეიქნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ შეიძლება ეს ცუდიც არ იყოს და შესაძლოა, ვიფიქროთ ამ ხმების შევსებაზეც კი. ეს კომისია ...
შინაარსში არის არის არაერთი უზუსტობა, მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადებაა. - ასე პასუხობს საელჩოს განცხადებას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სადაც ნათქვამია, რომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას. მისივე თქმით, საუბარი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე არასწორია, რადგან კონკრეტული სამსახურის ორად გაყოფა მოხდა. "ჩვენს ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30 წლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება.ჩვენ მათგან ვიღებთ რჩევებს, სამწუხაროდ არის ასეთი გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათივე მხრიდან და ეს არის ამ...
საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი საელჩოს განცხადებას ტვიტერზე ეხმაურება, საელჩოს განცხადებაში ნათქვამია რომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას. იან კელის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. "მესიჯი ნათელია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ყოველგვარი შემოწმების გაუქმებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. გასაკვირი არაა, რომ საქართველოს მეგობრებმა ეჭვის შეტანა დაიწყეს მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში"- წერს იან კელი.
„იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს“, - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ. მისივე თქმით, აღნიშნული სამართლებრივი ბრძოლა ასე არ დასრულდება. „სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით კანონის მიღების ფაქტს გამოეხმაურა. ,,კანონი მიღებული იქნა ევროპული ღირებულებების სახელით, მაშინ როცა კანონის მიღების შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა, ამერი...
გულით გთხოვთ, განსაკუთრებით, თუ ზოოპარკთან ახლოს ცხოვრობთ, თავი შეიკავოთ ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან და არ გამოუშვათ მაშხალები ზოოპარკის მიმართულებით. ეს გაუთავებელი ბათქაბუთქი და გრუხუნი პირდაპირი მნიშვნელობით დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს. მათივე ცნობით, იმის გარდა, რომ ცხოველებს ხმაურის ეშინიათ და ისტრესებიან, ისინი „გაშმაგებულ სირბილს იწყებენ, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდება“ ხოლმე. „საახალწლოდ ერთი მნიშვნელოვანი სათხოვარი გვაქვს და უმორჩილესად გთხოვთ, გაავრცელოთ, გაითვალისწინოთ და მიაწვდინოთ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ახალი წლის დადგომა ყველ...
ტაქსიში, საბაგირო ტრანსპორტსა და სანაოსნო საშუალებებში და არასრულწლოვნის გადაყვანის დრო, ავტომობილბში მოწევა პარლამენტმ აკრძალა. პარლამენტმა “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტაქსის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო კერძო ავტომობილენოს მძღოლები კი, არასრულწლოვანი პირის გადაყვანისას, მოწევისათვის 50 ლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდიან. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და ყოველი შემდე...
საქართველოს პარლამენტმა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმის შემცირებას გულისხმობს. ამიერიდან, შესაბამისი გადაწყვეტილებები საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება. ამასთან ერთად, მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადაც ერთი წლის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით გაიზრდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონში შეტანილი ცვლილებებით, აკრძალვა, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა შეუძლებელია უქმდება. მოსამართლეთა მიმართ ახალი დისციპლინური სახდელ...
„მიხეილ სააკაშვილი არის მსხვერპლი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპრყობის“, - განაცხადა GDI-ის წევრმა, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონაუხლების შემდეგ. მისივე თქმით, იგი შეეცდება, რომ ექს-პრეზიდენტს, როგორც იურისტმა სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს. „აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით. მას კარგად ესმის და აცნობიერებს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა მართლმსაჯულების პოლიტიზაციასთან დაკავშირებით და აქაური ინსტრუმენტების გამოყენებას გააჩნია საფეხურებრივი მნიშვნელობა, რომ შემდგომ სხვა ინსტანციებში მოხდეს ამის გაგრძელება, მათ შორის ი...
საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას ვერ არც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა გაუწია მონიტორინგი და პროცესში, არც სახელმწიფო კონსილიუმის ჩართულობა გამოკვეთილა. ომბუდსმენის თქმით, ექს-პრეზიდენტის N12 დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ორჯერ სცადეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა და გასაუბრება, თუმცა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ეს ვერ მოხერხდა. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას და, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი, მომსახურების სააგენტოში გამოცხადებულია დასვენების დღეებად. მათივე ცნობით, სააგენტო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებს 10 იანვრიდან. "გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტო 2021 წლის 31 დეკემბერს იმუშავებს 09:30 საათიდან 16:00 საათამდე. ის მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დაჯავშნისას მითითებულ სტრუქ...
საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ელჩი აღნიშნავს, აღნიშნული დაჩქარებული მოქმედება და ყველა თანამშრომლის გათავისუფლება, საგანგაშოა. „საგანგაშოა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაგეგმილ გაუქმებასთან, ყველა თანამშრომლის გათავისუფლებასთან და ამ დაჩქარებული მოქმედებებისთვის შერჩეულ დროსთან დაკავშირებული გარემოებები. ისინი არ ემსახურებიან დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის სათანადო მუშაობას“, - წერს პეტრ მიკისკა Twitter-ზე.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ფაქტი შემაშფოთებელია და ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს. „ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში შობის დროს ხდება. საქართველოს მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული, გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს”, - წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე ასევე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს. ციხისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გვიან ღამით გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია ნიმა გვარამიამ გაავრცელა.
საქართველოს ომბუდსმენის წარმომდადგენლის, საბა ბრაჭულის განცხადებით, 27 დეკემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ამ ეტაპისთვის არ ახმაურებენ. მისივ თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ამჟამად თავს კარგად არ გრძნობს და დამატებით სპეციალისტებთან, მათ შორის ნევროლოგთან შეხვედრასაც ითხოვს. „შევხვდი, როგორც ექიმ მკურნალ ნევროლოგს, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავად პაციენტსაც. როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს დასმულია ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. როგორც თავად პაციენტი ამბობს, მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი, ამჟამად ის თავს კარგად არ გრძნობს და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შო...
„ამოუქოლეს ფანჯრები, ექცევიან როგორც პირუტყვს. მიშა კიარა, მისი პირადი ექიმიც ტყვეობაშია და რაც არ უნდა იძახოს ახლა ნიკა გვარამიას გამოო, ყველამ ვიცით რა უბედურებაც ხდება მის თავს“, - აცხადებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი. მისივე თქმით, თუ საზოგადოება დროზე არ იმოქმედებს, ქვეყანა უბედურებაში გაიღვიძებს. „მე რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ვიყო, ავიღებდი ლეიბებს და გადავიტანდი შიმშილობას გორში! აქამდე ვერიდებოდით, რომ მწვავე პროტესტს მიშასთვის პრობლემები არ მოეტანა, ახლა რას ვერიდებით? ამოუქოლეს ფანჯრები, ექცევიან როგორც პირუტყვს. მიშა კიარა, მისი პირადი ექიმიც ტყვეობაშია და რაც არ უნდა იძახოს ახლა ნიკა გვარამიას გამოო, ყველამ ვიცით რა უბედურებაც ხდება მ...
„თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი, თანმდევ საკითხთან ერთად, I მოსმენით განიხილეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომლის თანახმად, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსებში და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში. თამბაქოს მოწევა აგრეთვე, აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში - ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა. კანონს ასევე დაემატება ტერმინი - „ბრენდის გაფართოება". აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცლელებს. უწყების ცნობით, მომხსენებლის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს ახალ სახეობაზე პიქტოგრამის დატანებ...
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 83 ხმით, 2 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცლელებს. უწყების ცნობით, კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის. „ახალი პროექტით, ნებისმიერი პირი თუ შებღალავს საერთაშორისო ორგანიზაციის სიმბოლოს, დროშას ან გერბს უცხო სახელმწიფოსას, რომელთანაც საქართველოს აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები და ეს სიმბოლოე...
საქართველოს პარლამენტმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაყენებული კანონპროექტი პირველი მოსმენითვე მიიღო. კანონპროექტის მიღებას მხარი პარლამენტის 82 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 13-მა კი, ხმა მის წინაღმდეგ მისცა. მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ნაცვლად ორი ახალი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. მათივე ცნობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია მიენიჭება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონუ...
საქართველოს ომბუდსმენის, ნინო ლომჯარია განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების კანონს ვეტო აუცილებლად უნდა დაადოს. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ქვეყნის მმართველ გუნდს აღნიშნულთან დაკავშირებით „ჩამოყალიბებული“ აზრი აქვს, არის შესაძლებლობაც იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს ვეტოც გადალახოს. ამ შემთხვევაში კი, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის შესანარჩუნებლად საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების გზაღა იქნება დარჩენილი. „მინდა საზოგადოებას ავუხსნა რა ხდება: თუკი თქვენ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ამ უწყების გაუქმების შემდგომ თქვენზე იძალადებს, მოახდენს ზეწოლას, რომ მისცეთ ან შეცვალოთ კონკრეტული ჩვენები, ან თუკი თქვ...